კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გააყოლა გარდატეხის ასაკს „მის იუნიორმა“ ნათია როზომაშვილმა და როგორ ცდილობს ის საკუთარი შეცდომების გამოსწორებას

უკვე რამდენიმე წელია, ფოტომოდელებისა და მანეკენების სტუდია „ფავორიტის“ ხელმძღვანელი მაია ზაალიშვილი საქართველოში ატარებს სილამაზის კონკურსს – „მის ბიკინი“ და „მის იუნიორი“. წელს კონკურსი 27 ივნისს ჩატარდა გრიგოლეთში, სასტუმრო „ანდამატში“. მოდელების ჩაცმულობაზე იზრუნა კოლეჯმა „გეორგიამ“ ქეთი მეძმარიაშვილისა და ლიზი ზაკაშვილის ხელმძღვანელობით. „მის იუნიორი“ გახდა ნათია როზომაშვილი.

ნათია როზომაშვილი: 21 წლის ვარ, ვსწავლობ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში – „ალმა მატერში“ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. გადავედი მეოთხე კურსზე. მანამდე კოლეჯშიც ვსწავლობდი. იურიდიული განათლებაც მაქვს, მაგრამ ამ განხრით არასდროს მიმუშავია. ჟურნალისტიკა ძალიან მაინტერესებს, უბრალოდ, ამ ეტაპზე უფრო სამოდელო საქმით ვარ დაკავებული. ჟურნალისტიკაც ძალიან მიმზიდველად მეჩვენება, პირველ კურსზე სულ გადაღებები გვქონდა, მიკროფონებით დავდიოდით, სიუჟეტებს ვაკეთებდით. სტუდენტური ჟურნალიც გვაქვს, ახლა მეორე ნომერი გამოვა და ჩემი სტატიებიც იქნება. მოდელისთვის გარკვეული ასაკობრივი ზღვარი არსებობს, ამიტომ მინდა, სხვა პროფესიაც მქონდეს.
– როდის დაიწყე მოდელობა?
– უნივერსიტეტში მოვიდა მაია ზაალიშვილი, სტუდიისთვის გოგონებს არჩევდა. სამი გოგონა აირჩია და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ „დუტი“ ქურთუკი მეცვა, დაბლებზე ვიდექი, ჩემი სილუეტი არ ჩანდა და ამიტომ, თავიდან ყურადღებაც არ მომაქცია, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ის ორი გოგო გათხოვილი იყო და მხოლოდ მე შევრჩი. ეს იყო შემოდგომაზე და, მას მერე სულ დავდიოდი სააგენტოში. ძალიან მომწონს. სიარულს ვსწავლობდი, ჩვენებები გვქონდა კლუბებში, საინტერესო იყო და ჩამითრია ამ საქმემ.
– თავიდან გქონდა სირთულეები?
– დიდი სირთულეები არ ყოფილა. ქუსლებზე სიარულიც არ გამჭირვებია, რადგან მანამდე სულ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დავდიოდი. პოდიუმზე სიარულიც ძალიან ადვილად ავითვისე. რაც მთავარია, მოდელობამ თავდაჯერებული გამხადა, უფრო მეტად ვუვლი თავს. მხოლოდ სიარულის ცოდნა არ არის საკმარისი, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი მანერები გაქვს. შარმი უნდა გქონდეს. ყველა გოგონას ვურჩევ, სამოდელო სააგენტოში იაროს. ეს მათ ბევრ რამეს მისცემს. პირადად მე, მივეჩვიე აუდიტორიას, ხალხთან ურთიერთობას, აღარ მიჭირს მათ წინაშე გამოსვლა, არც კამერებთან მუშაობა.
– საკუთარი გარეგნობის მიმართ კრიტიკული ხარ?
– საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ. რაღაც  ყოველთვის არ მომწონს და რაღაცით უკმაყოფილო ვარ. თუმცა, ეს კარგია, რადგან ვცდილობ, საკუთარ თავზე ვიმუშაო, გავიზარდო.
– დედისერთა ხარ. საერთოდ, ამბობენ, დედისერთები ეგოისტები არიანო.
– ცოტათი ეგოისტი ვარ. ბავშვობაში მესაკუთრე ვიყავი. ახლა არ ვიმჩნევ, თან უკვე გამიარა კიდეც, გარდატეხის ასაკს გაჰყვა.
– მიზანდასახული ხარ?
– კი, საკმაოდ. ბავშვობაშიც თუ რაღაც არ გამომდიოდა, მაინც ვცდილობდი, გამეკეთებინა. მიზანდასახული ნამდვილად ვარ. არის მომენტები, როცა რაღაც არ გამომდის, მაგრამ, რომ დავფიქრდები და მივხვდები, საქმეს სჭირდება, დედასაც ვკითხავ რჩევას და ვცდილობ, გამოვასწორო, უკეთესი შედეგი მივიღო.
– ახლახან „მის იუნიორი“ გახდი. ელოდი გამარჯვებას?
