კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ნასამ“ მოქმედი ვულკანის „გულში“ ჩაიხედა



ამერიკულმა თანამგზავრმა ვულკან ნაბროს ყელში შეიხედა, რომელმაც ამოფრქვევა 13 ივნისის ღამეს დაიწყო და ხელი შეუშალა აფრიკის აეროპორტების მუშაობას. ინტერნეტში გამოქვეყნდა თანამგზავრის მიერ გადაღებული ორი სურათი, რომლებზეც ვულკანის გავარვარებული ზედაპირია აღბეჭდილი. ადამიანს შეუძლია პირველად დაათვალიეროს ამოფრქვეული ფერფლისა და ლავის დეტალური გამოსახულება. როგორც აღნიშნავენ, თანამგზავრიდან დაკვირვება – ეს ერთადერთი საშუალებაა თვალი მივადევნოთ სიტუაციის განვითარებას. ნაბრო მდებარეობს ერითრეასა და ეთიოპიის საზღვარზე, იზოლირებულ რაიონში. მეცნიერებს აქამდე მასზე ძალიან მწირი მონაცემები ჰქონდათ.
სურათზე ნატურალურ ფერებში კარგად ჩანს, როგორ ამოიტყორცნება ფერფლის მუქი სვეტი. კრატერიდან ჩრდილოეთით გაქვავებული ლავის მოკლე არააქტიური ნაკადები ჩანს. სურათის ქვედა ნაწილში კი სქელი, ხვეული ბოლია დაფიქსირებული. მოლურჯო ნაპირები იმას ამტკიცებს, რომ მის შემადგენლობაში ბევრია გოგირდის ოქსიდი. ლავის შავი ნაკადები ჩანს ნებროს დასავლეთით და სამხრეთით.
მეორე სურათი, რომელიც ფსევდოფერებშია გამოსახული, აჩვენებს, რომ გავარვარებული ლავის აქტიური ნაკადები დასავლეთით მიედინება, სამხრეთით კი გაციებული ლავაა. ყველაზე მაღალია ტემპერატურა კრატერის თავზე. გავარვარებული ვულკანური ფერფლი ღია წითელი ფერისაა.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ნაბროს ამოფრქვევას წინ უძღოდა მიწისქვეშა ბიძგების სერია, რომელთა მაქსიმალური სიმძლავრე რიხტერის სკალით 5,7 ბალს შეადგენდა.  ვულკანის ყელიდან პირველად 13 კილომეტრის ფერფლი ამოიტყორცნა. საერთოდ კი, ნაბრო ყოველთვის აქტიურ ვულკანად ითვლებოდა.

скачать dle 11.3