კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი „აუდი ტეტე”, თუმცა რომ გავიკითხე, ძალიან ბევრმა მირჩია, არ შეიძინოო. საკმაოდ უცნაურ მიზეზს ასახელებენ, ქარხნული წუნი აქვს, მოსახვევში ოდნავ სწრაფად შესვლა თუ მოგიწია, ძალიან ადვილად ყირავდებაო. მართალია თუ არა ეს და საერთოდ რამდენად გამძლე და პრაქტიკული მანქანაა?
პასუხი: უამრავი რამ გამიგია ავტომობილებთან დაკავშირებით, მაგრამ მსგავსი წარმოუდგენელი მიზეზი – არა. ვინც ამას ამბობს, ალბათ, ვერც კი წარმოუდგენია, რა რთულია ავტომობილის ამოყირავება, მით უმეტეს, ასფალტირებულ სწორ გზაზე. როგორც ჩანს, ერთ ადამიანს მოუვიდა მსგავსი ავტოსაგზაო შემთხვევა, ავტომობილი ამობრუნდა და მან ეს ქარხნულ წუნს დააბრალა. საქართველოში კი, ხომ იცით, რა სისწრაფით ვრცელდება ნებისმიერი მცდარი თუ მართალი ინფორმაცია, ერთმანეთისთვის კეთილი რჩევების მიცემის ფორმით. ეს ინფორმაცია სიმართლეს აბსოლუტურად მოკლებულია. რაც შეეხება, „აუდი ტეტეს” გამძლეობას, საკმაოდ კარგად შეკრული ავტომობილია, რომელიც დამატებით თავსატეხს არ გაგიჩენთ თუ მართვის მექანიკური კოლოფით იქნება აღჭურვილი. ავტომატური კოლოფი საკმაოდ სუსტი აქვს. ზოგადად, „აუდს” ჩვენი ქვეყნის პირობებში ნაკლებად ვუწევ რეკომენდაციას, რადგან საკმაოდ რთულად აგებული ავტომობილია. უამრავი წვრილმან-მსხვილმანი ისეთი დეტალი აქვს, რომელიც იოლად ფუჭდება და მისი შოვნა საკმაოდ რთულია. თუმცა, კომფორტის, რბილად მანევრირების, ვიზუალის თვალსაზრისით, ეს ავტომობილი შესაბამისი ფასის მოდელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ფოკუსი” 2001 წლის. ეგრეთ წოდებული „სალნიკიდან” გასდის ზეთი, სისტემატურად ვამატებ, მაგრამ გამოცვლას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. როგორ შეიძლება, ამ პრობლემის აღმოფხვრა და ამდენ ხანს ზეთის დამატება ხომ არ გამიფუჭებდა ძრავს?
პასუხი: ძრავას უკანა „სალნიკი” არ არის რთულად საშოვნელი ან ძვირად ღირებული დეტალი. ის სხვადასხვა ზომისაა და თუ მაინცდამაინც „ფორდ ფოკუსისას” ვერ იშოვით, ზომის მიხედვით შეარჩიეთ. მაგრამ ამ პრობლემაში მთავარი სირთულე მისი მოხსნა და შეცვლაა, რომელიც დეტალზე გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ. იმისთვის, რომ ძრავას უკანა „სალნიკი” მოხსნან, მართვის კოლოფის მოხსნაა საჭირო, რაც დიდ დროს მოითხოვს და თან, რთულიცაა. მაგრამ, ეს მაინც გასაკეთებელია, თავისით ეს „ავადმყოფობა” არ გაივლის. ამიტომ, ჯობია, რაც შეიძლება, მალე გააკეთოთ. რაც შეეხება ზეთის დამატებას – ძრავას სხვა დეტალები იმ შემთხვევაში არ დაზიანდებოდა, თუ მიუხედავად დამატებისა, ზეთს დროულად ცვლიდით. თქვენ ამატებთ, ამატებთ, მაგრამ ძრავაში მაინც არ არის საჭირო რაოდენობის ზეთი, შემდეგ კი, როცა დრო უწევს, ანუ ყოველ გავლილ ხუთ-შვიდ ათასზე, ზეთს მაინც ცვლით.

скачать dle 11.3