კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ადგილი უკავია მსოფლიოს დიქტატორების რეიტინგში კამერუნის პრეზიდენტს პოლ ბიას და რატომ უწოდებენ პირველ ლედის „კამერუნის ძუ ლომს“



ამბობენ, რომ 2011 წლის შემოდგომაზე ის კვლავ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებზე და, ახალი კონსტიტუციის თანახმად, 7 წლით ჩაუდგება სათავეში აფრიკულ ქვეყანას, სადაც მოსახლეობის რაოდენობა, ბოლო მონაცემებით 19,3 მილიონ ადამიანს შეადგენს. საუბარი გვაქვს კამერუნსა და მის მრავალწლიან მმართველზე პოლ ბიაზე, რომელიც 1982 წლიდან ინარჩუნებს პრეზიდენტის პოსტს და ჯერაც ხელშეუხებელი ავტორიტეტით სარგებლობს აფრიკის კონტინენტზე.
* პოლ ბია 1933 წელს დაიბადა სოფელ მვომეკაში, კატეხიზმოს მასწავლებლის ოჯახში. ბია კამერუნის ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფის – ფანგის წარმომადგენელია. 1956 წელს ბიამ ფილოსოფოსის დიპლომი მიიღი კამერუნის გენერალ ლეკრელკის ლიცეუმში, იმავე წელს სწავლა განაგრძო პარიზის ლუი ლე გრანის ლიცეუმში, შემდეგ კი სორბონის უნივერსიტეტში. 1962 წლიდან ბია სახელმწიფო სამსახურში ჩადგა და კამერუნის პირველი პრეზიდენტის, აჰმად აჰიჯოს კანცელარიაში განსაკუთრებული საქმეების სამსახურს ჩაუდგა სათავეში. 1975 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებამდე, ბია განათლების, ახალგაზრდობისა და კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ხოლო 1982 წელს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.
* 1982 წელს, 20-წლიანი მმართველობის შემდეგ, აჰმედ აჰიჯომ პრეზიდენტის პოსტი დატოვა და პოლ ბიამ ქვეყნის პირველი პირის სადავეები გადაიბარა. თუმცა აჰიჯო კამერუნის მმართველი პარტიის – სახალხო კავშირის პრეზიდენტის თანამდებობას არ თმობდა და მხოლოდ 1983 წელს ბიასთან მომხდარი კონფლიქტის გამო დატოვა პარტიის თავმჯდომარეობა. გადადგომის შემდეგ აჰიჯო საფრანგეთში გაიქცა, ხოლო სამშობლოში მას სიკვდილით დასჯა შეეფარდა, რომელიც მოგვიანებით ბიამ სამუდამო პატიმრობით შეუცვალა. 1984 წელს, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ბია ერთადერთი კანდიდატი იყო და ხმების 99,98 პროცენტით იგი კამერუნის პრეზიდენტად აირჩიეს. 1985 წელს ბიამ სახელი მმართველ პარტიასაც შეუცვალა და „სახალხო კავშირი“ „კამერუნის ეროვნულ-დემოკრატიულ მოძრაობად“ აქცია. 1988 წელს ბია ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტის პოსტზე, იგივე განმეორდა 1992, 1997, 2004 წლებში და 2011 წელს ვარაუდობენ, რომ იგი კვლავ წამოაყენებს თავის კანდიდატურას.
* კამერუნის ოპოზიციურად განწყობილი პრესა ქვეყნის მეთაურს ხშირად „მოგზაურ-პრეზიდენტად“ მოიხსენიებს, რადგან პოლ ბია დიდ დროს ატარებს გადაფრენებში და წელიწადის უმეტეს ნაწილს ევროპაში ატარებს. მისი ოპონენტების მტკიცებით, ბია ფლობს ფეშენებელურ ბინას პარიზში, როშის ავენიუზე, სასახლეს ბადენ-ბადენში და უზარმაზარ ვილას მშობლიურ სოფელში. 2007 წელს ვრცელდებოდა ვერსია, რომ ბია სასიკვდილოდ არის ავად და ცხოვრების რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი, თუმცა ბიამ არსებული ჭორები უარყო. უნდა აღინიშნოს, რომ პრო-საპრეზიდენტო მედიასაშუალებები ბიას „აფრიკის საუკეთესო პრეზიდენტად” მოიხსენებენ, რადგან მისი მმართველობის დროს კამერუნში სტაბილურობა და მშვიდობა დამყარდა.
