კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


ბედინაშვილი-ბედიანაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბედინა. ის იღბალს ნიშნავს. ასევე, გვხვდება სახელები: ბედია, ბედენა. ამ სახელებისგან კი წარმოშობილი გვარებია: ბედინაშვილი, ბედენაშვილი, ბედინიშვილი, ბედიანი, ბედია, ბედიანიძე, ბედიანაძე, ბედიაშვილი, ბედინეიშვილი, ბედმანიკაშვილი.
სოფელ კოდაში ბედიანაშვილებს შაფათაანთს უწოდებენ.
მანუჩარ ქავთარაშვილის ყმად სოფელ ფუტკრევში, 1721 წელს მოიხსენიება შიო ბედინაშვილი.
საქართველოში 319 ბედინაშვილი ცხოვრობს: ჭიათურაში – 192, თბილისში – 58, მცხეთაში – 25. არიან სხვაგანაც.
500 ბედიანაშვილი: თბილისში – 184, გარდაბანში – 140, რუსთავში – 50. არიან სხვაგანაც.
აღაჯანაშვილი
ეს გვარი შედგენილია. „აღა“ სპარსულად ნიშნავს ბატონს, „ჯან“ კი ინდურ-სპარსულია და ნიშნავს ხელს. კონკრეტულ შემთხვევაში, ჯან მიმართვის საალერსო ფორმაა. აქედან მოდის გვარები: ჯანაშვილი, ჯანიაშვილი.
საკუთარი სახელი აღაჯან მოხსენიებულია 1670 წლის მამულის ნასყიდობის წიგნში.
ამგვარად წარმოშობილი გვარებია: ამირჯანაშვილი, ახიჯანასშვილი, ბერიჯანაშვილი, ბერიჯანიანი, გოგიჯანაშვილი, გორიჯანიანი, გელიჯანაშვილი, მეგიჯანაშვილი, მამაჯანაშვილი.
საქარველოში 46 აღაჯანაშვილი ცხოვრობს: კასპში – 10, ყვარელში – 10, თბილისში – 5. არიან სხვაგანაც.
ბაიდარაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბაიდო.
ბაიდარი ისტორიული მხარეა ქვემო ქართლში, რომელიც მოიცავდა მდინარე ქციის ორივე ნაპირზე გადაშლილ ველებს, დღევანდელი ბოლნისის რაიონის სოფელ არახლოს აღმოსავლეთით. ბაიდარი სოფელია მარნეულის რაიონში.
1765 წელს ბორჩალო-თბილისს ერეკლე მეფის მოურავები განაგებდნენ.
სავარაუდოდ, ბაიდარაშვილი სადაურობის აღმნიშვნელი გვარი უნდა იყოს, ისევე, როგორც დიღმელიშვილი, რაჭველიშვილი, თბილელი, მანგლელი და ასე შემდეგ.
„თონეთელმა ალექსანდრე მჭედლიშვილმა 1875 წელს დიდი ენაგეთის ეკლესიაში ჯვარი დაიწერა ჩხიკვთაში მცხოვრებ ანდრია ბაიდარაშვილის ასულ მაგდალინაზე“.
სოფლის მორიგი აკლებისას, საგინაშვილები კახეთში გახიზნულან და იქ ჭავჭავაძეებთან დანათესავებულან. ამას ადასტურებს საფლავის ქვების წარწერები მაწევანსა და სამებაში. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში უკანვე, აღბულაღის რაიონში, დაბრუნებულ საგინაშვილებს კახეთიდან თან წამოუყვანიათ იქაური გლეხები, გვარად ბაიდარაშვილები.
გადმოცემით, ბაიდარაშვილები დაახლოებით ხუთი თაობის წინ გადმოსულან სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგიდან. სოფელში ამჟამად ბაიდარაშვილთა ორი შტოა, კერძოდ, კორელაანი და ზანდარაანი. კორელაანთ თიკუნი მომდინარეობს ოთხი ძმისგან – სოლომონის, ივანეს, სანდროსა და გიგასგან. მათი მამა იყო ზაქრო ბაიდარაშვილი. ამ შტოს შთამომავლები საგინაშვილთა კარის მოსამსახურეები ყოფილან. ურთიერთსიახლოვე საგინაშვილ-ბაიდარაშვილებს ბოლო ხნებამდე შემორჩათ.
ზანდარაანთ ბაიდარაშვილები ჩხიკვთაში, ტბისსა და თბილისში ცხოვრობენ.
საქართველოში 225 ბაიდარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 105, თეთრი წყაროში – 85, რუსთავში – 18. არიან სხვაგანაც.
ბაგრატაშვილი-ბაგრატიშვილი
ბაგრატ ქართველ მეფეთა საგვარეულო სახელია, რომელიც ბაგრატიონთა დინასტიის ფუძემდებელ ბაგრატ დიდისგან მოყოლებული, ბევრ მეფეს ერქვა. ბაგრატი სომეხ მეფეთა სახელიც გახლდათ. წარმოშობით ამ სახელს ძველ სპარსულს უკავშირებენ – ბაგადათა „ღვთის ბოძებულს“, „ღვთის წყალობას“ ნიშნავს. არსებობს, ასევე სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვით, ბაგრატი ქართული წარმოშობის სახელია.
პაატა ბაგრატისშვილი 1734 წლის სექტემბერს მოიხსენიება კიკულა ბაჯვაძის მიერ თავის ბატონ გიორგი ბაგრატისშვილის სახელზე გაცემული თავნასყიდობის წიგნში.
