კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხალხური მინიშნებები: * იატაკზე დანა დაგივარდეს‚ სტუმრად მამაკაცი მოვა. * იატაკზე ჩანგალი დაგივარდეს – ქალი გესტუმრება. * იატაკზე კოვზი დაგივარდეს – ბავშვიანი სტუმარი მოვა. * იატაკზე სტეპლერი დაგივარდეს – საგადასახადო ინსპექცია მოვა.

სვანი ავტომობილის მართვის მოწმობის ასაღებად ჩამოვიდა. ჩაჯდა თუ არა მანქანაში‚ „ეგზამენატორი“ ეუბნება:
– ასე... გმადლობთ. შეგიძლიათ გადმოხვიდეთ‚ თქვენ გამოცდა ვერ ჩააბარეთ.
– რატომ? – აღშფოთდა სვანი‚ – ჯერ ხომ არ გამიტარებია?!
– ისე‚ საინტერესოა‚ უკანა სავარძლიდან როგორ გაატარებთ...
***
ჩეთში ორი საუბრობს:
– შენ‚ ალბათ‚ ძალიან ლამაზი ხარ... – დაწერა იქითამ.
– რატომ ფიქრობ ასე? – გაიპრანჭა აქეთა.
– მხოლოდ ასე შეეძლო ბუნებას, ასეთი გონებაჩლუნგობის კომპენსირება.
***
მასაჟისტთან ქალბატონი შევიდა და მიმართვა გაუწოდა. გრაფაში „დანიშნულება“‚ ნერვიულობაშეპარული ქალის ლამაზი კალიგრაფიით ეწერა – „ეროტიკული მასაჟი“.
***
– აჰა‚ აქაც მე ვარ‚ – გაიფიქრა ოთარ ტატიშვილმა‚ სარკეში ჩახედვის შემდეგ და ჰალსტუხი შეისწორა.
***
– სამსახურში რა გინდა‚ დღეს სიდედრის დაკრძალვა არ არის? – გაოცდა თანამშრომელი‚ სამსახურში მისული ვასოს დანახვაზე.
– ჯერ – ვალდებულებები‚ შემდეგ – სიამოვნება!
***
– აბა‚ ვინ მეტყვის‚ სად არის ზანზიბარი?
– თბილისის ყველა ბარი ვიცი. ეგ‚ ალბათ‚ რაღაც ახალია...
***
„მანქანის გატაცების საწინააღმდეგო დანაღმვა‚ იაფად“.
სადაზღვევო ფირმა „გაფრენა“.
***
ქალის ლოგიკა: „თუ მამაკაცმა ყვავილები გიყიდა‚ ესე იგი, შენგან რაღაც უნდა. თუ არ გიყიდა‚ მას ჯენტლმენობა აკლია“.
***
პატარა ქალაქის სასტუმროში უცხოელი გაჩერდა. საღამოს ნომრიდან ჰოლში ჩამოვიდა და პორტიეს ეკითხება.
– აქ ღამის ცხოვრება არის?
– კი‚ მაგრამ დღეს კბილი სტკივა.
***
მას იმდენად ვიწრო ტვინი ჰქონდა, გასაღების ჭუჭრუტანაში ორივე თვალით გახედვა შეეძლო...
***
ჩუქჩა სასტუმროში მივიდა და პორტიეს ნომერი სთხოვა:
– სამწუხაროდ‚ არც ერთი თავისუფალი ადგილი არ გვაქვს.
დაღონებული ჩუქჩა გასასვლელისკენ გაემართა.
– მოითმინეთ‚ მოითმინეთ! – დაედევნა ადმინისტრაციის წარმომადგენელი‚ – ერთი წუთით დაგველოდეთ‚ მგონი, ერთი თავისუფალი მაცივარი უნდა გვქონდეს.
***
– ჩემს ცოლს უკვე თვე-ნახევარია აღარ ველაპარაკები.... არ მინდა, შევაწყვეტინო.
