კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაკარგეს დედმამიშვილებმა ერთმანეთი და როგორ ეძებს მუხრანში მცხოვრები ქალბატონი მაზლს სევასტოპოლში

58 წლის მანანა ვასილის ასული გულბათაშვილი ეძებს 65 წლის გიორგი ვარდოს ძე ინდუაშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს მაზლს, 65 წლის გიორგი (გივი) ვარდოს ძე ინდუაშვილს. ჩემი მაზლი ბოლოს 2006 წელს იყო ჩამოსული საქართველოში. ის სევასტოპოლში ცხოვრობდა, ჰყავდა მეუღლე, სახელად ვალენტინა და სამი ქალიშვილი. როგორც ვიცი, გივი ამჟამადაც სევასტოპოლში უნდა იყოს, მაგრამ მისი ზუსტი მისამართი ჩვენთვის უცნობია. დამოუკიდებლად ჩვენ ის ვერ ვიპოვეთ. გვაქვს გიორგის ფოტო, რომელზეც ის მეუღლესთან (ვალენტინასთან) ერთადაა. მე და ჩემი მეუღლე მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ვცხოვრობთ. თქვენი დახმარების დიდი იმედი გვაქვს.
– როგორ დაკარგეს დედმამიშვილებმა ერთმანეთი და როგორ მოხდა, რომ ერთი ძმა მცხეთაშია, მეორე კი – სევასტოპოლში?
– სევასტოპოლში გიორგი ჯარიდან მოხვდა. სწორედ იქ გაიცნო მან თავისი მომავალი მეუღლე – ვალენტინა. ჩვენთან, მუხრანში, გივი (ასე ვეძახდით ჩვენ მას) ბოლოს 2006 წელს იყო ჩამოსული. მას შემდეგ ის აღარ გვინახავს და არც არაფერი ვიცით მის შესახებ. ერთადერთი, რაც ჩვენთვის ცნობილია, ის არის, რომ გივი დაშორდა თავის მეუღლეს (ვალენტინას) და ცოლად სხვა ქალი შეირთო. მეორე ცოლისგან მას შეეძინა გოგონა, რომელიც ამჟამად დაახლოებით 10 წლის უნდა იყოს. პირველი ქორწინებიდან კი ჩემს მაზლს ჰყავს უფროსი გოგონა,  სახელად ირა და ტყუპები (ისინიც გოგონები). ამჟამად ტყუპები დაახლოებით 30-35 წლამდე უნდა იყვნენ, ირა კი – 42 წლის. სამივე უკვე დაოჯახებულია. ძალიან გვწყდება გული, მათთან კონტაქტი რომ არ გვაქვს.
– გიორგის შვილები მამის გვარზე იყვნენ?
– დაზუსტებით ვერ გეტყვით, შეიძლება, დედის გვარზეც ყოფილიყვნენ, ან, ამჟამად, ქმრების გვარებზე გადავიდნენ. ვერც იმას გეტყვით, ჰქონდა თუ არა გიორგის ვალენტინასთან მოწერილი ხელი. ვიცი, რომ ვალენტინა გვარად იყო ხრიპუნოვა, ანუ გივის გოგონები ან ინდუაშვილები არიან, ან – ხრიპუნოვები. ღმერთმა ქნას, რომ გივი ჯანმრთელად იყოს და მისი ამდენი წლის განმავლობაში დაკარგვა მხოლოდ და მხოლოდ გაურკვევლობის ბრალი იყოს. ჩვენ არ გვინდა, ვიფიქროთ, რომ მას ცუდი რამ შეემთხვა. მთელ ჩვენს ოჯახს ძალიან უნდა მისი პოვნა. გივის ორივე მშობელი გარდაცვლილია: მამამისი (ანუ ჩემი მამამთილი) დიდი ხნის წინ გარდაიცვლა, ხოლო დედამისი – ახლახან, ჯერ ორმოციც არ არის გასული. თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც კი შევატყობინეთ ეს ამბავი, რადგან, არ ვიცით, როგორ დავუკავშირდეთ.
– თქვენ ხომ არ შეგიცვლიათ საცხოვრებელი მისამართი გიორგის ჩამოსვლის შემდეგ?
– არა, ნამდვილად არ შეგვიცვლია მისამართი. მით უმეტეს, უნდა იცოდეს გივიმ ჩვენი ადგილსამყოფელი, რადგან ეს მისი მშობლების სახლია. შეიძლება, მისმა მეორე მეუღლემ შეაძულა მას ჩვენი თავი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, რადგან იმ ქალს ჩვენ არც კი ვიცნობთ. უბრალოდ,  გივის ამგვარ დაკარგვაში სხვა მიზეზს ვერ ვხედავთ. ვფიქრობთ, რომ ის ამჟამადაც სევასტოპოლშია, მაგრამ მისი ზუსტი მისამართი ჩვენ არ ვიცით. ვალენტინას მაინც თუ ვიპოვით, მისგან შეიძლება გივის ამბავიც შევიტყოთ.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3