კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პრობლემას უქმნის ადამიანს იმუნიტეტის დაქვეითება



იმუნიტეტი ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობაა გარე და შიდა გამაღიზიანებელთა მიმართ. როდესაც ადამიანი ადვილად ცივდება, ხშირად ავადმყოფობს სხვადასხვა ინფექციური დაავადებებით, სწორედ მათზე ამბობენ,  სუსტი იმუნიტეტი აქვთო.
ადამიანის იმუნური სისტემის მდგომარეობის განსაზღვრა ლაბორატორიული მეთოდებით ადვილია. ეს ხდება სისხლის საერთო ანალიზის გამოკვლევით.
იმუნურ პროცესებზე პასუხს აგებს ლიმფოციტები და მონოციტები. ამ უჯრედების რაოდენობის საგრძნობი მატება, ანუ, როცა ლიმფოციტები დაახლოებით ორმოც პროცენტს აღემატება, მონოციტები კი ათ-თხუთმეტ პროცენტზე მეტია, იმუნური სისტემის გადაძაბვაზე – ორგანიზმის ინფექციასთან ბრძოლის პროცესზე მეტყველებს. მაგრამ, თუ ლიმფოციტების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ეს იმუნიტეტის დაქვეითების მაჩვენებელია.
ასევე, სისხლში არსებობს სპეციალური იმუნოკომპეტენტური ცილები ანუ იმუნოგლობულინები, რომელთა რაოდენობრივი მაჩვენებელიც  იმუნიტეტის მდგომარეობაზე მიუთითებს.
ადამიანი რომ მხნედ, ჯანმრთელად და შრომისუნარიანად გამოიყურებოდეს, აუცილებელია, მისი იმუნიტეტი გარკვეული პროცენტით აკმაყოფილებდეს საერთო ნორმებს.

скачать dle 11.3