კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დასახელდა ყველაზე საშიში ვულკანები

„უახლოეს რამდენიმე წელიწადში ვულკანები გააგრძელებენ თავიანთი ბობოქარი ხასიათის დემონსტრირებას. მათი აქტივობის პიკი მოვა 2014-2015 წლებზე“, – ამტკიცებენ ექსპერტები. ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს კრაკატა – ინდონეზიაში და ფუძიამა – იაპონიაში. 2012 წლიდან ხელახლა დაიწყებს გაღვიძებას ალპურ-ჰიმალაური სეისმური სარტყელი. აქ, პირველ ყოვლისა, ლაპარაკია ვეზუვიზე და ეტნაზე.
თავის მხრივ, ავიაციის ანალიტიკოსები ტეხენ განგაშს: რისკების შეუფასებლობა, რომლებიც დაკავშირებულია საშიშ ზონებში თვითმფრინავების ფრენასთან, უბრალოდ, არ შეიძლება. აეროზოლური და ფერფლის შლეიფები მნიშვნელოვან საშიშროებას წარმოადგენდნენ ფრენისთვის საერთაშორისო და ადგილობრივ ავიახაზებზე.
„საერთაშორისო საავიაციო ცნობები ამ წლის ივნისისთვის სამხედრო ფრენებს ემსგავსება“, – აცხადებენ ფრენების უსაფრთხოების მსოფლიო ფონდის სამმართველოში.
„5 ივნისს ამოიფრქვა ვულკანი პუიფუე ჩილეში. ვულკანური ფერფლის გამო დაიკეტა აეროპორტი „ბარილოხე“. 7 ივნისს შეწყდა ფრენები მეზობელ არგენტინაში. 8 ივნისს – ჩილეს ვულკანი „შეეხო“ ბრაზილიას, პარაგვაისა და ურუგვაის. 12 ივნისს რეისები გაუქმდა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. 13 ივნისს ამოფრქვევა დაიწყო ვულკანმა დუბიმ (ნაბრომ) წითელი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. სტიქიამ გეგმები ჩაუშალა მილიონ ავიამგზავრს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის პან გი მუნის თვითმფრინავმა ვერ შეძლო ბუენოს-აირესის აეროპორტში დაშვება“.
ვულკანური ფერფლის ნაწილაკები, რომლებიც საშიშროებაა საფრენი აპარატებისთვის, მიიწევენ ავიაციის კრიტიკულ – 8-12 კილომეტრ სიმაღლეზე. მოხვდებიან რა ძრავაში, მათ შეუძლიათ, სწრაფად გამოიყვანონ ის მწყობრიდან, როგორც, მაგალითად, 1982 წელს „ბოინგ-747-ის“ შემთხვევაში, რომელიც ინდონეზიის ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლის ღრუბელში მოხვდა.
უკანასკნელ წელს ვულკანებმა უკვე ორჯერ მოახდინეს ევროპული საფრენი ზონის შეზღუდვის პროვოცირება. ამიტომ, ვულკანური ფერფლის ღრუბლებს განუწყვეტლივ აკვირდებიან მეტეოთანამგზავრები, დედამიწიდან კი მათ ლაზერული დეტექტორებით აღჭურვილი სადგურები ეხმარებიან.

скачать dle 11.3