კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში


არჩევანი
– უკვე მოვკვდი? – იკითხა კაცმა, – კი, რა თქმა უნდა, მოკვდი, – თავი დაუქნია დემიურგმა შამბამბუკლიმ, ისე რომ, თვალი არ მოუშორებია სქელი შთამბეჭდავი წიგნისთვის. კაცმა გაუბედავად გადადგა ნაბიჯი, – და ახლა რა მელოდება? დემიურგმა წამით შეხედა და ისევ განაგრძო კითხვა, – ახლა შენი ადგილი ან აქ არის, ან იქ, – მან თითით მიანიშნა ჯერ ერთ უჩინარ კარზე, ხოლო შემდეგ მეორეზე, – და რა არის იქ – ჯოჯოხეთი ან სამოთხე, გარემოებათა მიხედვით, – უპასუხა შამბამბუკლიმ. კაცი გაურკვევლობამ მოიცვა. ხან ერთ კარს უყურებდა, ხან მეორეს, – მე... მე... რომელი კარი უნდა შევაღო? – გაუბედავად იკითხა გარდაცვლილმა. თვითონ ვერ ხვდები? – მსუბუქად აწია წარბი შამბამბუკლიმ, – რა ვიცი, სად აღმოვჩნდები, გაეღიმა კაცს, – განა ვიცი, როგორ მომეზღვება გაკეთებული საქმეებისთვის? არა? – ჰო, აბა, სხვაგვარად როგორ? – კარგი, კარგი, – შამბამბუკლიმ წიგნის პირველი გვერდები გადაფურცლა და ხმამაღლა დაიწყო კითხვა, – აქ წერია, რომ თორმეტი წლის ასაკში შენ ქუჩის გადაკვეთაში დაეხმარე მოხუცს. მართალია? – კი, – თავი დაუქნია კაცმა. – როგორ ფიქრობ, კარგი საქციელია თუ ცუდი? – კარგი, რა თქმა უნდა. – აბა, ვნახოთ... – შამბამბუკლიმ ერთი გვერდი კიდევ გადაშალა – ხუთი წუთის შემდეგ, მოხუცს მეორე ქუჩაზე ტრამვაი დაეჯახა. შენ რომ არ დახმარებოდი მას, ის კიდევ ათი წელი იცოცხლებდა. ხედავ? კაცი გაოგნებული შესცქეროდა დემიურგს, – ან კიდევ, ნახე – სხვა გვერდზე გადაშალა წიგნი შამბამბუკლიმ, – ოცდასამი წლის ასაკში, შენ და შენმა მეგობრებმა სასტიკად სცემეთ ახალგაზრდების სხვა ჯგუფი. – მათ პირველებმა დაიწყეს, –  თავი ჩაქინდრა კაცმა. – აქ კი სხვა რამე მიწერია, – შეეპასუხა დემიურგი, – და კიდევ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სულაც არ ითვლება შემამსუბუქებელ გარემოებად. შენ არაფრის გულისთვის ცხვირი გაუტეხე და ორი თითი მოსტეხე ჩვიდმეტი წლის ახალგაზრდას. როგორ ფიქრობ, ეს კარგია თუ ცუდი? კაცი დადუმდა. – იმ დღის შემდეგ, ბიჭმა ვეღარ შეძლო ვიოლინოზე დაკვრა. არადა, როგორ იმედებს ამყარებდნენ მასზე. შენ მას მომავალი დაუნგრიე... – ვწუხვარ, – წაიბუტბუტა კაცმა. – რა თქმა უნდა, – თავი დაუქნია შამბამბუკლიმ, – მართალი გითხრა, ბიჭს ბავშვობიდან სძულდა ვიოლინო. თქვენი ჩხუბის შემდეგ, გადაწყვიტა კრივში ევარჯიშა, რადგან საკუთარ ფეხებზე მყარად დამდგარიყო და დროთა განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. გავაგრძელოთ? – შამბამბუკლიმ კიდევ რამდენიმე გვერდი გადაფურცლა, – გაუპატიურება... ამაზე რას იტყვი – კი მაგრამ, მე... – ეს ბავშვი შესანიშნავი ექიმი გახდა და ასობით სიცოცხლე გადაარჩინა. კარგია თუ ცუდი? – ალბათ... –  ამ სიცოცხლეთაგან ერთ-ერთი მკვლელს ეკუთვნოდა, მან ფეხმძიმე ქალი მოკლა, რომელიც დიდი სწავლულის დედა უნდა გამხდარიყო! კარგია თუ ცუდი? – კი, მაგრამ... – ეს ბავშვი კი, რომ დაბადებულიყო, გაიზრდებოდა და საშინელ იარაღს გამოიგონებდა, რომელსაც ნახევარი კონტინენტის გადაწვა შეეძლებოდა. კარგია თუ ცუდი? – მაგრამ მე არ შემეძლო ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა, – წამოიყვირა საოცრად დაბნეულმა კაცმა. – რა თქმა უნდა, – დაეთანხმა დემიურგი. – აი, კიდევ ნახე, ორას ორმოცდამეექვსე გვერდზე, შენ ფეხი დაადგი პეპელას, – ეს რაღას ნიშნავს? დემიურგმა უხმოდ მიატრიალა მისკენ წიგნი და თითით აჩვენა. კაცმა წაიკითხა და თმები ყალყზე დაუდგა, – რა საშინელებაა, – ჩაილუღლუღა მან, – პეპელა რომ არ გაგესრისა, აი, რა მოხდებოდა, – შამბამბუკლიმ თითი სხვა აბზაცს დაადო. კაცმა დახედა და კრუნჩხვამ დაუმანჭა სახე, – ესე იგი, რა გამოდის, კაცობრიობა მე გადავარჩინე? – კი, ოთხჯერ, – დაადასტურა შამბამბუკლიმ, – როდესაც პეპელა გასრისე, მოხუცს უბიძგე, მეგობარი გაყიდე და ბებიას საფულე მოპარე. მსოფლიო კატასტროფის ზღვარზე იმყოფებოდა და შენი მეოხებით გადარჩა! – და კატასტროფის ზღვარზეც მე... – შენ, შენ, ეჭვიც არ შეგეპაროს. ორჯერ, როდესაც უპატრონო კატა დააპურე და გადაარჩინე კაცი, რომელიც იხრჩობოდა. კაცს მუხლები მოეკვეთა და პირდაპირ იატაკზე დაჯდა. – არაფერი მესმის, – ამოისლუკუნა მან, – ყველაფერი, რაც ცხოვრებაში მიკეთებია, რისიც მრცხვენოდა და რითიც ვამაყობდი პირიქითაა. ისე არ არის, როგორც გვეჩვენება! – სწორედ ამიტომ, მართებული არ იქნებოდა, შენი საქმეების მიხედვით განმესაჯე, – მტკიცედ წარმოთქვა შამბამბუკლიმ, – ახლა თავად უნდა გამოუტანო საკუთარ თავს განაჩენი, – მან წიგნი დახურა და კარადაში, უამრავი მსგავსი წიგნის გვერდით დადო, –  მოკლედ, როცა გადაწყვეტ, სად არის შენი ადგილი, არჩეულ კარში შედი, მე კი შენთვის აღარ მცალია. უამრავი საქმე მაქვს. კაცს ცრემლები მოადგა, – მე ხომ არ ვიცი, რომელია მათგან ჯოჯოხეთი და რომელი სამოთხე?
 – ეს კი უკვე შენზეა დამოკიდებული, – მშვიდად უპასუხა შამბამბუკლიმ.

скачать dle 11.3