კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ნაბიჯი გადადგეს სპონტანურად მახო ქვრივიშვილმა და მისმა მეუღლემ და როგორ გახდა მარიამი გაცილებით თბილი და მოსიყვარულე



გაზაფხულის მშვენიერ საღამოს, წყვილმა, რომელზეც მთელი თბილისი ლაპარაკობდა და არც ახლაა ჩუმად, ჯვარი დაიწერა და ვიწრო სამეგობრო წრეში ქორწინება აღნიშნა. მარიამ ახობაძე და მახო ქვრივიშვილი ახლა ბავშვს ელოდებიან, რომელმაც უკვე შეცვალა მათი ცხოვრება, ყოველდღიურობა და მათი ურთიერთობა სულ სხვა ეტაპზე გადაიყვანა. როგორია მახო ქვრივიშვილის შემოდგომის მამობა, ამაზე წყვილი თავად საუბრობს.
– უამრავი სიახლეა თქვენკენ, როგორ ხართ მომიყევით?
მახო: თუ სამსახურებრივად მეკითხები, არაფერი სიახლე არ არის, არც ახალი პროექტებია, არანაირი შემოთავაზება. როგორც ჩანს, როცა პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გაქვს, მაშინ კარიერაში ირევა და პირიქით. არადა, ახლა ყველაზე მეტად არის ეს საჭირო, მაგრამ არაუშავს, პროექტებიც წამოვა... იმედს არ ვკარგავთ, რომ ბევრი კარგი სიახლე გვექნება და ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე კი ის არის, რომ ბავშვს ველოდებით.
– თუმცა, თქვენთან ქორწილის ამბებზეც არ გვისაუბრია.
მარიამი: მოულოდნელად დაიგეგმა. აპრილის ბოლო შაბათი იყო, ოცდაათი რიცხვი და გადავწყვიტეთ, ამ დღეს დაგვეწერა ჯვარი. უფრო მასშტაბურად ვგეგმავდით ამ ყველაფერს, დიდი ქორწილი გვინდოდა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ორსულად ვიყავი. მაისიც რომ მოგვეცადა, უკვე ძალიან გავიბერებოდი და ამიტომ სპონტანურად, მეგობრების წრეში გადავწყვიტეთ. ყოველთვის მინდოდა ქორწილი, ეს, ალბათ, ყველა გოგოს ცხოვრებაში უბედნიერესი დღეა, მაგრამ არასდროს მდომებია გრანდიოზული ყოფილიყო ეს ყველაფერი, უზარმაზარი კაბით. რაც მეცვა, აბსოლუტურად ჩემი მოფიქრებული იყო დიზაინი, ზუსტად ის, რაც მინდოდა – სადა, უპრეტენზიო და ლამაზი.
მახო: ლალიკოსთან, ჩვენი თეატრის დიზაინერთან ერთად, გადაწყდა კაბის ვიზუალი. ლამაზი, ტრადიციული ქორწილი გვქონდა. თავიდან ვფიქრობდი, დამექირავებინა კლუბი, ან რაღაც ეგეთი ადგილი და უფრო ორიგინალური ქორწილი გვქონოდა. თუმცა, ოდესმე ამას აუცილებლად გავაკეთებ, როცა ამის ფინანსები მექნება.
– ვნახე, ბიჭები რომ იჭერდნენ პატარძლის თაიგულს.
მარიამი: გოგოები იყვნენ ცოტანი, ბიჭები, მახოს მეგობრები კი – ძალიან ბევრი. ალბათ, ათი გოგო იყო და ორმოცი კაცი.
მახო: ძალიან ბევრი მეგობარი, ახლობელი, ნათესავი მყავს, რომელიც ვერ დავპატიჟე. სიას რომ გადავხედე, ათას კაცზე მეტი შინაური გამოდიოდა. ამიტომ, ასეთ მოკრძალებულ წრეში აღვნიშნეთ ეს ყველაფერი.
– ორსულობა სიურპრიზი იყო თუ გინდოდათ და ელოდებოდით?
მარიამი: ძალიან გვინდოდა. ყოველი თვის ბოლოს ტესტით ველოდებოდით. ბოლოს უკვე ისე გავიკეთე ტესტი, საერთოდ რომ აღარ ელოდები და ფიქრობ, რომ კიდევ „არა“ იქნება. სრულიად მოულოდნელად, დადებითი პასუხი იყო. ერთად ვიყავით იმ წუთებში, მეორე ოთახში უნდა გავსულიყავი და მენახა პასუხი. რომ შემოვბრუნდი და ვუთხარი, ძალიან გაუხარდა, მაგრამ თან, ვერ დაიჯერა, ჯერ ექიმმა დაადასტუროსო. არ უნდოდა, სიხარული წყალში ჩაყროდა.
