კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სრული სიჭრელე ზაფხულის სეზონზე „ეფ ლაბორისგან“

ერთი წლის წინ ფალიაშვილის ქუჩაზე მაშინ ჩვენთვის საკმაოდ უჩვეულო მაღაზიის „ეფ ლაბორის” ოფიციალური გახსნა მოეწყო. ეს იყო მაღაზია, სადაც ქართველი დიზაინერები შეძლებდნენ იმ სამოსის გამოტანას, რომელიც მოდის კვირეულებზე გამოჰქონდათ. იდეის ავტორი დიზაინერი გვანცა ჯანაშიაა და დღეს მიაჩნია, რომ წამოწყებამ გაამართლა. თბილისს ბათუმის მაღაზიაც მოჰყვა, რომელიც არა მხოლოდ საკურორტო სეზონზე, არამედ მთელი წლის განმავლობაში წარმატებით მუშაობს. საინტერესოა, რომ ქართველი დიზაინერების ამ ულამაზეს ბუდეში, მხოლოდ ის დიზაინერები არ არიან წარმოდგენილი, ვისაც საკუთარი მაღაზია ან სალონი არ აქვს, „ეფ ლაბორში” ნახავთ ისეთ სახელებსაც, რომელთაც საკუთარი სალონიც აქვთ და ურჩევნიათ, სამოსი ერთ სივრცეში ისე იყოს მოქცეული, რომ მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევნის საშუალება ჰქონდეს.
 დაბადების დღე მაღაზიამ უჩვეულოდ აღნიშნა – სივრცე მთლიანად დაცარიელდა და მისალოცად მისულ სტუმრებს იქ მხოლოდ ქაღალდის კაბები დახვდათ. საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ ნიკა მაჩაიძე და ტუსია ბერიძე. გვანცა ჯანაშიამ ამ დღისთვის სპეციალური, ულამაზესი, თეთრი, პიჯაკის ფორმის ტორტი შეარჩია. სტუმრებს შორის ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იყო – რა თქმა უნდა, მოდის სფეროში მოღვაწე ადამიანები, დიზაინერები, მოდელები, ფოტოგრაფები... ზაფხულის ცხელ საღამოს მაღაზიის გარეთ გამოტანილი ცივი ღვინო და ალაფურშეტი სასიამოვნო განწყობაზე აყენებდა ყველას და სტუმრები გვიან ღამემდე არ დაიშალნენ.
 რაც შეეხება მაღაზიაში გამოტანილ სამოსს, „ეფ ლაბორში” შეგიძლიათ, შეიძინოთ თითქმის ყველა თქვენი ფავორიტი დიზაინერის ნამუშევარი. მოდის კვირეულებზე წარმოდგენილი კოლექციების გარდა, დიზაინერები თავიანთ ნამუშევრებს სისტემატურად აახლებენ. თუკი სადმე მიდიხართ და გინდათ, განსხვავებული, ძალიან ინდივიდუალური იყოთ და, რაც მთავარია, თქვენნაირი სამოსით სხვა ვერავინ ნახოთ, საუკეთესო ადგილი შენაძენის გასაკეთებლად „ეფ ლაბორია”. ფეხსაცმლით დაწყებული, ჩანთებითა და აქსესუარებით დამთავრებული, მაღაზიაში ყველაფრის შეძენა შეგიძლიათ. ამ სეზონზე მაღაზიაში განსაკუთრებული სიჭრელეა.
 გვანცამ იმ დღეს უამრავი მილოცვა მიიღო, ყველამ გამოთქვა სურვილი, რომ ქართველი დიზაინერების მაღაზიამ დიდხანს და წარმატებულად იმუშაოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზრდება და დიზაინერებიც სამოსის შეკერვის ხარისხს კიდევ და კიდევ დახვეწენ. ჩვენც ვულოცავთ „ეფ ლაბორს” დაბადების დღეს და ქართული მოდის მოყვარულ უამრავ მომხმარებელს ვუსურვებთ.

скачать dle 11.3