კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გახდომა ჰოროსკოპის მიხედვით



რომელ დღეს ჯობია დიეტის დაწყება და რომელი პროდუქტებია გასახდომად ყველაზე ეფექტური?
დღეს შევეცდებით იოგებისა და ასტროლოგების რჩევების გათვალისწინებით გაგცეთ პასუხი ამ კითხვებზე. ალბათ, მიხვდით, რომ დიეტის დაწყება და „მშრალი” დღე, ანუ შიმშილობა, ყოველი ზოდიაქოს ნიშნისთვის ინდივიდუალურია:
ვერძისა და ღრიანკალისთვის დიეტის დაწყება სასურველია სამშაბათს;
კუროსა და სასწორისთვის – პარასკევს;
ტყუპებისა და ქალწულისთვის – ოთხშაბათს;
კირჩხიბისთვის – ორშაბათს;
ლომისთვის – კვირას;
მშვილდოსნისა და თევზებისთვის – ხუთშაბათს;
თხის რქისა და მერწყულისთვის – შაბათს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მთვარის ფაზები: დიეტის დასაწყებად ყველაზე შედეგიანია ახალმთვარეობისა და სავსემთვარეობის დღეები. ზოგიერთი ადამიანი სავსემთვარეობისას უფრო ადვილად ებრძვის მადას, ზოგი კი – ახალმთვარეობისას. ძველთაგან ცნობილია, რომ ყველაზე ეფექტური მთვარის მე-11 დღეა.
ასტრომედიცინას მიაჩნია, რომ სამკურნალო თვისებები აქვს პლანეტების ენერგეტიკას, რაც სხვადასხვა პროპორციითაა „განთავსებული” ამა თუ იმ მცენარეში:
ალოეში ჭარბობს მზის ენერგია, რომელსაც მთვარის ენერგიაც ემატება. მზე ამაღლებს სასიცოცხლო ენერგიასა და შრომისუნარიანობას, მთვარე კი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ხსნის სტრესებს.
თავშავა („წყლის პიტნასაც” ეძახიან) სავსეა მერკურის ენერგიით, რომელიც ააქტიურებს გონებრივ შესაძლებლობებს. ამ მცენარეში, თანაბარი ძალებით მოქმედებს ვენერასა (რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის ჰარმონიულ გადანაწილებას) და მზის ენერგიები.
კომბოსტო ძირითადად მთვარის ენერგიითაა გაჯერებული. თუმცა, მასში ასევე, თანაბარი რაოდენობითაა მზისა და იუპიტერის ენერგიები. ეს კი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და „მუშაობაში” ეხმარება ღვიძლს, რაც ასე მნიშვნელოვანია დიეტის დროს.
ყვავისკუდაში (იგივე – ათასფურცელა) თანაბარი რაოდენობითაა მზისა და მთვარის ენერგიები. მცირე რაოდენობით არის ასევე ურანის ენერგიაც. ეს მცენარე კარგია სისხლძარღვების გასამაგრებლად.
მიიღეთ მცენარეები ნაყენის ან ჩაის სახით და თქვენი დიეტა წარმატებით დაგვირგვინდება.
გარდა იმისა, რომ დიეტის დროს ამ მცენარეების რაციონში ჩართვა გააუმჯობესებს შედეგს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ, პარალელურად, გაუმჯობესდება თქვენი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა – ანუ, თუნდაც ხანგრძლივი დიეტის დროს, არ იგრძნობთ თავს გამოფიტულად, სუსტად; არ დაგეუფლებათ აპათია, არ შეგექმნებათ დისკომფორტი და ასე შემდეგ. პირიქით, თავს იგრძნობთ მხნედ, ლაღად, ოპტიმისტურად განეწყობით დიეტის შედეგის მიმართ; იქნებით ენერგიული, ხალისიანი, აქტიური და, შესაბამისად, უფრო მალე დადგება ის დღე, როდესაც სარკეში ჩაიხედავთ და აღფრთოვანებული დარჩებით საკუთარი გარეგნობით.

скачать dle 11.3