მახო: უცებ ექიმს რომ ეთქვა, არ არის, შეცდომა იყოო, გავგიჟდებოდი. ამიტომ, სანამ ექიმმა, ანალიზმა არ დაადასტურა, რომ ასეა, მანამდე მთელი ჩვენი ეიფორია და სიხარული შეკავებული გვქონდა. იქიდან წამოვედით და უბედნიერესი ვიყავი, შინაგანი დღესასწაული მქონდა.
– როგორია ამ ასაკში პატარას მოლოდინი? თუმცა, უმცროსი – ლუკაც, პატარა არა?
– კი, ლუკა ხუთი წლისაა. ლიკა უკვე დიდი გოგოა, ახლა გამოცდები აქვს და ჯერჯერობით ის და მისი ქმარი შვილზე არ ფიქრობენ. თუმცა, ძალიან გამიხარდებოდა, ეს ერთდროულად რომ მომხდარიყო. შვილი და შვილიშვილი, – ამაზე მაგარი რა უნდა იყოს?! სიმართლე გითხრა, სულ სხვა განცდაა შვილის მოლოდინი ახლა და მაშინ, როდესაც ლიკას ველოდებოდით. თვითონ ჯვრისწერის მომენტშიც ვგრძნობდი ამას, რომ სრულიად სხვა პასუხისმგებლობით ვიდექი საკურთხეველთან. უკვე იმ ასაკში ხარ, რომ შენს აზროვნებაში, ფიქრებში არავინ ერევა და ორი ადამიანი ერთად წყვეტს, როგორ უნდათ ცხოვრების გაგრძელება. მანამდე, დედა, მამა, ნათესავები – ყველანი ერთად ხართ (იცინიან). აქ მხოლოდ მეგობრები მედგნენ მხარში, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ქორწილის ორგანიზებისთვის. ისინი, რომ არა, ვერ „გავქაჩავდი“. ბავშვის მიმართაც გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მაქვს.
– ის კი არა, რომ ერთი შვილი მეორეზე მეტად გიყვარს. მოლოდინია უკვე სხვანაირი, უფრო დინჯი, გაწონასწორებული, გაცნობიერებული.
– რა თქმა უნდა. ასაკთან ერთად გამოცდილებას იღებ, ხვდები, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, სულ სხვა დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა გიჩნდება ქალის, ბავშვის, ოჯახის მიმართ. არც ერთ შვილს არასდროს არაფერს მოვაკლებ, სიგიჟემდე მიყვარს ყველა – მათ გვერდით და მათი მეგობარი ვიქნები ყოველთვის.
– თვითონ მათ, როგორი მოლოდინი აქვთ პატარას მიმართ?
მარიამი: ლიკას ძალიან უხარია, საოცარი შემართებითაა. სულ მიფრთხილდება როცა ერთად ვართ. ლუკა ჯერ პატარაა, ზუსტად ვერ ხვდება, რა ხდება. თუმცა, როცა ვკითხე, პატარა ძმა გინდა თუ და-მეთქი, ძმა მინდაო, მითხრა.
მახო: მარიამმა რომ უთხრა, ჯერ არ ვიცით, ბიჭია თუ გოგო, შეიძლება, ძამიკო იყოსო, რაღაც პერიოდი გავიდა და ყურში მეჩურჩულება, მართლა არის მუცელში ძამიკოო?! კი, შეიძლება, ბიჭი იყოს, შეიძლება გოგო-მეთქი და ავუხსენი რა შეიძლება შეიცვალოს მის ცხოვრებაში.
– თითოეულ თქვენს ნაბიჯს ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ამასთან დაკავშირებითაც იყო ჭორები?
– ნაკლებად, რადგან საგულდაგულოდ ვმალავდით, არ გვინდოდა გახმაურება. ჯვრისწერის გახმაურებაც არ გვინდოდა, მაგრამ როგორ გაიგო ყველამ, ვერ ვხვდები. ტელევიზიები მირეკავდნენ, გადავიღებთო. არ მინდა გახმაურება, სიწყნარე მინდა-მეთქი. არც ის პრინცი ვიყავით და არც ის პრინცესა, ბრიტანეთში წინა დღით ქორწილი რომ ჰქონდათ, მაგრამ მაინც ყველას აინტერესებდა (იცინიან). ვხუმრობდით, ვადარებდით მათ ქორწილს და ვიცინოდით მასშტაბებზე.
