კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

კითხვა: მაქვს სხვადასხვა სახის კალანჰოე. მაინტერესებს თითოეულ მათგანს განსხვავებული მოვლა სჭირდება თუ ყველა იდენტურია?
პასუხი: კალანჰოე მართლაც ათასგვარი ფორმის, ზომისა და ფერის არსებობს. მათ შორისაა: „ტომენტოსა”, „მანგინი,” „კალანდივა” და სხვა. მიუხედავად ამ სახეობების გარეგნული სხვაობისა, ყველა მათგანს თითქმის ერთნაირი გარემო უხდება. ასე რომ, შეგიძლიათ, ყველა კალანჰოე ერთნაირ პირობებში გაზარდოთ.
კითხვა: ჩემს ალოკაზიას ფოთლები სცვივა და სიმაღლეშიც არ იზრდება. ხომ ვერ მეტყვით, რისი ბრალია?
პასუხი: ეს მცენარე რთულად იზრდება, მას მუდმივად ტენი და სითბო სჭირდება. მისი დაკბილული და ლამაზად მოხატული ფოთლები 50 სანტიმეტრზე გრძელია, თუმცა, თუ ალოკაზიას სიგრილეში მოახვედრებთ, ეს ფოთლები დასცვივდება. ეცადეთ, მცენარე უფრო მაღალ ტემპერატურაზე ამყოფოთ, რომ ფესურიდან ახალი ფოთლები ამოუვიდეს.
კითხვა: რა რაოდენობის წყალს ითხოვს ტილანზია?
პასუხი: ამ მცენარეს ბევრი წყალი არ უყვარს. უფრო მეტიც, რბილი წყლით დანამვა მას საჭირო ოდენობის წყალს აწვდის. ზამთარში იშვიათად მორწყეთ. თვეში ერთხელ მიაწოდეთ 1:4 გაზავებული თხევადი სასუქი და მისთვის ეს საკმარისი იქნება.
კითხვა: იქნებ ამიხსნათ, რატომ უჭკნება ექევერიას ფოთლები?
პასუხი: თქვენ, ალბათ, წყალი დააკელით. დარბილებული და დამჭკნარი ფოთლები იმის მანიშნებელია, რომ ექევერიას წყალი სჭირდება. ზაფხულობით ნიადაგს შეშრობა აცადეთ და ისე მორწყეთ, რომ მიწა კარგად დასველდეს, ზამთარში კი იშვიათად მორწყვაც საკმარისია.
კითხვა: ჩემს ქლოროფიტუმს მიწის ზედაპირზე ფესვები გამოუჩნდა. რისი ბრალია?
პასუხი: მიწის ზედაპირზე ფესვების გამოჩენა მცენარის გადარგვის აუცილებლობის ნიშანია. ფოთოლს სიმშრალისა და უჰაერობისგან გაყავისფრებული ბოლოები წააჭერით. ქლოროფიტუმი კარგად იტანს ოთახის პირობებს, თუ კარგი დრენაჟი და ნოყიერი მიწა აქვს.

скачать dle 11.3