კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბლიცდიეტა – 5 დღე მუცლის გასაქრობად



წინასწარ განეწყვეთ იმისთვის, რომ 5 დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ ის კერძები, რომლებიც ჩვენს დიეტაში იქნება მითითებული. გარდა ამისა, დღეში უნდა დალიოთ მინიმუმ 1,5 ლიტრი წყალი.
ჩვენი ბლიცდიეტის, პირველიდან ბოლო დღის ჩათვლით, საერთოდ ვერ იგრძნობთ დაძაბულობას და დისკომფორტს. ამის საიდუმლო კი იმაშია, რომ ყოველი კერძი შეიცავს მცირე რაოდენობით ნახშირწყლებს (დღეში სულ 250 გრამს) და ბევრ ცილას, რომლითაც მდიდარია ინდაურის ან ქათმის მჭლე ხორცი. გარდა ამისა, თქვენი მენიუს შემადგენლობაში შევა ნიგოზში, მარცვლეულში ან ზეთისხილში არსებული ზეთი.
9-10 საათი – საუზმე
მიუსლი კენკრით – ვიტამინების მარაგი მთელი დღის განმავლობაში:
500 გრამი კენკრის ასორტი, 2 სადილის კოვზი წვრილად დაჭრილი ნიგოზი, 6 სადილის კოვზი სიმინდის „ხლოპია“, 250 მილილიტრი უცხიმო კეფირი შეურიეთ ერთმანეთს და მიირთვით გემრიელად.
ერთ ულუფაში შედის: 673 კილოკალორია; ცილები –  19 გრამი, ცხიმები – 24 გრამი, ნახშირწყლები – 90 გრამი.
14-15 საათი – სადილი
მაკარონი ქათმის მკერდის ხორცით, პომიდვრითა და ხაჭოთი:
100 გრამი მაკარონი, მარილი და პილპილი – გემოვნებით, 150 გრამი პომიდორი, 100 გრამი ქათმის ფილე.
მოხარშეთ მაკარონი მარილწყალში და დაწურეთ; ფილე დაჭერით ჩხირებად, შეწვით ცოტა ზეთში და შეაზავეთ მარილითა და პილპილით; დაჭერით პომიდორი, და ეს ყველაფერი, ხაჭოსთან ერთად, აურიეთ ერთმანეთში.
ერთ ულუფაში შედის: 720 კილოკალორია; ცილები – 39 გრამი, ცხიმები –  18 გრამი, ნახშირწყლები – 99 გრამი.
18-19 საათი – ვახშამი
ომლეტი პრასით, ლორითა და ყველით:
კარგად ათქვიფეთ 2 ცალი კვერცხი და შეაზავეთ მარილით. 50 გრამი პრასი დაჭერით წვრილ რგოლებად, 20 გრამი უცხიმო ლორი – კუბიკებად, 50 გრამი პომიდორი – ნახევარმთვარეებად. ეს ყველაფერი აურიეთ ათქვეფილ კვერცხში, დაასხით ტეფლონის ტაფაზე და ნახევრად გამოაცხვეთ. შემდეგ მოაყარეთ 20 გრამი გახეხილი ყველი და ბოლომდე გამოაცხვეთ. გარნირად გაუკეთეთ 2 ცალი საშუალო ზომის კიტრის სალათა 1 სადილის კოვზი არაჟნით.
თუ ამ დიეტას ზუსტად დაიცავთ, ზუსტად 5 დღეში ისეთ შედეგს მიიღებთ, თავად გაოცდებით.

скачать dle 11.3