კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

მოწევა – რეცეპტით

ისლანდიის ხელისუფლება ფართომასშტაბიან შეტევას იწყებს თავისი მოქალაქეების ნიკოტინზე დამოკიდებულების წინააღმდეგ – საყოველთაოდ  მხარდაჭერილი საკანონმდებლო ინიციატივა მთლიანად გაასუფთავებს ამ კუნძულოვანი ქვეყნის თავისუფალ ბაზარს სიგარეტებისგან.
2008 წელს ისლანდიელებმა და აღმოსავლეთ ევროპიდან ჩამოსულმა მუშებმა მასობრივად დაიწყეს კუნძულის დატოვება მას შემდეგ, რაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო გაუფასურდა ისლანდიური კრონა და დაიწყო უმუშევრობა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ კუნძულოვანი ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს მხოლოდ 318 ათასს, მცხოვრებთა ასეთი გადინება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
ამიტომ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გააძლიეროს კუნძულზე დარჩენილი ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ისინი ყოველნაირი საშუალებით ცდილობენ, წინ აღუდგნენ უდროო სიკვდილიანობას, რომელიც ნიკოტინისგანაა გამოწვეული. ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, სიგარეტები უნდა გაქრეს ყველა სუპერმარკეტის, აგრეთვე, ავტოგასამართი სადგურების, კიოსკებისა და სხვა მაღაზიების დახლებიდან. მოწევის ჩვეულებას გაათანაბრებენ ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასთან, ხოლო მწეველები ვალდებულები იქნებიან, რეგულარულად გაესინჯონ ექიმებს.
ექიმებს დაევალებათ, მწეველ პაციენტებს გაუღვიძონ სურვილი, უარი თქვან ამ მავნე ჩვევაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეს უშედეგო აღმოჩნდება, ექიმები მიიღებენ უფლებას, გამოწერონ რეცეპტები სიგარეტის შეძენაზე.

скачать dle 11.3