– შენ როგორი განცდები გაქვს, მარიამ, პირველი შვილის მოლოდინში?
მარიამი: ძალიან მინდოდა, ბავშვი. რომ გავიგე, ორსულად ვიყავი, ზუსტადაც რომ ვიცოდი, მაინც ვერ ვიჯერებდი, შინაგანი ეჭვები მქონდა, სანამ ექოსკოპიაზე არ ვნახე, შიგნით როგორ დარბოდა. ეს რომ ვნახე, ჩემს ცხოვრებაში უამრავი რამ შეიცვალა – გამიჩნდა ინსტინქტები, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებ, თავისთავად მოდის. ჯერ, რომ გითხრა, ბოლომდე გააზრებული მაქვს დედობა-მეთქი, არა, მაგრამ უკვე ვგრძნობ, რაღაც განსხავავებულ, განსაკუთრებულ მიდგომას ნებისმიერი თემის მიმართ.
– ფიზიკურად როგორ გრძნობ თავს?
– კარგად. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხასიათი შემეცვალა, ყველაფერი ბუნებრივად მიდის.
მახო: ხასიათი ცუდისკენ კი არ შეეცვლია, პირიქით, ძალიან საყვარელი გახდა. განსაკუთრებით მგრძნობიარე, გულჩვილი...
მარიამი: მახოს მიმართ გავხდი ასეთი, პატარა ბავშვივით სულ უკან დავდევ, ჩამეხუტე-მეთქი.
მახო: მეტ სითბოს ამჟღავნებს, სულ მოფერება უნდა და ისიც კი მსიამოვნებს, რაღაც განსხვავებული რომ მოუნდება, უკვე სამი საათიც რომ იყოს და, ვიძინებდე, ლოგინიდან ავდგები და წავალ.
მარიამი: არ მახსოვს, რამე მომდომებოდა ღამით ან უდროო დროს და ერთი მიმიკით მაინც ეგრძნობინებინა ჩემთვის, დაღლილი ვარ ან მეზარებაო. პირიქით, ძალიან უხარია და ამით უფრო მიღვიძებს სურვილს, რაც მომინდება, ეგრევე ვუთხრა. გამათამამა. ალუჩა მინდოდა მაშინ, როცა შემოსული არ იყო და ვჭამდი მწვანე ვაშლს მარილით, ვითომ ალუჩა იყო – თავსაც ვატყუებდი და ბავშვსაც.
მახო: გული მიკვდებოდა, ამას რომ ვუყურებდი, მთელ საქართველოში ვეძებდი ალუჩას. ახლა ვაშლატამა ამოიჩემა. „ფეისბუქზე” დაწერა, ხომ არ იცით, სად იყიდებაო და ვიღაცამ მოწერა, ავლაბრის ბაზარშიო. მირეკავს, თურმე ვაშლატამა ავლაბრის ბაზარში იყიდებაო. გავვარდი ეგრევე, მაგრამ მწიფე არის-მეთქი, ვერ ვიტყვი. „მკუხეს“ მიირთმევს და გიჟდება, ისე მოსწონს (იცინიან).
– როგორი ქმარი აღმოჩნდა?
მარიამი: ძალიან კარგი. არ ვიცი, ეს ორსულობის ბრალია, ასეთი ემოციური რომ გავხდი, მაგრამ, პირველად რომ ინტერვიუ მოგეცით, იმის შემდეგ აბსოლუტურად შეცვლილია ყველაფერი – ურთიერთობა, გრძნობა, სიყვარული, დამოკიდებულება... რაც მთავარია, უკეთესობისკენ და ეს სიყვარული ყოველდღე ღრმავდება.
– შენი პრინცი იპოვე?
– კი, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, ვთქვა, რომ კი.
– ბავშვის სქესი ჯერ არ იცით?
მახო: არა. ექიმს ექოსკოპიის დროს გაურბოდა. გაგიჟდა, ეს რა მოუსვენარი ვიღაცააო. თითქოს ბიჭიაო თქვა, მაგრამ დაზუსტებით მაინც არ ვიცით. მარიამს ძალიან უნდა გოგო და მისგან გამომდინარე, მეც ასე მინდა. მთავარია, ჯანმრთელი იყოს. თუ მარიამს დაემსგავსება ლამაზი იქნება და გინდა გოგო იყოს და გინდა ბიჭი, სიგიჟემდე გვეყვარება.

скачать dle 11.3