კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: როგორ მოვუაროთ ბინაში კამპანულას, რომ კარგად გაიხაროს?
პასუხი: მცენარე მოარიდეთ მწველ მზეს, მაგრამ სინათლე არ მოაკლოთ, რომ კომპაქტურობა შეინარჩუნოს. ზაფხულში მორწყეთ რეგულარულად, ზამთარში – შედარებით იშვიათად, საკმარისია მიწის დატენიანება. გახსოვდეთ, რომ მორწყვისას წყალი პირდაპირ მიწაზე დაუსხათ, თორემ ყლორტები და ფოთლები დაუსველდება და დაულპება. ყვავილობისას მიწა ორ კვირაში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. ამ მცენარის ყვავილობისთვის აუცილებელია ზამთრის სიგრილე 2-10 გრადუსი. თბილ ზამთარში ნაკლებად ყვავის. დაყვავილების შემდეგ კამპანულა გრილ ოთახში ან ზამთრის ბაღში გაიტანეთ. თუ დამჭკნარ ყვავილებს დროულად მოაცლით, ამით მის ყვავილობას გაახანგრძლივებთ. ზამთარში მშრალ ადგილას დადგით, რათა სოკოვანი დაავადება არ გაუჩნდეს. ბინაში სასურველია, აღმოსავლეთის ფანჯარაზე იდგას.
კითხვა: რა სიხშირით უნდა მოვრწყა ექევერია?
პასუხი: ზაფხულობით ნიადაგს შეშრობა აცადეთ და ისე მორწყეთ, რომ მიწა კარგად დასველდეს. ზამთარში კი იშვიათად მორწყეთ. თუ შენიშნეთ, რომ მცენარეს ფოთლები დაურბილდა ან დაუჭკნა, ეს იმის მანიშნებელია, რომ წყალი სჭირდება და მაშინვე მორწყეთ.
კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფოთ გინურა და როგორ შევუნარჩუნოთ მცენარეს კომპაქტური ფორმა?
პასუხი: გინურა კაშკაშა სინათლეზე დადგით, რომ მისი ფოთლები უფრო ფერადოვანი გახდეს. ჰყოფნის ოთახის ტემპერატურა და ზომიერი ტენიანობა. ზამთარში მისთვის მინიმალური ტემპერატურაა 12-13 გრადუსი. ყლორტების მოჭრით მცენარეს კომპაქტურობას შეუნარჩუნებთ, მაგრამ ძალიანაც ნუ გასხლავთ, თორემ დაუშნოვდება.
კითხვა: რა ტემპერატურაზე ვამყოფო „ვენერას ქოში“?
პასუხი: ზამთარში 13 გრადუსი ტემპერატურა მაინც უნდა იყოს. დაყვავილების შემდეგ კი, ტემპერატურის 3-4 გრადუსით შემცირება, ხელს შეუწყობს ახალი ყვავილების ამოსვლას. ზაფხულის პერიოდში სასურველია – 18-24 გრადუსი.

скачать dle 11.3