კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს თავის პირველ სიყვარულს ვანიდან ქალაქ ბენდერში და რატომ უნდა 75 წლის კაცს პირველი სიყვარულის პოვნა



75 წლის გიგლა იაგურის ძე აბრამიძე ეძებს 57-59 წლის ზინაიდა გიორგის ასულ ჩებანსარჟანს და დაახლოებით 80 წლის ივანე კაცაშვილს.
ისტორია: ვეძებ დაახლოებით 57-59 წლის ზინაიდა გიორგის ასულ ჩებანსარჟანს (მეუღლის გვარზეა). მე და ზინამ ერთმანეთი აბასთუმანში გავიცანით. იმ დროს მე უცოლშვილო ვიყავი, ზინაიდას კი ჰყავდა ოჯახი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა და ზინა ჩემთან ვანშიც კი მყავდა სტუმრად ჩაყვანილი. ბოლოს მე და ზინამ ერთმანეთი სოჭში ვნახეთ, ეს იყო დაახლოებით 40 წლის წინ და მას შემდეგ მე ის არ მინახავს. ამჟამად მყავს მეუღლე და სამი შვილი, მაგრამ, ძალიან მინდა ზინას მოძებნა და ცხოვრებაში ერთხელ მაინც კვლავ მისი ნახვა. ჩემი მეუღლე ძალიან გულისხმიერი ქალბატონია და ამ საკითხში გვერდში მიდგას.
 ჟურნალისტის შენიშვნა: ბატონი გიგლა ჩვენთან ვანიდან ჩამოვიდა. აღმოჩნდა, რომ ის, ასევე, ეძებს თბილისში მცხოვრებ სიყრმის მეგობარს, ეროვნებით ოსს, დაახლოებით 80 წლის ივანე (ვანო) კაცაშვილს. ვანოსთან ერთად გიგლა ციმბირში იყო, სადაც ისინი დამეგობრებულან. ვანოს აქვს ნიშანი ზედა ტუჩთან დიდი შრამის სახით. იმედია, ვანო წაიკითხავს ამ სტატიას და გამოეხმაურება მეგობარს.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი თქვენ და მოლდოველმა ქალბატონმა?
– პირველად ჩვენი შეხვედრა აბასთუმანში მოხდა, სადაც მე დასასვენებლად ვიყავი ჩასული. სწორედ იქ იყო ჩამოსული მოლდოვეთიდან, ქალაქ ბენდერიდან. ორი თვის განმავლობაში ისე ვიცხოვრე აბასთუმანში, რომ, არამცთუ ქალს, კაცს არ დავლაპარაკებივარ. როდესაც ზინაიდა ვნახე, მაშინვე შემიყვარდა. იმ დროს უცოლშვილო ვიყავი, რომ იტყვიან – „ხალასტოი“. ვიფიქრე, აუცილებლად უნდა გავიცნო ეს ქალბატონი-მეთქი და ასეც მოხდა. საკმაოდ დიდი გულისხმიერება დამჭირდა, რომ ზინას ყურადღება დამემსახურებინა. მაშინ დაახლოებით 35 წლის ვიყავი და, რა თქმა უნდა, კარგად გამოვიყურებოდი (იღიმება). სხვათა შორის, მეუღლე მხოლოდ 42 წლის ასაკში შევირთე. იმ დროს ზინას უკვე ჰყავდა ქმარ-შვილი და ამიტომ ჩვენმა ურთიერთობამ სერიოზული სახე ვერ მიიღო.
– ანუ ზინაიდას თქვენთან შეხვედრის დროს უკვე ჰქონდა ოჯახი, ნუთუ დასასვენებლად მოლდოვეთიდან აბასთუმანში მარტო ჩამოვიდა?
