კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავიდა ანა დულარიძე უშბაზე ორჯერ და სად შეძლო მან ბავშვობის ოცნების ასრულება


მთამსვლელმა ანა დულარიძემ ბავშვობის ოცნება მას შემდეგ აისრულა, რაც თბილისში ჩამოვიდა სასწავლებლად. ჩამოსვლისთანავე ფედერაციაში გაწევრიანდა და უკვე ერთ წელში მოახერხა მთაზე ასვლა. ორჯერ ავიდა უშბაზე და კიდევ ბევრი გეგმა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში მხოლოდ ერთი გოგოა, მას ბიჭებთან ურთიერთობა არ უჭირს. უფრო მეტიც, შეჯიბრების დროს პირველ ადგილსაც არავის უთმობს. როგორ მოახერხა მან ბავშვობის ოცნების ასრულება, როგორ ავიდა უშბაზე ორჯერ და რა უახლოესი გეგმები აქვს, თავად სპორტსმენი გვიამბობს.
ანა დულარიძე: მთამსვლელობა ბავშვობის ოცნება იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დავიბადე და გავიზარდე ქარელში, არ მომეცა ვარჯიშის საშუალება. მას შემდეგ, რაც თბილისში ჩამოვედი სასწავლებლად, გადავწყვიტე ოცნება ამესრულებინა და მივედი ფედერაციაში, სადაც, დაახლოებით, 2007 წელს დავიწყე ვარჯიში. მართალია, სხვებთან შედარებით, ცოტა მეტი მუშაობა დამჭირდა, მაგრამ საკმაოდ მალე შევძელი ფორმაში ჩადგომა.
– ოჯახიდან წინააღმდეგობა არ გქონია?
– კი. თავიდან დედა ნერვიულობდა, მაგრამ, რომ მიხვდნენ, ჩხუბს აზრი არ ჰქონდა, გაჩუმდნენ. პრინციპში, არც მიშლიდნენ, უბრალოდ, ეშინოდათ, არაფერი მომსვლოდა.
– პირველად როდის შეძელი მთაზე ასვლა, ან სად ახვედი?
– მთაზე ასვლა ვარჯიშის დაწყებიდან პირველივე წელს მოვინდომე, მაგრამ ცუდი ამინდის გამო ვერ ავედით. მეორედ მყინვარზე წავედით და უკვე შევძელით ასვლა. ძალიან ხშირად დავდივარ მყინვარწვერის დასალაშქრად, ახლოს არის და შაბათ-კვირასაც შეიძლება იქ წასვლა. მყინვარზე მაშინ ჯგუფთან ერთად წავედი გაბრიელის მარშრუტით. შემდეგ უკვე უშბაზეც ავედი  4 700 მეტრზე. არ ვიცი, ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად არ ყოფილა რთული. ჯგუფში მხოლოდ ერთი გოგო ვარ და ბიჭები ძალიან მეხმარებიან.
– როგორია შენი უახლოესი გეგმები, ხომ არ აპირებ, ჩემპიონატებზე გასვლას?
– ბევრი გეგმა მაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. გააჩნია, როგორი დაფინანსება გვექნება. ისე, მთაზე ზაფხულში უფრო დავდივართ. რაც შეეხება ჩემპიონატებს, მარტო მთამსვლელობაში არ ტარდება. იმართება შეჯიბრებები მეკლდეურობაში, კლდეზე ცოცვაში, სწრაფ ცოცვაში, ყინულზე ცოცვაში და ასე შემდეგ. შეჯიბრებაზე მეც გავდივარ ხოლმე. რამდენჯერმე პირველი ადგილიც ამიღია. როდესაც იმართება შეჯიბრება, ყოველთვის ვმონაწილეობ და პირველ ადგილზე თუ არა, სამეულში მაინც ვარ.
– ანა, ამჟამად რას საქმიანობ?
– ახლა სტუდენტი ვარ. ვსწავლობ არქეოლოგიურ ფაკულტეტზე. წელს ვამთავრებ. ვმუშაობ წმიდა გიორგის სახელობის სკოლაში კლდეზე ცოცვის მასწავლებლად. იქ აქვთ ხელოვნური კლდე და გოგოებს ვასწავლი ცოცვას. ძალიან დატვირთული ვარ, მაგრამ ისე შევეჩვიე ასეთ რეჟიმს, ყველაფერს ვასწრებ.
– რომელიმე მთაზე ასვლას თუ ოცნებობ?
– ჩემი ბავშვობის ოცნება იყო უშბაზე ასვლა. ეს იმდენად საინტერესოა, რომ რამდენჯერაც უნდა ავიდე არ მომწყინდება და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავისრულე. უშბაზე ორჯერ ავედი – ერთხელ ჩრდილოეთის მწვერვალზე, მეორედ კი – სამხრეთის. ჩხრილოეთის მწვერვალი იყო 4ა სირთულის, ხოლო სამხრეთის – 5ა. რაც შეეხება მათ შორის განსხვავებას – ციფრი რაც უფრო იზრდება, მარშრუტი მეტად რთულია. მეორედ უფრო ტექნიკური მარშრუტი მქონდა. კლდე ვერტიკალური იყო და მასზე ასვლაც შედარებით – რთული.
