კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (51)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

მსოფლიოს „ქირურგიული ტერორიზმი“ ემუქრება



ამერიკის თეთრმა სახლმა სხვა ქვეყნის მთავრობებისა და საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის გაავრცელა გაფრთხილება, რომ ტერორისტული ორგანიზაციები უკვე უახლოეს მომავალში გეგმავენ, აფეთქებების ორგანიზებისთვის გამოიყენონ თვითმკვლელები იმპლანტირებული ბომბებით. ტერორისტები ორგანიზმის შიგნით დამალული ასაფეთქებლებით შეძლებენ ავიაკატასტროფების მოწყობას, რადგან ჩვეულებრივი სკანერები, რომლებიც დამონტაჟებულია აეროპორტებში, ვერ შეძლებენ ასეთი მეთოდით დამალული ბომბების აღმოჩენას.
დასკვნები მუქარის შესახებ გაკეთდა მას შემდეგ, რაც ამერიკის დაზვერვამ მიიღო მონაცემები, რომ „ალ-ქაიდას“ იემენის დაჯგუფების წევრები განიხილავენ ასაფეთქებელი მოწყობილობების ქირურგიული იმპლანტაციის შესაძლებლობების შესახებ. ბომბების დამალვის ასეთ მეთოდს „ქირურგიული ტერორიზმი“ უწოდეს. იგულისხმება, რომ თვითმკვლელების კანქვეშ ქირურგიული ოპერაციის საშუალებით მოათავსებენ ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ასაფეთქებელ ნივთიერებას.
ნიუიორკელმა პლასტიკურმა ქირურგმა, ჰოვარ ბელინმა განაცხადა, რომ ქირურგიული ოპერაციის საშუალებით ნამდვილად შეიძლება სხეულში ბომბის ჩაკერება. ქალებთან დაკავშირებით, ეს შეიძლება იყოს სამკერდე იმპლანტანტები. გარდა ამისა, ქალებს ასაფეთქებელი შეიძლება ჩავაკეროთ დუნდულებში ან მუცელში. იმისათვის, რომ წარმოიქმნას აფეთქება, საკმარისია, ტერორისტმა შპრიცის საშუალებით შეიყვანოს ორგანიზმში სპეციალური ნივთიერება ქიმიური რეაქციისთვის.

скачать dle 11.3