– ნამდვილად მარტო იყო ჩამოსული. ოჯახთან ერთად რომ ყოფილიყო, ჩვენი სიყვარულიც ხომ გამოირიცხებოდა! სხვათა შორის, მე ზინაიდა ვანში, ჩემს სახლშიც მყავდა ჩაყვანილი და ორი კვირის განმავლობაში ის ჩვენი სტუმარი იყო.
– ბოლოს სად ნახეთ ერთმანეთი და რა იყო თქვენი დაშორების მიზეზი?
– ბოლოს ერთმანეთი დაახლოებით 40 წლის წინ, ქალაქ სოჭში ვნახეთ. იმ პერიოდში მას ქმარ-შვილი გარდაეცვალა, უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა მისი ოჯახი და სოჭში დაქალებმა გულის გადასაყოლებლად ჩამოიყვანეს. გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ მითხრა, რომ, თურმე, სოჭი და ვანი ახლოს ეგონა ტერიტორიულად (იცინის), ბუნებრივია, მეც ჩავედი სოჭში და ერთმანეთს ბოლოჯერ სწორედ იქ შევხვდით. მახსოვს, როგორ მიხაროდა ზინას ნახვა. როდესაც ვაცილებდი, მითხრა, მოგვიანებით მოგწერო, მაგრამ, ეს „მოგვიანებით“ დღემდე გრძელდება. ძალიან მინდა ჩემი პირველი სიყვარულის პოვნა, ამ სიბერეში განსაკუთრებით გამახსენდა ყველაფერი. საბედნიეროდ, ჩემს მეუღლეს ესმის ჩემი და გვერდში მიდგას. მე უკვე მყავს სამი შვილი: ორი ბიჭის მერე სანატრელი გოგო (ქეთევანი) შეგვეძინა. ცოტა ხნის წინ ძალიან ცუდად ვიყავი და, რომ იტყვიან, ძლივს მომაბრუნეს ამქვეყნად. ცოცხალი ჩემი მეუღლისა და ქეთინოს წყალობით ვარ. ძალიან მინდა, პირველი სიყვარულის პოვნა. ჩემი ძმაკაცის, ვანო კაცაშვილის პოვნაც ასევე ძალიან მინდა.
– კიდევ რა იცით ზინას შესახებ, როგორ ფიქრობთ, პოვნის შემთხვევაში, ის თუ მოინდომებს თქვენთან დაკავშირებას?
– დიდი იმედი მაქვს, რომ, თუკი ზინას ვიპოვი, ისიც დიდი სიხარულით გამომეხმაურება და ერთმანეთს ვნახავთ. მინდა, ჩემი ოჯახიც გავაცნო. მაშინ კი დაგარწმუნებთ, რომ ჩემი ოჯახის წევრებს ყველას უნდა, რომ მე ზინა ვიპოვო. (იცინის). მის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ ზინა ბენდერში დაიბადა, დედამისი უკრაინელი იყო, მამა კი ბულგარელი. თავად ზინა მეუღლის გვარს ატარებდა. როგორც ვიცი, დედმამიშვილები არ ჰყავდა. იმედია, მასაც უნდა ჩემი პოვნა. მაქვს ზინას ერთი სურათი, სადაც ჩვენ ორივე ახალგაზრდები ვართ. იმედია, ეს სურათი მის პოვნაში დაგეხმარებათ და თქვენს მოლდოველ კოლეგებს სწორედ ამ ფოტოს გაუგზავნით. ხანდაზმულ ასაკში ვარ, მაგრამ, ხომ ამბობენ, გული არ ბერდებაო. მართლაც ასე ყოფილა.
– თქვენს მეუღლეს რომ დაეწყო თავისი პირველი სიყვარულის ძებნა, რა რეაქცია გექნებოდათ?
– ნამდვილად არ მექნებოდა რეაქცია. ეს ისეთი თემაა, გაგებაა საჭირო. მე გამიმართლა, ჩემი მეუღლე მიგებს და მეც გავუგებდი. დამიჯერეთ, მას გაუხარდება, თუკი ზინაიდას ვიპოვი.

скачать dle 11.3