– იმედი მქონდა, ისევე, როგორც ყველას. კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო, კარგი გოგონები იღებდნენ მონაწილეობას. ბოლოს ორი გოგონა აირჩიეს – „მის ბიკინი“ და „მის იუნიორი“. მე უფრო „მის იუნიორი“ მინდოდა, გავმხდარიყავი, რადგან „მის ბიკინიზე“ ბევრი კონკურენტი მყავდა. თან, იდეალური ტანი უნდა გქონოდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვე. დღემდე ვერ გამოვდივარ ეიფორიიდან, შოკივით იყო. ახლაც სულ ამაზე ვფიქრობ. არ არის ეს სახუმარო საქმე, უნდა წავიდე უცხოეთში კონკურსზე და საკუთარი ქვეყანა ღირსეულად წარვადგინო. ანუ, უფრო იმაზე ვფიქრობ, რა იქნება, უცხოეთში რომ წავალ.
– რა კონკურსზე მიდიხარ?
– ჩეხეთში. კერძოდ, პრაღაში მივდივართ კონკურსზე „მის მსოფლიო პრინცესა“. უკვე ვემზადები ფსიქოლოგიურად, ფიზიკურადაც, რომ ფორმა შევინარჩუნო, უფრო სწორად უკეთეს ფორმაში ვიყო.
– კომუნიკაბელური ხარ, რაც ასეთი ტიპის კონკურსზე საკმაოდ მნიშვნელოვანია.
მაია ზაალიშვილი: ეს ყველაფერი გავითვალისწინე. მეც ვიყავი წელს პირველად ჟიურიში. მოვითხოვე, რადგან მთელი წელი მერე მე ვმუშაობ ამ გოგონებთან და ჭკუიდან გადავყავარ, ისეთ რაღაცეებს ვაწყდები. მარტო ლამაზი გოგონა აღარავის აინტერესებს. განათლებული, კომუნიკაბელური, ზრდილობიანი უნდა იყოს, მაყურებლისთვის საკუთარი თავის მიწოდება უნდა შეეძლოს.
– საკუთარ თავს უწესებ აკრძალვებს?
ნათია: სიმსუქნისკენ არ მაქვს მიდრეკილება, თუმცა რაღაცეებზე უარის თქმა მიწევს. ვცდილობ, ტკბილეული ნაკლებად მივირთვა. წონაში მომატება ადვილია, მაგრამ დაკლება – ძნელი.
მაია: ცოტა მომრგვალდა და არ ესიამოვნა.
ნათია: წონაში მომატება ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებს.
– როგორია შენი ცხოვრების სტილი?
– ღამის კლუბებში არ დავდივარ. მეგობრებთან ერთად ვერთობი და კიდევ სახლში ყოფნა მიყვარს. სახლიდან ჩემი გაგდება ძალიან ძნელია. მშვიდი  ვარ, მუსიკა მიყვარს ძალიან და ხშირად ჩემთვის ვმღერი. შეიძლება, კონკურსზე „მის ტალანტშიც“ მივიღო მონაწილეობა.
მაია: ყველას ჰგონია, რომ მოდელები თავდაყირა დგანან, მაგრამ ჩემი მოდელები საკმაოდ მოკრძალებულები არიან.
– ნამდვილად გეყოლება თაყვანისმცემლები, რას აკეთებენ ისინი შენს მოსახიბლად?
მაია: მოდი, მე ვიტყვი: „ანა მანაშკა“. ერთი ასეთი მყავდა ნანაკა მამასახლისი და ეს „მანაშკა დვაა“. კონკურსი რომ დამთავრდა, ყველამ დავლიეთ, ვცეკვავდით. ეს იჯდა თავისთვის და ბოლოს ბავშვები ჩავაბარე.
ნათია: რა არის დასამალი, მართლაც ასეთი ვარ, თან ჯერ არ მაინტერესებს ბიჭები.
– წუნიაც ხარ?
– ვიწუნებ ხოლმე, ყველაფერს ვაკვირდები, სახეზე, ხასიათს...
მაია: კაცი უნდა იყოს ქარიზმატული, ჭკვიანი, მამაკაცური. მე ჩემი გოგონებისთვის ნამდვილი კაცი მინდა.
ნათია: ერთი შეხედვით უკვე ვიცი, მომინდება თუ არა იმ მამაკაცთან ურთიერთობა. თუმცა, ისეც მომხდარა, კარგი შთაბეჭდილება დამრჩენია ადამიანზე, მაგრამ ისეთი არ აღმოჩენილა. შეიძლება, ისეთი ადამიანი შემხვდეს, როგორზეც საერთოდ არ ვფიქრობდი, მაგრამ თავისი თვისებებით, ხასიათით შემაყვაროს თავი. ერთი ვიცი,  მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს ყურადღებიანი, არ უნდა მომატყუოს და ნამდვილად უნდა ვუყვარდე.
მაია: ნათიას ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, ჯიუტიც არის, გადაწყვეტილებას რომ მიიღებს, მერე ვეღარ გადაათქმევინებ. თუმცა ხვდება, რა გადაწყვიტა სწორად და რა – არა. ასევე, ძალიან ყურადღებიანი, ზრდილობიანია, არასდროს გადადის ადამიანებთან ურთიერთობისას ზღვარს. შესაბამისად, არაჩვეულებრივი კაცი უნდა ჰყავდეს გვერდით, მე ამ საქმეში აუცილებლად ჩავერევი.
ნათია: არ ვარ ისეთ ასაკში, გათხოვება გადავწყვიტო. რაც მთავარია, არ მინდა იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც რაღაცეებს ამიკრძალავს. მე არ ავუკრძალავ საყვარელი საქმის გაკეთებას და არც მან უნდა ამიკრძალოს.
– რამეში გიშლის ხელს სიჯიუტე?
– არა. უბრალოდ, ჩემს შეცდომებს ყოველთვის ვხედავ და ვცდილობ, გამოვასწორო.

скачать dle 11.3