კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ერთმანეთი ძმებმა და ვის ეძებენ ყაზახეთიდან თბილისში



71 წლის მიხაილ ივანეს ძე ზინოვიევი ეძებს 70 წლის იგორ ივანეს ძე ზინოვიევს.
ისტორია: ვეძებ ძმას – 70 წლის იგორ ივანეს ძე ზინოვიევს. მე და ჩემი ძმა უკრაინაში დავიბადეთ: მე – 1940 წელს, ჩემი ძმა კი – 1941 წელს. სამამულო ომის პერიოდში დედაჩემი და ჩემი უმცროსი ძმა საქართველოში გაემგზავრნენ. მე და მამა კი უკრაინაში დავრჩით. თუმცა, შემდგომ ჩვენც გადავსახლდით ყაზახეთში. ვიცი, რომ ძმა ცხოვრობდა საბუდარის ქუჩაზე, ამჟამად ის ვაჟა ივერიელის ქუჩაა, მაგრამ, ვერანაირად ვერ ვუკავშირდები. ძალიან მინდა, ძმის პოვნაში დამეხმაროთ. ჩემთვის ეს აქედან (ყაზახეთიდან) არარეალურია. ჩამოსვლას კი ვერანაირად ვერ ვახერხებ.
– როგორ დაკარგეთ ძმებმა ერთმანეთი? აქამდე თუ ეძებდით თქვენს დედმამიშვილს და რა გზებით?
– თავიდანვე გეტყვით, რომ ასაკის გამო, მაქვს პრობლემები მეხსიერებასთან დაკავშირებით. მოგიყვებით მხოლოდ იმას, რაც კარგად მახსოვს.
მე და ჩემი ძმა ორივე უკრაინაში, ჩერნიგოვსკის მხარის ქალაქ დობრიანკაში დავიბადეთ: მე 1940 წლის 12 მარტს, ჩემი ძმა კი – 1941 წლის მაისში (რიცხვი არ მახსოვს). დედაჩვენი გახლდათ სოფია მატვეის ასული ზინოვიევა. ის დაიბადა დაახლოებით 1926 წელს. სამამულო ომის პერიოდში დედაჩემი და ჩემი ძმა საქართველოში წავიდნენ, სადაც დედას დეიდა ჰყავდა. ვიცი, რომ ისინი ცხოვრობდნენ საბუდარის ქუჩაზე (ქუჩის სახელწოდების სისწორეში დარწმუნებული არ ვარ). როგორც ვიცი, შემდგომ მას ეწოდა ვაჟა ივერიელის ქუჩა. ვგზავნიდით წერილებს, რომლებიც უკან გვიბრუნდებოდა, რის მიზეზიც ჩემთვის უცნობია. არ არის გამორიცხული, რომ ჩემმა ძმამ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. პირადად მე, ყაზახეთში, ქალაქ პეტროპავლოვსკში ვცხოვრობ. მაქვს ოჯახი, მყავს სამი შვილი და ორი შვილიშვილი. ძალიან განვიცდი ძმის დაკარგვას და მინდა, ვიპოვო. ყველანაირად ვცდილობდი, მომეძებნა და ამაში ჩემი შვილებიც და შვილიშვილებიც მეხმარებოდნენ, მაგრამ, ვერ შევძელით. იმედი მაქვს, იქნებ, თქვენ დაგვეხმაროთ. ერთადერთი, რისი გარკვევაც შევძელით, არის ის, რომ სახლი, რომელშიც იგორი ცხოვრობდა, ამჟამად სხვა მეპატრონეს ეკუთვნის. იგორის ადგილსამყოფელი კი დღემდე უცნობია ჩვენთვის. ნეტავ, კარგად იყოს და მალე ვიპოვო, მეტი ნამდვილად არაფერი მინდა. თბილისის სამხედრო კომისარიატიდან შევიტყვეთ, რომ ჩემი ძმა მსახურობდა ფლოტში (ან ქერჩში, ან ნოვოროსიისკში), მოგვიანებით კი, იქიდანვე გააგრძელა სამსახური ბალტიისპირეთში. ეს ინფორმაცია ჩვენ სამხედრო კომისარიატიდან შევიტყვეთ. იქ სპეციალური წერილი გავგზავნეთ და საბედნიეროდ, გვიპასუხეს კიდეც. ასევე, გავიგეთ, რომ იგორი რაღაც დროის განმავლობაში ცხოვრობდა ოდესაში, ნერუბაისკის დასახლებაში.
– როგორ ფიქრობთ, ამჟამად მაინც სად უნდა იყოს თქვენი ძმა. შეიძლებოდა, რომ მას საქართველოს საზღვრები დაეტოვებინა?
– ვფიქრობ, ამჟამად თბილისში უნდა იყოს. არ ვიცი რატომ, მაგრამ გული ამას მიგრძნობს. შეიძლება ითქვას, მე და ჩემი ძმა სამამულო ომმა დაგვაშორა. დღემდე არ ვიცი, რატომ გადაწყდა, რომ ის და დედა საქართველოში წასულიყვნენ და მე და მამაჩემი კი უკრაინაში დავრჩენილიყავით. მთავარია, ახლა მაინც ვიპოვოთ ერთმანეთი. ვერ ვიტყვი, რომ ძმასთან კონტაქტი საერთოდ არ მქონია. ის გვწერდა ხოლმე წერილებს, ხან რეკავდა კიდეც. ბოლო წერილი მისგან 1992 წელს მივიღე. ვთხოვე, ფოტოც გამოეგზავნა. მაქვს მისი ბოლო ფოტო და ვიმედოვნებ, იქნებ, თქვენმა მკითხველმა იცნოს ის ფოტოზე და გამოგვეხმაურონ.
– რა იცით ძმის ოჯახის შესახებ. ჰყავს თუ არა მას შვილები, მეუღლე. თქვენთვის თუა მათი სახელი და გვარი ცნობილი?
– ერთადერთი, რაც ვიცი, ის არ ის, რომ იგორს ოჯახი აქვს. მაგრამ არც მეუღლის სახელი და გვარი, არც ჩემი ძმისშვილების სახელები არ ვიცი (ტირის). ფოტოზე იგორი შედარებით ახალგაზრდაა, ანუ ამჟამად ის შეიძლება, ცოტა სხვანაირად გამოიყურება, მაგრამ მისი ამოცნობა ხომ ამ ფოტოთიც შეიძლება. ერთადერთი, რაც მახსოვს, ის არის, რომ იგორის მეუღლე ქართველია. ის თბილისელია და ამიტომაც მგონია, რომ იგორი თავის ოჯახთან ერთად, დღემდე თბილისში ცხოვრობს.
– როგორ ფიქრობთ, თქვენ თუ გეძებთ ძმა?
– იმედია, მასაც ჩემი ნახვის დიდი სურვილი აქვს. ნამდვილად არ ვიცი, რა არის მიზეზი, რომ ჩვენ ერთმანეთი დავკარგეთ. მაინც ვფიქრობ, რომ მან ჩვენი ამჟამინდელი მისამართი არ იცის. შეიძლება, ისიც მეძებს და უშედეგოდ. უკვე ასაკში ვარ და ჩემთვის ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია, თუკი ძმას ვიპოვი. ბოლოს და ბოლოს, ერთადერთი ძმა მყავს, მას გარდა, სხვა დედამამიშვილი არ გამაჩნია. მთელ ოჯახს ძალიან გვინდა, იგორის პოვნა.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3