კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვერსიები აღსასრულისა?!

მაიას ტომის კალენდრის მიხედვით, აპოკალიფსი დედამიწას 2012 წელს დაუდგება – ანუ, მთლად ცხვირწინაა ჩასაფრებული. არსებობს შვიდი პოპულარული ვერსია იმისა, თუ როგორ მოხდება ეს.
ვერსია პირველი: იოანე ოქროპირის მიერ აპოკალიფსი ასეა აღწერილი: დედამიწაზე მოვა მესია და დაამარცხებს ანტიქრისტეს. მანამდე მოხდება სერიოზული კატაკლიზმები. ერთი მესამედი დედამიწაზე არსებული მცენარეებისა, ცხოველებისა, ფრინველებისა და ქვეწარმავლებისა გადარჩება. დანარჩენი – გაქრება. ადამიანებსაც მოსრავს ეპიდემიები, ზეციური ცეცხლი და ომიანობა.
ბუდისტები ელოდებიან მახა-კალპის – სამყაროს არსებობის ციკლის დასასრულს. ნელ-ნელა დაიშლება დედამიწა და დაიღუპებიან ადამიანები. გაჩნდება დიდი სიცარიელე. სიცოცხლე თავიდან აღმოცენდება.
მეორე ვერსიით: დედამიწის ცივილიზაციას უცხოპლანეტელები გაანადგურებენ. დედამიწას კოსმოსიდან შეუტევენ. დაახლოებით ისე, როგორც უელსის რომან „სამყაროთა ომებშია“. ბევრი ფაქტი არსებობს იმის დამადასტურებლად, რომ ჩვენი შორეული წინაპრები შეხვედრილან უცხოპლანეტელებს, აქ დედამიწაზე. ვინ იქნება იმის გარანტი, რომ კიდევ ერთხელ არ გვესტუმრებიან?! თუმცა, რატომ უნდა გაგვანადგურონ?!
მესამე ვერსია: ეს ჩვენი ცივილიზაციის მოსალოდნელი დაღუპვის უფრო რეალური ვერსიაა. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გააქტიურდა სტიქია, ბუნებრივი კატაკლიზმები, აირია კლიმატი. თოვლი მოდის იქ, სადაც ის ადრე თვალითაც არავის უნახავს. ეკოლოგიური კატასტროფაც რეალურია. არის ვერსია, რომ მზეც მალე ისე ვეღარ გაათბობს ჩვენს პლანეტას. არსებობს საშიშროება, რომ გოლფსტრიმის დინება, რომელიც ევროპას ათბობს, მალე გაცივდება და დასავლეთ ევროპა მარადიული ზამთრისთვის გაიწირება. ასეთი რამ უკვე მოხდა 13 ათასი წლის წინ. მაშინ გამყინვარებამ 1 300 წელს გასტანა.
მეოთხე ვერსია: გლობალური კატასტროფის მიზეზი, შეიძლება ჩვეულებრივი ფუტკრები გახდნენ. ჯერ კიდევ ალბერტ აინშტაინი ამბობდა, თუ დედამიწაზე ეს მწერები გაქრება, მაშინ კაცობრიობას ოთხი წლის სიცოცხლეღა დარჩენიაო. 2006 წელს პლანეტაზე ფუტკრების დიდი ნაწილი დაიღუპა. გაჩნდა რაღაც უცნაური დაავადება და ფუტკრები განადგურდნენ, რასაც ბევრ ქვეყანაში შიმშილობა მოჰყვა.
მეხუთე ვერსია: დინოზავრების განადგურების ერთი ვერსია დედამიწაზე დიდი მეტეორიტის ჩამოვარდნაა. მეცნიერები არ გამორიცხავენ, დედამიწაზე გიგანტური მეტეორიტის ჩამოვარდნის ვერსიას. ყოველ ას წელიწადში ჩვენი პლანეტის სიახლოვეს მინიმუმ ერთი კომეტა და ასტეროიდი ჩაიქროლებს ხოლმე. 1908 წელს ჩამოვარდა – ტუნგუსის მეტეორიტი, 1976 წელს გირონის – მეტეორიტი, 1947 წელს სიხოტუ-ალონის მეტეორიტი. ისინი არ იყო დიდები. 2029 წელს კი დედამიწას 37 ათასი კილომეტრის სიახლოვეს გიგანტური ასტეროიდი – აპოფისი ჩაუვლის. 2012 წლისთვის კოსმოსური საშიშროება ნაკლებია.
მეექვსე ვერსია: სამყაროს დაღუპვას ისევ ადამიანები მოაწყობენ. ეს არ არის ხუმრობა. მეცნიერების ცდებს და მონდომებას, გაიგონ როგორ არის მოწყობილი სამყარო, შეიძლება, უბედურება მოჰყვეს. ნუ დაგავიწყდებათ ხელოვნურად შექმნილი ვირუსებიც. ზოგჯერ ისინი უკონტროლონი ხდებიან და მეცნიერები დამცავი  ვაქცინის შექმნასაც ვერ ასწრებენ. თქვენ „ღორის გრიპი“ რა გგონიათ?
მეშვიდე ვერსია: ჩვენი პლანეტისთვის ომებიც რეალური საფრთხეა. მსოფლიო ნაღმით სავსე კასრზე ცხოვრობს. პოლიტიკოსების ერთი არასწორი ნაბიჯი და... მოკლედ, ვერაფრით გაგახარეთ. სხვათა შორის, დიდმა წინასწამეტყველმა ვანგამ თქვა, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება იმ კონფლიქტისგან, რომელიც წარმოიშობა ინდოსტანის ნახევარკუნძულზეო. თუ მესამე მსოფლიო ომი მართლაც დაიწყება, ის აპოკალიფსური იქნება.

скачать dle 11.3