კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ფეხბურთელს ერგო პატივი გამხდარიყო ბრიტანეთის იმპერიის რაინდი და რომელმა უელსელმა ფეხბურთელმა დაასრულა საერთაშორისო კარიერა 45 წლის ასაკში



მსოფლიო ფეხბურთს არაერთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც 40-ს გადაცილებული მოთამაშეები, ბუცების ლურსმანზე დაკიდების ნაცვლად, ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ფიქრობდნენ. ბევრ მათგანს საკმაოდ წარმატებული გამოსვლები ჰქონიათ, მაშინ, როდესაც მათი თანატოლები უკვე მწვრთნელობაზე იწყებდნენ ფიქრს. 40-ს გადაცილებული ფეხბურთელების უმეტესობა, თავიანთი ეროვნული ნაკრების მწვრთნელისთვის, უმეტეს შემთხვევაში აღარ იყო საინტერესო. მათ ყოველთვის ამჯობინებდნენ ახალგაზრდა და პერსპექტიულ მოთამაშეებს. თუმცა, მსოფლიო ფეხბურთშიც არიან ისეთები, კარიერის ბოლომდე, უკვე 40-ს გადაცილებული რომ იყვნენ, მაინც იღებდნენ მიწვევას ეროვნულ ნაკრებში და საკუთარი ქვეყნის მაისურით, მსოფლიოს სტადიონებზე იცავდნენ ეროვნული ნაკრების ღირსებას.
კალუშა ბვალია – ზამბია – 41 წლის
„სერკლ ბრიუგეს” და „პსვ-ს” ლეგენდამ – კალუშა ბვალიამ 1994 წლის აფრიკის თასზე მეორე ადგილი მოუტანა ზამბიის ნაკრებს. იმ წელს ზამბიის ნაკრები ახალი ჩამოყალიბებული იყო, რადგან 1993 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე მიმავალი ნაკრები ავიაკატასტროფაში მოჰყვა და მთლიანი შემადგენლობიდან მხოლოდ ბვალია გადარჩა. ისიც, იმიტომ რომ იმ დროს თვითმფრინავში არ იმყოფებოდა. მას შემდეგ კალუშა ბვალია ზამბიის ეროვნულ გმირად იქცა. მის გარშემო დაიწყო ჩამოყალიბება სრულიად ახალმა გუნდმა. ზამბიის ნაკრებში ბვალიას 100 მატჩი აქვს ჩატარებული და 50 გოლი – გატანილი. უკანასკნელი მატჩი მან ლიბერიის ნაკრების წინააღმდეგ 41 წლის ასაკში ითამაშა და, გოლიც გაიტანა. ამჟამად კალუშა ზამბიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და „ფიფას“ კომიტეტის წევრია.
ჰოსამ ჰასანი – ეგვიპტე – 40 წლის
ჰოსამ ჰასანი ეგვიპტური ფეხბურთის ლეგენდა და რეკორდსმენია. ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 170 მატჩში მას 83 ბურთი აქვს გატანილი. ჰასანი 21 წლის განმავლობაში ირიცხებოდა ეგვიპტის ნაკრების შემადგენლობაში და უკანასკნელად მაისური 2006 წლის აფრიკის თასის გათამაშებაზე ჩაიცვა. ცნობისთვის, 1986 წელს ამ გათამაშებაში ჰასანმა გაიმარჯვა. იგი ასევე 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე იყო.
მაკდონალდ ტეილორი – ამერიკის ვირჯინიის კუნძულები – 46 წლის
ტეილორი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელსაც კი ოდესმე მიუღია მონაწილეობა ოფიციალურ სანაკრებო მატჩში. 46 წლის ასაკში ტეილორი, უსუსტესი, ამერიკის ვირჯინიის კუნძულების ნაკრების შემადგენლობაში გამოვიდა მოედანზე და „სენტ კიტსისა“ და „ნევისის“ ნაკრებს დაუპირისპირდა. ის მატჩი ტეილორმა და მისმა ნაკრებმა 0-7 წააგეს. საინტერესოა, რომ ვირჯინიის კუნძულებს არასდროს ჰყოლია ძლიერი ნაკრები. მაგალითად, მათმა საუკეთესო ბომბარდირმა, ორი გოლით – კევინ შეპარდმა კარიერა ირანში, საკალათბურთო გუნდში განაგრძო, ხოლო ტეილორის ასავალ-დასავალი უცნობია.
