კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი



დიმიტრი როსტოველი: ნუ უყურებ სხვის ცოდვებს, არამედ საკუთარ ბოროტ საქმეებს შეხედე, რამეთუ პირველისთვის არ განისჯები, საკუთარისთვის კი აუცილებლად აგებ პასუხს.
მარკოზ განშორებული: ვისაც განსაცდელისგან თავის არიდება სურს, ლოცვით უნდა შეარიგოს თავისი საქმეები ღმერთთან და გონებით სასოებდეს, ხოლო ხორციელი საზრუნავი უგულებელყოს.
ნიკოლოზ სერბი: სიკვდილის წინ ავადმყოფობა ძალიან მნიშვნელოვანია. მრავალ ცოდვილს მან მარადიული ხსნა მოუტანა და ათასობით ცოდვილმა ღმერთი და საკუთარი სული მხოლოდ ავადმყოფობის სარეცელზე შეიცნო. ხოლო, როდესაც შეიცნობდნენ ამ ორ უდიდეს რეალობას, რომელთაც სიცოცხლეში არ უფრთხილდებოდნენ, მწარედ ინანიებდნენ და მისტიროდნენ თავიანთ უგუნურ ცხოვრებას. აღსარებას ამბობდნენ და ეზიარებოდნენ და ქრისტეს ცრემლითა და სისხლით განწმენდილნი, მის ზეციურ, ნათელ სასახლეში შესვლის ღირსნი ხდებოდნენ. შესაბამისად, სიკვდილისწინა სნეულება ადამიანს უფლის წყალობით ეძლევა.
არქიმანდრიტი რაფაელი: სიკვდილის ხსოვნა თავიდან საშინელი გვეჩვენება, მაგრამ, როცა ადამიანი მას ეჩვევა, გრძნობს, რომ ეს ხსოვნა მას ამა სოფლის მონობისგან, ვნებების ბორკილებისგან, დამთრგუნველი აზრებისგან ათავისუფლებს, რომლებიც მას ტვირთივით აწევს. იგი ამ ხსოვნის სიყვარულს იწყებს, ის ბრძენ და ერთგულ მეგობრად წარმოუდგება, რომელიც მზადაა, მწუხარებაში ანუგეშოს იგი. რაც ყველაზე მთავარია, სიკვდილის ხსოვნა ადამიანს ასწავლის, რომ მომადლებული სიცოცხლის ჭეშმარიტი აზრი არა მიწიერ ამაოებასა და ტრიალშია, არამედ მარადისობისთვის მზადებაში.
პაისი მთაწმინდელი: თუ კაცმა არ გამოიყენა თავისი მახვილი გონება სიკეთისთვის, ეს უფლება თავისთავად ეძლევა ეშმაკს. თუ სულიერად არ შრომობს, ადამიანი რყვნის სიკეთეს და ბოროტებას მაშინ ეშმაკი კი არა, ადამიანი აკეთებს. ვთქვათ, ვიღაც გონიერია, მაგრამ გონებით არ მუშაობს, ზარმაცობს. თუ გონება არ აამუშავა, მერე რა, რომ გონება აქვს?
იოსებ მღვიმელი: ეშმაკს არანაირი ძალა არა აქვს მორწმუნე ადამიანზე, რომელიც ეკლესიაში დადის, ცოდვებს აღიარებს და ეზიარება. ასეთებს იგი მხოლოდ უკბილო ძაღლივით უყეფს. მეორე მხრივ, მას დიდი გავლენა აქვს ურწმუნო ადამიანზე, რომელიც მას საკუთარ თავზე უფლებას მიანიჭებს. ბოროტს ასეთი ადამიანის დაგლეჯაც კი შეუძლია. ეშმაკს იმდენი ძალაუფლება აქვს სულებზე, რამდენადაც ნებას მისცემენ.
მიტროპოლიტი ანტონი: თუ ლოცვა გვინდა, უპირველეს ყოვლისა, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ იმაში, რომ ცოდვილები ვართ, ხსნა გვჭირდება და განშორებულნი ვართ ღვთისგან, მის გარეშე კი ცხოვრება არ შეგვიძლია.  ერთადერთი, რაც შეგვიძლია, მას მივუძღვნათ, არის ჩვენი გულისმომკვლელი მწუხარე სურვილი იმისა, რომ გავხდეთ ისეთები, როგორებსაც ღმერთი შეგვიწყნარებდა ჩვენ. და აი, ლოცვა – თვით მის საწყის ეტაპზეც კი, ეს არის ჩვენი ძალისხმევა – გავემართოთ ღვთისკენ.
იოანე ოქროპირი: დაუთესავ და დაუმუშავებელ მიწაზე ბალახი ამოდის; ასევეა სულიც, რომელიც კეთილი საქმეებისთვის არ იღვწის, თავისი ბუნებით კი განუწყვეტლივ მიისწრაფის მოღვაწეობისკენ, აუცილებლად მიიდრიკება ცუდი საქმეებისკენ.
ეპიფანე თეოდოროპულოსი: თავმდაბალ ადამიანზე არ ვშიშობ: თუ დაეცემა უმდაბლესი და უსაძაგლესი ცოდვითაც კი, ღმერთი ბოლოს მაინც შეიწყალებს მას. სიმდაბლე ფუჭად არასოდეს იკარგება.
იოსებ ათონელი: სინანულის მადლი, მათში მოქმედი, ვინც მოსაგრეობს, მემკვიდრეობაა, მამათაგან დატოვებული. ეს გაცვლა და ღმრთაებრივი ვაჭრობა, რომელშიც ჩვენ ვაძლევთ მიწას, ნაცვლად კი ზეცას ვიღებთ, ვცვლით ნივთიერებას და ვიღებთ სულს. ყოველი ოფლი, ყოველი ტკივილი, ყოველი ღვაწლი, ჩვენი ღმრთისთვის გაწეული სავაჭრო გაცვლაა. სისხლის გაღება და სულის ჩაღვრაა.

скачать dle 11.3