კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: აუცილებელია თუ არა ზაფხულში დამატენიანებელი კრემის წასმა ხელებზე?
პასუხი: დამატენიანებელი კრემის წასმა ხელებზე (ისევე, როგორც სახეზე) აუცილებელია წლის ნებისმიერ სეზონზე. თუკი სიცივეში კანი ყინვისგან შრება, ზაფხულში მისი გამოშრობა მზის სხივების წყალობით ხდება. დამატენიანებელი კრემი კი კანის ზედაპირზე ქმნის თვალით უხილავ, წყალგაუმტარ ფენას, რომელიც იცავს კანს გამოშრობისგან, რაც, შესაბამისად, აფერხებს კანის დანაოჭებასა და დაბერებას.
კითხვა: დასაშვებია თუ არა ორსული ქალისთვის კოსმეტიკის მოხმარება?
პასუხი: კოსმეტიკის გამოყენება შეიძლება, ოღონდ, ორსულ ქალბატონებს ვურჩევთ, შეიძინონ მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიანი, ცნობილი ბრენდების ნაწარმი, რადგან ნებისმიერი ცნობილი ბრენდის პროდუქტი, სანამ მას გასაყიდად გაიტანენ, გაივლის ტესტს უვნებლობაზე (უსაფრთხოებაზე). თუმცა, შესაძლოა, ასეთმა პროდუქტმაც „გაწყინოთ“, რაც მხოლოდ იმის ბრალი იქნება, რომ თქვენ მასში შემავალ რომელიღაც კონკრეტულ ინგრედიენტზე გაქვთ ალერგია.
კითხვა: მაინტერესებს, სჭირდება თუ არა სახის კანს განსხვავებული მოვლა დიეტის დაცვის პერიოდში?
პასუხი: რაც უფრო ხშირად ან ხანგრძლივად იცავთ დიეტას, მით მეტი ინტენსივობით სჭირდება სახისა და სხეულის კანს დატენიანება. ამის მიზეზია ის, რომ დიეტის შედეგად წარმოიქმნება ლიპიდების (ცხიმების) უკმარისობა, რაც არღვევს კანის ზედაპირზე ჰიდროლიპიდურ შრეს და ხდება ტენის გაძლიერებული აორთქლება. დიეტის პერიოდში უარი არ უნდა თქვათ მცენარეულ ცხიმებზე, რადგან მათში შემავალი ლინოლინის მჟავა ხელს უშლის ამ აორთქლებას. ყოველივე აქედან გამომდინარე, დიეტის განმავლობაში დამატენიანებელი კრემი დღეში ორჯერ უნდა წაისვათ – დილას და საღამოს.
კითხვა: მაქვს ცხიმიანი სახის კანი, მაგრამ მაინც ხშირად გამომიშრება ხოლმე. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და რას მირჩევთ?
პასუხი: ცხიმიანი კანის გამოშრობის მიზეზი შეიძლება გახდეს სპირტის შემადგენლობის მქონე კოსმეტიკის ხშირი მოხმარება. ამიტომ, უნდა გადახვიდეთ მსუბუქ ფლუიდებზე მგრძნობიარე კანისთვის. მათში შედის ნივთიერება პანთენოლი, რომელსაც აქვს ჭრილობის შემახორცებელი ეფექტი; ასევე, კარგია მცენარეული ზეთები: ნუშის, ატმის, ქოქოსის, რომლებიც კანს არბილებს და ამკვრივებს; გარდა ამისა, არაჩვეულებრივი შედეგი აქვს კანის ინტენსიურ დამატენიანებლებს – ამინომჟავებს.

скачать dle 11.3