***
ნაცნობები ერთმანეთს შეხვდნენ. ერთ-ერთი ძალიან დაღონებულია.
– რა მოგივიდა‚ მოხდა რამე? – შეეკითხა მეორე.
– ყველაზე საშინელი‚ რაც უნდა მომხდარიყო.
– მაინც‚ რა მოხდა‚ აღარ იტყვი.
– კიბო აღმომაჩნდა.
– მერე‚ ეგ არის ყველაზე საშინელი?
– აბა‚ ამაზე საშინელი რაღა უნდა ყოფილიყო?
– მე რომ აღმომჩენოდა.
***
სამსახურში კოლეგები საუბრობენ:
– მივალ ახლა სახლში‚ უცებ მოვამზადებ რამეს‚ შევჭამ‚ ჭურჭელს გავრეცხავ‚ ძაღლს გავასეირნებ‚ თან, ნაგავს გადავყრი... შევძვრები ლოგინში‚ და ასე ყოველდღე.
– ცოლი უნდა მოიყვანო‚ ძმაო‚ თანაც დროზე...
– სწორედ მაგაშია საქმე‚ რომ ცოლიანი ვარ.
***
გაგანია საბჭოთა კავშირის დროა.
ქალმა 20 წელი იმუშავა რუსეთში სამოვრების ქარხანაში‚ მაგრამ ვერაფრით მოახერხა სამოვრის ყიდვა. იფიქრა და... წერილი მისწერა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს. გასაოცარია‚ მაგრამ პასუხმა არ დააყოვნა: „სამწუხაროდ‚ ჩვენ ვერ დაგეხმარებით სამოვრის შეძენაში‚ მაგრამ ვითვალისწინებთ სამოვრების ქარხანაში თქვენს სტაჟს‚ დამსახურებას‚ პატიოსნებას და ნებას გრთავთ‚ როგორც გამონაკლისი‚ ყოველდღე სახლში თითო დეტალი წაიღოთ და თავად ააწყოთ სამოვარი“. ასეც მოიქცა‚ თუმცა ორი წლის შემდეგ კვლავ წერს წერილს სკკპ ცეკას: „ყველაფერი ზუსტად ისე გავაკეთე‚ როგორც თქვენ მომწერეთ‚ მაგრამ შედეგად ჩემს ბოსტანში ორი რაკეტა დგას‚ სამოვარი კი კვლავ არ მაქვს“.
***
ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას‚ მაგრამ ცოლიანები გაცილებით ხშირად აღიარებენ ამას.
***
სვანი სიცრუის დეტექტორით უნდა გამოსცადონ‚ დაახურეს სადენებიანი „ჩაფხუტი“ და უხსნიან:
– უკვე დეტექტორზე ხართ მიერთებული‚ ილაპარაკეთ მხოლოდ სიმართლე. თუ შეეცდებით მოგვატყუოთ‚ მაშინვე ნათურა აინთება. გაიგეთ?
– კი!
და, ნათურა მაშინვე აინთო.
***
– საიდან მოდიხარ‚ ქალთან იყავი.
– არა‚ ინსტიტუტში.
– სად მიდიხარ‚ ქალთან?
– არა‚ ბიბლიოთეკაში.
– ბიბლიოთეკაში ქალები არიან?
***
– ძალიან მაგარი ბიძა მყავს‚ წარმოგიდგენია‚ მედალს ყოველდღე იხსნის და იკეთებს...
– დიდი ამბავი‚ ბიძაშენს ერთი მედალი აქვს‚ ბაბუაჩემს ხუთი მედალი ეკეთა.
– პირდაპირ სხეულზე?


***
– ჩემი ძაღლი იშვიათი ჯიშისაა‚ იცი‚ ვინ იყვნენ მაგის წინაპრები... შენსას აქვს გენეალოგიური ხე?
– კი‚ როგორ არა‚ მარკეტის უკან‚ მარჯვნივ გადახრილი ხე რომაა.

скачать dle 11.3