კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბერე დამარცხებულია



„ადამიანი, რომელიც 150 წელს იცოცხლებს, უკვე დაიბადა. არ გაივლის 20 წელიც კი, რომ დაიბადება ის, რომელიც 1 000 წელიწადს იცოცხლებს“, – ასეთი თამამი წინასწარმეტყველებით გამოვიდა ამერიკის შტატ კალიფორნიაში განლაგებული ორგანიზაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ბრიტანელი გერონტოლოგი ობრი დე გრეი, – „ჩვენ შეგვიძლია, სიბერე მივიყვანოთ იქამდე, რასაც მე ვუწოდებ სამედიცინო კონტროლის განმსაზღვრელ დონეს, ანუ ისეთს, რომელსაც დღეისთვის უმრავლეს ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში მივაღწიეთ“.
გერონტოლოგის აზრით, უახლოეს მომავალში ადამიანები ექიმებთან რეგულარული „ტექმომსახურებისთვის“ მივლენ, რომელიც მოიცავს გენურ თერაპიას, ლულოვანი უჯრედების შეცვლას, იმუნოსტიმულაციას და სხვა რიგ რთულ სამედიცინო მომსახურებას. ამით ისინი შეინარჩუნებენ კარგ ფიზიკურ ფორმას.
სიბერე – ეს, უბრალოდ, სხვადასხვა დაზიანებების დაგროვებაა უჯრედოვან და მოლეკულურ დონეზე, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში ხდება. მნიშვნელოვანია, მხოლოდ მოვიშოროთ ეს დაზიანებები, სანამ ისინი კრიტიკულ მასად იქცევიან და არ გადაიზრდებიან პათოლოგიაში.
გრეი მუშაობას რამდენიმე მიმართულებით განაგრძობს. ყველა ზიანი, რომელსაც ადამიანის სხეული ასაკთან ერთად იღებს, მან 7 კატეგორიად დაყო და თითოეულის წინააღმდეგ შესაბამისი მეთოდები დაამუშავა. ზოგიერთი მიმართულებით მეცნიერება ძალიან შორს წავიდა – მაგალითად, ლულოვანი უჯრედების გამოყვანასთან დაკავშირებით, ხოლო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისთვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა უკვე ყოველ წელიწადს სამი თვით იზრდება. ექსპერტების მონაცემებით 2030 წლისთვის მილიონი ადამიანი მიაღწევს 100 წელს. „იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის დაბერების საწინააღმდეგო რეგულარულ „ტექმომსახურებას“ სათანადო ყურადღება მიექცევა, თეორიულად შესაძლებელია, ადამიანი უკვდავი გახდეს“, – ასეთია გრეის მომხრეთა აზრი, თუმცა, არიან ნაკლებ ოპტიმისტი მკვლევრებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს ტენდენცია შეიძლება მასობრივმა სიმსუქნემ შეაფერხოს, ამან მოიცვა არა მარტო განვითარებული, არამედ განვითარებადი ქვეყნებიც.

скачать dle 11.3