კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი მანიშნებელია ზაფხულში ძაღლის მოწყენილობა, მადის დაქვეითება და მაღალი ტემპერატურა


ტკიპები ძაღლისთვის მეტად საშიშია, რადგან მათ გადააქვთ მრავალი ინფექციური და ინვაზიური დაავადება. ამიტომ, ტკიპის კბენის შემდეგ, აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობას. განსაკუთრებით საშიშია ისეთი ინვაზიური დაავადება, როგორიცაა, მაგალითად, პიროპლაზმოზი. ამ მეტად საინტერესო და საშიში დაავადების შესახებ მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.
– იქნებ, განუმარტოთ მკითხველს, რას ნიშნავს პიროპლაზმოზი?
– პიროპლაზმა უჯრედშიდა პარაზიტია, რომელიც ტკიპის კბენისას ნერწყვთან ერთად გადაეცემა. პიროპლაზმოზი ბუნებრივი კეროვანი დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ერთუჯრედიანი უმარტივესებით – პიროპლაზმებით. დაავადების გადამტანია ტკიპა. დასნებოვნება ხდება ტკიპის კბენის მომენტში. დაავადების სიმძიმე დამოკიდებულია სისხლში შეჭრილი პარაზიტების რაოდენობაზე, ასევე, ცხოველის ასაკზე, მის ზოგად მდგომარეობაზე და მკურნალობის სწორად წარმართვაზე.
– როგორ უნდა დავიცვათ ძაღლი ამ არასასიამოვნო ფაქტისგან, ანუ, როგორ უნდა დავამუშაოთ ცხოველი, რომ ეს არ დაემართოს.
– ძაღლის დამუშავება ტკიპების საწინააღმდეგოდ უნდა დავიწყოთ ადრე გაზაფხულზე. ეს დრო ხელსაყრელია იმიტომ, რომ, დათბობასთან დაკავშირებით აქტიურდებიან ტკიპები, რომლებიც ითვლებიან პიროპლაზმოზის გადამტანებად. ისინი ცხოვრობენ ხეებზე და იღვიძებენ დათბობისთანავე. მცდარია აზრი, თითქოს ტკიპები ბალახის ამოსვლის შემდეგ აქტიურდებიან. რეალურად, ყველაზე საშიში პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა, რადგან ამ დროს ტკიპები მოშიებულები არიან და სასწრაფოდ ეძებენ საკვებს იმისთვის, რომ შთამომავლობა დატოვონ.
ძაღლის ორგანიზმზე მიწებებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ ტკიპები პიროპლაზმოზით აინვაზირებენ ცხოველს.
– თუ ტკიპა ძაღლის სხეულზე შევნიშნეთ, ალბათ, უმჯობესია მისი ამოცლა.
– არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტკიპის ხელით ამოცლა, რადგან ამ დროს ტკიპას  უვითარდება დამცველობითი რეაქცია და ახდენს მისი ვესტიბულარული აპარატიდან ორგანიზმში სითხის შეშვებას, რომელშიც პარაზიტებია. ან შეიძლება, ცხოველის კანში ჩარჩეს ტკიპის თავი, რაც შემდეგ გამოიწვევს დერმატიტებსა და სხვა მრავალ პრობლემას.
– აბა, როგორ უნდა მოვიქცეთ?
– ამ დროს საჭიროა სპეციალური საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც ადვილად დააღწევთ თავს აღნიშნულ პრობლემებს. ესენია სპეციალური სპრეები და ანტიპარაზიტული პუდრები. ასევე, ყოველი გასეირნების შემდეგ საჭიროა ცხოველის საგულდაგულო დათვალიერება. თუ ის მოწყენილია, არ იღებს საკვებს და აქვს მაღალი ტემპერატურა, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ვეტერინარს. გახსოვდეთ, რომ პიროპლაზმოზი ძალიან საშიში დაავადებაა და ამ დროს, ძაღლის გადასარჩენად ყოველი წუთი ძვირფასია.
– საინტერესოა, დაავადებული ძაღლიდან ჯანმრთელ ძაღლს თუ გადაედება პიროპლაზმოზი?
– ცხოველის დასნებოვნება ხდება პარაზიტ- მატარებელი ტკიპის კბენისას. დაავადებული ძაღლისგან სხვა ძაღლზე დაავადების გადაცემა არ ხდება.
– ადამიანისთვის თუ არის საშიში?
– არა, ძაღლის პიროპლაზმოზი ადამიანისათვის არ წარმოადგენს საშიშროებას.
– განურჩევლად ყველა ტკიპა საშიშია ცხოველისთვის?
– ყველა ტკიპა არაა პარაზიტის გადამტანი. ძაღლს, შეიძლება, 20 ტკიპა მიეკრას და ამათგან არც ერთი არ იყოს პარაზიტის გადამტანი და არ დაასნებოვნოს ძაღლი. მაგრამ საკმარისია, ერთი პარაზიტმატარებელი ტკიპა მოხვდეს და დაასნებოვნოს.
 თუ ცხოველის სხეულზე ტკიპა აღმოვაჩინეთ  ანალიზის გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგან პირველ დღეს სისხლში პარაზიტი არ ჩანს.
– აბა, როგორ უნდა მოვიქცეთ?
– აუცილებელია  ოთხი-ხუთი დღის განმავლობაში დავაკვირდეთ ცხოველის მდგომარეობას.
– პირველი სიმპტომი რა არის?
– პირველი სიმპტომებია: ტემპერატურის მომატება 39,0 გრადუსს ზემოთ; ასევე, სისუსტე და მოწყენილობა, გახშირებული და მძიმე სუნთქვა, რაც გამოწვეულია ქსოვილებში ჟანგბადის ნაკლებობით, ეს კი, თავის მხრივ, განპირობებულია ერითროციტების დაშლით. ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია შარდის ფერი –  შარდი ამ დროს მუქი ჩაისფერია; აგრეთვე, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, უკანა კიდურების სისუსტე. აღნიშნული სიმპტომების დროს აუცილებელია, დაუყოვნებლივ მივმართოთ ვეტერინარს.
– არ შეიძლება, ცხოველს ამ დაავადების საწინააღმდეგოდ ვაქცინაცია რომ გაუკეთდეს?
– თქვენ წარმოიდგინეთ, პიროპლაზმოზის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.
ასევე, არ შეიძლება პიროპლაზმოზის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება; დაუშვებელია ლაბორატორიული  დიაგნოზის გარეშე პრეპარატების მიცემაც, რადგან აღნიშნული პრეპარატები არანაკლებ ტოქსიკურია.
 პიროპლაზმოზის მკურნალობა საკმაოდ რთული, ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. გამოჯანმრთელების შემდეგაც ორგანიზმისთვის ეს დიდი სტრესია და დაავადების გადატანის შემდეგ იმუნიტეტი არ ყალიბდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ სეზონზე ძაღლი, შეიძლება, რამდენჯერმე დაავადდეს.
– სულ არანაირი პროფილაქტიკური  საშუალება არ არსებობს?
– დაავადების პროფილაქტიკისთვის საჭიროა ძაღლი პერიოდულად დავამუშაოთ ისეთი პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებებით, როგორიცაა ანტიპარაზიტული წვეთები და საყელოები, რათა არ მოხდეს ცხოველის ტკიპებით დაინვაზირება და, შესაბამისად, პიროპლაზმოზის გადატანა. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების შემჩნევისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს.

скачать dle 11.3