როჟე მილა – კამერუნი – 42 წლის
პირველად კამერუნის ნაკრებიდან ლეგენდარული მილა 1990 წელს, 38 წლის ასაკში წავიდა. ეს იყო მაშინ, როცა ისტორიაში პირველად, კამერუნის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალამდე სწორედ მილას წყალობით მიაღწია. მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მილა უკვე 42 წლის იყო და კამერუნის პრეზიდენტმა პოლ ბიამ, პირადად სთხოვა, ნაკრებში დაბრუნებულიყო. იმ ჩემპიონატზე კამერუნის ნაკრებმა წარუმატებლად იასპარეზა, თუმცა როჟე მილამ, 42 წლის ასაკში, გოლი გაუტანა რუსეთის ნაკრებს და მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში გოლის ყველაზე ხანდაზმული ავტორი გახდა.
პიტერ შილტონი – ინგლისი – 40 წლის
„ნოტინგემ ფორესტის” შემადგენლობაში, ევროპის ჩემპიონთა თასის ორგზის გამარჯვებული, პიტერ შილტონი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, დიეგო მარადონას მიერ „ღმერთის ხელის” დანახვითა და ამავე შეხვედრაში მსოფლიოში საუკეთესო გოლის გაშვებისთვის მოხვდა. ეს ხუმრობით, სინამდვილეში, პიტერ შილტონი პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია. მან საერთაშორისო კარიერა 40 წლის ასაკში დაასრულა. საერთო ჯამში, შილტონს ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში, 125 მატჩი აქვს ჩატარებული და 20 წლის განმავლობაში ნაკრების პირველი გოლკიპერის სტატუსს ატარებდა.
პატ ჯენინგსი – ჩრდილოეთ
ირლანდია – 41 წლის
თავისი ქვეყნის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით პატ ჯენინგსი რეკორდსმენია. ასევე, მას ეკუთვნის უნიკალური რეკორდი – იგი 1966 წლიდან 1986 წლამდე გამართული, მსოფლიოს 6 ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების მონაწილეა. ბოლო მატჩი „ტოტენჰემისა” და „არსენალის” ლეგენდარულმა გოლკიპერმა მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წინაამღდეგ და მაშინ 41 წლის იყო.
დინო ძოფი – იტალია – 41 წლის
დინო ძოფის კაპიტნობით, იტალიის ნაკრებმა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვა და იმ დროს ლეგენდარული მეკარე 40 წლის გახლდათ. მას შემდეგ იგი კიდევ ერთი წელი იდგა „სკუადრა აძურას” კარის სადარაჯოზე და მასვე ეკუთვნის რეკორდი – 1174 წუთის განმავლობაში, ძოფის საერთაშორისო დონეზე გოლი არ ჰქონდა გაშვებული. დინო მეოცე საუკუნის საუკეთესო მეკარეებს შორის, მესამე ადგილზეა, ლეგენდარული ლევ იაშინის და გორდონ ბენქსის შემდეგ.
ანხელ ლაბრუნა – არგენტინა – 40 წლის
„რივერ პლეიტის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდს (293 გოლი), ანხელ ლაბრუნას კარიერაში არ გაუმართლა. მეორე მსოფლიო ომის გამო, 40-იან წლებში მსოფლიოს ჩემპიონატები არ ჩატარებულა. ასევე, ვერ მოხვდა იგი 1950 და 1954 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე, არადა იმ პერიოდში ის თავისი კარიერის პიკზე იმყოფებოდა. 1958 წლის შვედეთის მუნდიალზე ლაბრუნა 40 წლის ასაკში ჩავიდა და უკანასკნელად მოირგო არგენტიის ნაკრების მაისური.
სტენლი მეტიუზი – 42 წლის – ინგლისი
ფეხბურთის დიდ ჯენტლმენად წოდებული, ინგლისელი სტენლი მეტიუზის საერთაშორისო კარიერა 23 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 1934-1957 წლებში მას მუდამ იწვევდნენ მწვრთნელები და მეტიუზიც საუკეთესო თამაშით გულშემატკივრებს ახარებდა. უკანასკნელად მეტიუზმა ინგლისის ნაკრების ფორმა 42 წლის ასაკში, დანიელებთან შეხვედრაში მოირგო და ის მატჩი ბრიტანელების გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. მეტიუზი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად 1956 წელს, 41 წლის ასაკში აღიარეს და მასვე, პირველს ფეხბურთელებიდან, მიენიჭა რაინდის წოდება.
ბილი მერედიტი – 45 წლის – უელსი
მერედიტი ბრიტანული ფეხბურთის ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავია. 30 წლის განმავლობაში გრძელდებოდა მისი საფეხბურთო კარიერა და ორ მანჩესტერულ სუპეკლუბში – „სიტიში” და „იუნაიტედში” ჰქონდა ნათამაშები.  უკანასკნელნად, უელსის ნაკრების მაისური მან 1920 წელს, ლონდონის „ჰაიბერის” სტადიონზე მოირგო და მაშინ ის 45 წლის იყო.

скачать dle 11.3