კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პირომანი, მილიციელი და დაწვას გადარჩენილი ფსიქიატრიული დისპანსერი



ერთხელ მოსკოვის ერთ-ერთი უძველესი ფსიქიატრიული დისპანსერიდან დარეკეს და გამოგვიძახეს. ჩვენ და სახანძრო ერთად მივედით. ძველი სამსართულიანი შენობის ეზოში მედპერსონალი, პაციენტები და ცნობისმოყვარენი იდგნენ, რომლებიც სახურავისკენ იყურებოდნენ.
– რას გვირეკავდით, რა, გამოძახება გვაკლია, თქვენ რომ არ მოგვაცდინოთ? – ბუზღუნებდა სახანძრო რაზმის უფროსი და დისპანსერის მთავარ ექიმზე ბრაზობდა, რადგან არაფერს ცეცხლი არ ეკიდა.
– პატივცემულო, – აუხსნა მთავარმა ექიმმა მეხანძრეების შეფს, – ეს კაცი პირომანია, ჩემი ძველი პაციენტი და, თუ დროზე არ მიიღებთ ზომებს, ყველაფერს გადაბუგავს, – შემდეგ სახურავისკენ გაიშვირა ხელი. რომ ავიხედე,  ორმოციოდე წლის წვერიანი მამაკაცი დავინახე, რომელსაც სახურავზე ორი ცალი 20-20-ლიტრიანი, ბენზინით სავსე ბიდონი ჰქონდა ატანილი და იმუქრებოდა: ვინც აქ ამოვა და ჩემთვის ხელის შეშლას დააპირებს, დიდ ცოდვას ჩაიდენსო.
– რათაო, – რომ ჰკითხა ექიმმა, მამაკაცმა მიუგო:
– იმიტომ, რომ აქედან გადავხტები და თავს მოვიკლავ.
შემდეგ იმ კაცმა ერთი ბიდონი გახსნა, სახურავზე დაასხა და კიდეზე ჩამოჯდა, თან ხელში ასანთი ეჭირა და ათამაშებდა.
პირომანს რომ ცეცხლი გაეჩინა, ჩაქრობას ვერ მოასწრებდნენ. შენობა ხის იყო, თანაც, ძალიან ძველი და მაშინვე ჩაიწვებოდა. სიტუაცია ყოველწუთიერად იძაბებოდა. პირომანი უფრო და უფრო უმართავი ხდებოდა და სასწრაფო ზომების მიღება იყო საჭირო. უცებ თავში ერთი იდეა მომივიდა: იქვე, ეზოს კუთხეში დამტვრეული ფიცრები ვიპოვე, უფრო მეტად დავამტვრიე, შუაგულ ეზოში ერთმანეთზე დავალაგე, ასანთი ამოვიღე და ავანთე, რომ ფიცრებისთვის მომეკიდებინა. შეკრებილი ხალხი გაოცებით მომჩერებოდა. ნესტიან ფიცრებს რა აანთებდა, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვცდილობდი ცეცხლის წაკიდებას.
– ეი, შე სულელო, მაგას თუ საწვავი არ დაასხი, ვერ აანთებ, ალბათ, ნესტიანია, – ჩამომძახა სახურავიდან პირომანმა.
– მგონი, მართალი უნდა იყო, – ავძახე და შევეხვეწე, – თუ ძმა ხარ, საწვავი მასესხე და, რომ ავანთებ, ჩაგასესხებ-მეთქი.
პირომანმა რა იფიქრა, არ ვიცი, მაგრამ სხვენში გაუჩინარდა და ნახევარ წუთში ბენზინით სავსე ბიდონი ჩამომიტანა ეზოში.
მაშინვე სტაცეს ხელი და გაკოჭეს, უკან ვინღა გაუშვებდა...
– გენიალურია, გენიალური, – შემაქო დისპანსერის მთავარმა ექიმმა და დაამატა, – ახალგაზრდავ, თუ ოდესმე ფსიქიატრიის სამსახურში ჩადგომას გადაწყვეტთ, აუცილებლად ჩემთან მობრძანდით...
პოლკოვნიკ აკაკი გელენავას
ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3