* მიუხედავად იმისა, რომ კამერუნში ბიას მხარდამჭერთა დიდი არმია ჰყავს, ოპოზიციური პრესის მიერ მოწოდებული მასალა სიმართლეს შეესაბამება. პოლ ბია უკანასკნელი წლებია, დროის დიდ ნაწილს ატარებს შვეიცარიაში, ჟენევის სასტუმრო „ინტერკონტინენტალში”, სადაც ხშირად 2 კვირიდან 3 თვემდე რჩება. 2008 წელს ბიამ სპეციალური კანონპროექტიც კი მიიღო, რომელიც ითვალისწინებდა დამატებით პირობებს პრეზიდენტისთვის, რათა ქვეყნის მართვა საზღვრის გადაკვეთის შემდეგაც იყოს შესაძლებელი. ამ კანონპროექტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია კამერუნის ქალაქებში, რასაც მასობრივი გამოსვლები და სამართალდამცველებთან შეტაკებები მოჰყვა. არაოფიციალური მონაცემებით, ამ არეულობას 200 მომიტინგის სიცოცხლე შეეწირა. საინტერესოა, რომ, ხალხის პროტესტის მიუხედავად, მომავალ წელს პოლ ბიამ თავისი არდადეგები ისევ ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში გაატარა, სადაც ერთი დღე სასტუმროში 40 ათასი დოლარი უჯდებოდა. სულ კი, მის თანმხლებ პირებს სხვადასხვა სასტუმროში 43 ნომერი ჰქონდათ დაქირავებული.
* პოლ ბია, დასავლეთის ქვეყნებთან მეგობრული დამოკიდებულების მიუხედავად, პრესაში დიქტატორად მოიხსენიება. სვაზილენდის მეფე მსვატი მესამესთან, ზიმბაბვეს პრეზიდენტ რობერტ მუგაბესა და ეკვატორული გვინეის პრეზიდენტ ტეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგოსთან ერთად, ბია აფრიკის დიქტატორთა რიცხვში შედის, ხოლო ჟურნალ „პარადის” მიერ შედგენილ მსოფლიო დიქტატორთა რეიტინში მას მეცხრამეტე ადგილი უკავია.
* პოლ ბიას მეორე ნახევარი, კამერუნის პირველი ლედი, შანტალ ბია, ცნობილია თავისი ექსტრავაგანტური ვარცხნილობით და ამიტომ სამშობლოში მას „კამერუნის ძუ ლომს” უწოდებენ. შანტალის საფირმო ვარცხნილობის სტილს „ბანანას” უწოდებენ; ასევე, აღნიშნავენ მის ძვირფას გარდერობს, სადაც ცნობილი  ევროპელი დიზაინერების ძვირად ღირებული სამოსი ჭარბობს, ძირითადად „კრისტიან დიორისა” და „შანელის” პროდუქცია. შანტალს ოთხი შვილიდან ორი პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მისი პირველი ქმარი ტაქსის მძღოლი იყო კამერუნის რეგიონიდან – ბაფუტიდან და, მას შემდეგ, რაც შანტალი ბიას გაჰყვა ცოლად, მისი ყოფილი ქმარი საგზაო პოლიციელმა ჩაცხრილა ავტომობილში და მკვლელობის მოტივი დღემდე უცნობია. პოლ ბიას პირველი ცოლის, ჟანა-ირენ ბიას მსგავსად, შანტალი აქტიურად არის ჩართული კამერუნის სოციალურ სექტორში და თავისივე სახელობის ფონდს ხელმძღვანელობს, რომელიც დახმარებას უწევს შიდსით დაავადებულ მოსახლეობას.
* 2010 წელს კამერუნელმა მწერალმა ბერტრან ტეიომ გამოსცა წიგნი „ბანანის რესპუბლიკის დედოფალი”, სადაც საუბარი ჰქონდა პირველი ლედის, შანტალ ბიას მდაბიო წარმომავლობასა და იმ გზაზე, თუ როგორ მოახერხა მან, ტაქსის მძღოლის ცოლმა, პრეზიდენტ ბიას გულის მოგება. სკანდალური წიგნის გამო ტეიოს კამერუნულმა სასამართლომ პრეზიდენტის მეუღლის შეურაცხყოფის გამო ორი წლით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნითა და გავლენიანი „ამნესტი ინტერნეიშანლის” ჩარევით, რომელიც ტეიოს „სინდისის პატიმრად” მოიხსენიებდა, 2011 წლის 2 მაისს ბერტრან ტეიო გაათავისუფლეს პატიმრობიდან.

скачать dle 11.3