კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პრობლემები აქვს ქალივით მაგარ მანქანებს



რუბრიკის თემებში ხშირად ვიმეორებთ მევლუდ მელაძის რჩევას, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით, უმჯობესია, ის მანქანა შევიძინოთ, რომელიც ქვეყანაში დიდი რაოდენობითაა, ისევ და ისევ სერვისის გამო. თუ როგორ შეიძლება, შექმნას პრობლემები „პრეტენზიული” ავტომობილის დეტალებმა, ამაზე ვრცლად პროფესიონალი მრბოლელი თავად საუბრობს.
 მევლუდ მელაძე: მძღოლებს, განსაკუთრებით ქალებს, მოსწონთ ცოტა უცნაური, საინტერესო ვიზუალის მანქანები, როგორიცაა „პეჟოსა” და „სიტროენის” სხვადასხვა მოდელი. მათი ფასიც არ არის ძალიან მაღალი. სულ მეუბნებიან, რა უნდა გაუფუჭდეს ისეთი, რომ ვერ გავაკეთო, კარგად მოვუვლი და სხვა. იგივე ხდება, ვთქვათ, „პორშეზე”, სხვადასხვა ამერიკულ მარკაზე, რომელიც ჩვენი ყოფისთვის საკმაოდ არასტანდარტული და პრეტენზიულია. ძალიან ლამაზია „სიტროენ ცე 3 ფლურიელი”, რომელიც თვალს ჭრის და იმაზე აღარ ფიქრობ, თუ როგორი მისახედია, ასევეა „ფიატ ბარჩეტა”, ორკაციანი „კაბრიოლეტი“, რომელსაც არ შეიძლება, თვალი არ გააყოლო და თან, არც ძვირი ღირს. გვინდა ასეთი მოდელების შეძენა და რატომ არის ის ბაზარზე დეფიციტური? – ამ კითხვას ხშირად მისვამენ. მიზეზი ერთია, ჩვენი მძღოლები, საბოლოო ჯამში, მაინც მის პრაქტიკულობაზე ფიქრობენ და იშვიათად ყიდულობენ მანქანას იმის მიხედვით, თუ რა მოეწონათ.
– პრაქტიკულობაში რას გულისხმობ?
– ავტომობილს, რომელიც კარგად არის აპრობირებული, მისნაირი ბევრია ჩვენს ქვეყანაში და რომლის ნაწილებიც – წვრილმანი თუ მსხვილმანი, იოლი საშოვნელია. არ მაქვს საუბარი მაინცდამაინც იაფიან ავტომობილებზე. ბევრი ძვირად ღირებული მოდელია საქართველოში, რომლის ნაწილებიც იაფიც ღირს და იოლადაც იშოვება. მაგალითად, ისევ „პეჟოს” რომელიმე მოდელი რომ ავიღოთ. ძალიან კარგია, ხარისხიანია, მაგრამ ადრე თუ გვიან, შეიძლება რაღაც ისეთი დეტალი გაუფუჭდეს, რომლის არსებობაც კი არავინ იცოდა ეს. ვთქვათ, გაუფუჭდა რაღაც დეტალი, წახვედით ნაწილების მაღაზიაში და აღმოჩნდება, რომ მსგავსი არავის არაფერი აქვს. ეს იმიტომ რომ თქვენამდე ის არავის დასჭირვებია ან იმდენად ცოტას დასჭირდა, რომ მისი შემოტანა აზრადაც არ მოსვლიათ. ამის შემდეგ იწყებთ ძებნას დაშლილებში, სადაც ან იპოვით ან – არა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ძრავას ტიპების მიხედვით, შეიძლება, სულ უმცირესი, უმნიშვნელო დეტალი იყოს ერთმანეთისგან განსხვავებული. ვთქვათ იპოვეთ „206”-ის რაღაც დეტალი, მაგრამ თქვენი „206” სხვა კოლოფით ან სხვა ძრავითაა აღჭურვილი და ერთმანეთზე არ მიდის. ასეთ ავტომობილებში მსგავსი თავსატეხები არ გამოგელევათ. ეს იმ დროს, როცა „მერსედესისა” და „ბეემვეს” ბევრი დეტალი მიდის ერთმანეთზე, მაგრამ ზემოაღნიშნულ ავტომობილებს პრობლემა აქვთ. შეიძლება, ზუსტად იდენტურ დეტალს ერთი, ელემენტარული სამაგრი ჰქონდეს განსხვავებული, და ამის გამო ერთმანეთზე არ წავიდეს, თან ვერაფერს შევცვლით. მოკლედ, ბოლო გამოსავალი რჩება, რომ რაღაც მარტივი დეტალი, რომელიც სხვა მარკის შეიძლება, შვიდი ლარი ღირდეს, თქვენი საინტერესო და განსხვავებული მანქანისთვის ვერ იშოვით და რჩება მხოლოდ შეკვეთა. შეკვეთის შემთხვევაში კი, გიწევთ, მინიმუმ თვენახევრიანი ლოდინი და შვიდლარიანი დეტალის ძვირად შეძენა. კიდევ ერთი გამოსავალი არსებობს, თუ გაგიმართლათ და იპოვით გონიერ ხელოსანს, რომელიც დაგითმობთ დროს  და გადააკეთებს, მოარგებს და ასე მოუვლის თქვენ პრობლემას. თუმცა, კარგ ხელოსნებს ყოველთვის ძალიან ბევრი საქმე აქვთ და ამდენ დროს არ დაუთმობენ დეტალს, რომელშიც იაფს გადაიხდით. თან, არც რისკავენ გადაკეთებას, თავს არიდებენ მსგავს პასუხისმგებლობას. ძალიან კრეატიული ტიპი უნდა იყოს, რომ თავადაც აზარტში ჩავარდეს და დაინტერესდეს გამოსავლის პოვნით.
– კონკრეტულად რა დეტალია ასეთი, რომლის გამოც შეიძლება, გავჩერდეთ?
– მაგალითად, ძალიან უბრალო პლასტმასის მილი, რომელიც ძრავადან გამოდის და მასზე მიერთებულია რადიატორიდან მომავალი „შლანგი”. ეს უბრალო დეტალი, რომელსაც პატარა სამაგრები აქვს და მიჭერილი ჩვენ ძრავაზე, იოლად იბზარება თუ უხარისხო პლასტმასით არის გაკეთებული. ყველა მოდელს ეს დეტალი სხვადასხვანაირი აქვს. „მერსედესის”, „ოპელის”, „ბეემვეს” და სხვა მარკების მაქსიმუმ ათი ლარი ღირს და ზემოჩამოთვლილი მარკებისას კი საერთოდ ვერ იშოვით.
– ანუ, უმნიშვნელო დეტალის გამო, დიდხანს მოგვიწევს ფეხით სიარული?
– კი და თქვენი განსაკუთრებული ავტომობილი, რომელსაც ქუჩაში როგორც მაგარ ქალს ისე აყოლებენ თვალს, შეიძლება ამდენ წვალებად, მოთმინებად და დროდ დაგიჯდეთ. თუ თავად ხართ ხელმარჯვე, ბევრი ხელსაწყო მოგეპოვებათ ავტოფარეხში, შეიძლება, თავადაც უშველოთ პრობლემას, მაგრამ სხვა შემთხვევაში, გირჩევთ, მაინც კარგად აპრობირებული, პრაქტიკული ავტომობილი შეიძინოთ.

скачать dle 11.3