ზურაბა ბაგრატიშვილი, აზნაური, 1721 წლის აღწერით, ყაფლანიშვილების მემამულე იყო და ყმებიც ჰყავდა ქციაში. 1701-1711 წლებში ცხოვრობდა სოფელ დრიანეთში.
აზნაური გიორგი ბაგრატიშვილი მოიხსენიება სოფელ კოდაში 1823 წელს, აღწერის მასალებში.
ბაგრატაშვილები იყვნენ ყმა-გლეხები, ბაგრატიშვილები კი – აზნაურები.
საქართველოში 66 ბაგრატაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 38, თელავში – 9, თეთრი წყაროში – 7. არიან სხვაგანაც.
41 ბაგრატიშვილი: თბილისში – 24, გურჯაანში – 7, თელავში – 5. არიან სხვაგანაც.
ბაჯიაშვილი-ვარდუაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ბაჯია.
გადმოცემით, გვარი ბაჯიაშვილი მიუღიათ თავიანთი რძლის, გმირი ქალის ანა-ბაჯის პატივსაცემად.
ბაჯიაშვილები სოფელ მუხათში მოიხსენიებიან 1847 წლის ერთ-ერთ კერძო სამართლებრივ აქტში. მათი გვარი ადრე ვარდუაშვილი ყოფილა, ხოლო 1840 წელს სომხურ-გრიგორიანულ სარწმუნოებას გვარის არქიტექტონიკა შეუცვლია. ამ პერიოდში გვარი ვართანაშვილი ქვემო ქართლის ბევრ სოფელში აქვს აღწერილი ვახუშტი კოტეტიშვილს.
საკუთარი სახელი ვარდუა გვხვდება ადრეული პერიოდის სამართლის ძეგლებში.
საქართველოში 104 ბაჯიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 26, ბორჯომში – 5, გორში – 1. არიან სხვაგანაც.
გურგენიშვილი-გურგენაშვილი–გურგენიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გურგენი. აქედანაა წარმოშობილი გვარები: გურგენიძე, გურგენაძე, გურგენაშვილი, გურგენიშვილი.
„თავადი გურეგენისძენი ძველად იყვნენ თავადნი შილდისანნი, რომელნიცა ასწყდნენ და არვინღა დაშთა, გვართა მათთაგანი, ხოლო უკანასკნელ მორდლის ძემან სოლომონ, რომელიც იყო აზნაურად ცალმოგად დიდად ემსახურა მეფესა ირაკლის. ოდეს ნადირშამ წაიყვანა მეფე ირაკლი ინდოეთსა შინა, თანა წარყვა მუნ სოლომონ და თავდადებითაც ემსახურა. ამისთვის მეფემან ირაკლიმ უბოძა თავადობა და უწოდა გურგენისძეობა და არიან ესენი წელსა 1744 -სა წოდებულადვე თავადად, რომელნიც აწ მოსახლეობენ შილდასა შინა და იწოდებიან სოლომონის შვილებად თავადად გურგენის ძეებად ესენი და არიან სახლის კაცნი“.
გურგენიძეები სოფელ ასურეთში გადმოვიდნენ 1941 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ ხოტევიდან.
საქართველოში 810 გურგენაშვილი ცხოვრობს: გორში – 324, თბილისში – 201, ყვარელში – 105. არიან სხვაგანაც.
481 – გურგენიშვილი.
5 110 – გურგენიძე.
პაპელიშვილი – პაპელაშვილი
გვარის ფუძეა პაპა.
ასევე, გვხვდება ამ სახელის ბევრი ვარიანტი: პაპი, პაპო, პაპია, პეპია, პაპრუა, პაპალა, პაპალია, პაპანა, პაპელა, პაპოა, პაპუნა, პაპინა, პაპიტა, პაპუტა, პაპუფა, პაპუჩა, პაპუჩი, პაპუჩელა და ასე შემდეგ.
ამ საკუთარი სახელებისგან წარმომდგარი გვარებია: პაპალაშვილი, პაპანაშვილი, პაპავა, პაპავაძე, პაპასქირი, პაპასქუა, პაპაშვილი, პაპიძე, პაპიაშვილი, პაპუაშვილი, პაპალაშვილი, პაპელიშვილი, პაპინაშვილი, პაპიტაშვილი, პაპუკაშვილი, პაპულაშვილი, პაპუჩაშვილი და ასე შემდეგ.
პაპაშვილიდან მომდინარეობს გვარი გობრიშვილი.
როგორც ისტორიული წყაროებიდან ჩანს, პაპულაშვილები არიან როგორც ქართველები, ასევე ამ გვარის მცირე ნაწილი ქართველი ებრაელია.
პაპელიშვილები ოდითგანვე იყვნენ ქართველები და მართლმადიდებლები.
1685 წელს პაპელაშვილები როსტომ მეფემ ალხაზ მაჩაბელს უწყალობა, შემდეგ საბაწმინდის საყდრის „სადაყუდებელი შექმნილიყვნენ“. გიორგი მეფემ მათი წყალობა ისევ განუახლა ალხაზ მაჩაბელს.
1631 წელს სვერში პაპელაშვილის მამული როსტომ მეფემ მაჩაბელს უწყალობა.
საქართველოში 160 პაპელიშვილი ცხოვრობს. გორში – 88, თბილისში – 51, რუსთავში – 12. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3