კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სალომე მჭედლიძემ სტოკჰოლმის სასიმღერო კონკურსი მოიგო


სტოკჰოლმში გაიმართა სიმღერის სატელევიზიო ფესტივალი რიგა-სტოკჰოლმი, სახელწოდებით „ამბერ-სთარ”, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 16 ქვეყნის წარმომადგენელი. კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მომღერლები, პროდიუსერები, მათ შორის – ადგილობრივი შვედები. საქართველოდან ჟიურის წევრად მიწვეული იყო ბატონი ჯემალ სეფიაშვილი. კონკურსი სამ სხვადასხვა კატეგორიაში მიმდინარეობადა, სადაც სხვადასხვა სტილის მომღერალი ცდილობდა თავისი ნიჭიერების გამოვლენას. ესენია – პოპ-როკი, მოდერნ-კლასიკი და ორიგინალი. სალომე მჭედლიძე საუკეთესო იყო მოდერნ-კლასიკის ჟანრში და უამრავი პრიზიც დაიმსახურა. საინტერესოა, რომ ამ კონკურსში თავის დროზე ძალები მოსინჯეს ნოდიკო ტატიშვილმა, სოფო ტოროშელიძემ და სხვებმა. სალომეს ფესტივალში მონაწილეობაში დაეხმარა სამშენებლო კომპანია „ნიუ-ენერჯი”, სადაც 23 წლის სალომე, რომელმაც საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, მუშაობს. ვულოცავთ სალომეს გამარჯვებას და იმედს ვიტოვებთ, რომ კიდევ ბევრ კონკურსზე გვასახელებს!

скачать dle 11.3