– როდის უფრო რთულია მთაზე ასვლა თოვლში, თუ კარგ ამინდში?
– ორივეს თავისი დამახასიათებელი ნიშნები აქვს, მაგრამ საერთოდ, თოვლიან მთაზე ასვლა, უფრო რთულია.
– მთაზე ასვლის დროს, თუ გახლავთ ვინმე, ვინც საჭიროების დროს დაგეხმარებათ?
– ჩვენი გუნდის ხელმძღვანელია ბიძინა გუჯაბიძე, რომელიც ძალიან ბევრგან არის ნამყოფი და დიდი გამოცდილება აქვს. წასვლის წინ ყოველთვის გვარიგებს, ხოლო თუ ჩვენთან ერთად არ მოდის, ყველაფერს დაწვრილებით გვიხსნის – განიხილავს მთას, მის რელიეფს, დაწვრილებით გვიხსნის მარშრუტს და საფრთხის შემთხვევაში, როგორ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. ასე რომ, მაშველი არ გვყავს, თან ახლა ცოტა კრიზისული სიტუაციაა ფედერაციაში, რადგან არ გვყავს სპონსორი. აქამდე, ორი წლის განმავლობაში, ჩვენი სპონსორი იყო „მაგთი“,  მაგრამ ამ ბოლო დროს საკუთარი ხარჯებით გვიწევს წასვლა და ცოტა გვიჭირს. დიდ თანხებზეა საუბარი და ამდენი ჩვენ ნამდვილად არ გაგვაჩნია.
– დარბაზებში რა მდგომარეობაა, სად ვარჯიშობთ?
– დარბაზი გვაქვს ვერის ბაღში, ჭადრაკის სასახლესთან, სადაც არის ხელოვნური კლდე, ასევე, ვაკეში სპორტის დეპარტამენტის შენობაში. ვვარჯიშობთ ბოტანიკურ ბაღშიც, როცა კარგი ამინდია. მართალია, ჩვენი დარბაზები მსოფლიო სტანდარტების დონის არ არის, მაგრამ ვარჯიშს ვახერხებთ.
– შენთან ერთად სხვა გოგოც ვარჯიშობს?
– კი, არის რამდენიმე გოგო, მაგრამ ძირითადად, მეკლდეურები არიან. მთამსვლელთა ჯგუფში მარტო მე ვარ გოგო.
– ანა, შენი აზრით, მთაზე ასვლა როდის უფრო საინტერესოა, ზამთარში თუ ზაფხულში?
– საინტერესოსი რა გითხრათ, მაგრამ უფრო რთულია ზამთარში, – ცივა, თოვლია, მეტი ყინული და საშიშია. გააჩნია, ვის როგორ აინტერესებს. მე ზამთარში უფრო მიყვარს ასვლა და ვყოფილვარ კიდეც მყინვარწვერზეც და უშბაზეც.
– შეჯიბრებები ხშირად ტარდება?
– შეჯიბრებები ხშირად ტარდება ზაფხულში კლდეზე ცოცვაში. შეჯიბრება ტარდება  ხელოვნურ კლდეზე, ბუნებრივზე არ შეიძლება, რადგან შეიძლება, ვინმე უკვე იყოს ასული და იცნობდეს რელიეფს. აქ გოგოებს ვეჯიბრები, მაგრამ მთაზე ასვლის დროს, ბიჭებთან ერთად მიწევს გამოსვლა. რადგან მარტო მე ვარ გოგო, ვცდილობ, ხშირად არ გამოვიდე.
– 2015 წელს საქართველოში იმართება ოლიმპიური თამაშები და მონაწილეობის მიღებას ხომ არ აპირებთ?
– ახლა საუბარია, რომ მთამსვლელობა ილიმპიურ სახეობად აღიარონ  და თუ ეს საკითხი დადებითად გადაწყდა, მივიღებთ მონაწილეობას. მაგრამ, შედეგი როგორი გვექნება, ვერ გეტყვით. გამოცდილება გვაკლია – მომზადების დონე ჩვენთან ცოტა დაბალია. საჭიროა, სპორტსმენმა ყველანაირ რელიეფზე ივარჯიშოს და ალბათ, ეს პრობლემაც მოგვარდება.
– რა განსხვავებაა მთამსვლელობასა და მეკლდეურობას შორის?
– მეკლდეურმა აუცილებლად უნდა იცოდეს ცოცვა, რისთვისაც არსებობს სპეციალური ტრასები და მისთვის აუცილებელი არ არის მთაზე ასვლა. მაგრამ, მთამსვლელმა აუცილებლად კარგად უნდა იცოდეს ცოცვა, რაც უფრო რთულია. ეს სირთულე კი მარტო ფიზიკურ მომზადებასთან არ არის დაკავშირებული, მისთვის აუცილებელია ფსიქოლოგიური მომზადებაც.

скачать dle 11.3