კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეიძლება თუ არა ქალის ნდობა და რაში ტყუვდებიან ქმრები


ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ ქალის ფსიქიკა ვერ უძლებს ეჭვს, მეუღლის შესაძლო და მოსალოდნელ ღალატზე. ამ დროს მას ეუფლება მარტოობის, მიუსაფრობის განცდა და დიდი შანსია, სხვა მამაკაცის მკლავებში აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში, საუბარი უკვე აღარ არის მის პატიოსნებაზე. თითქოს თვითგადარჩენის მექანიზმი ირთვება და ქალი უკვე შეუცნობლად დგამს ამ ნაბიჯს. მით უფრო, თუ ქმარიც შორს არის და ქალს საშუალება არ ეძლევა, ამოიღოს გულიდან ის, რაც ტანჯავს. სკანდალი კიდევ უკეთესი გამოსავალია – ურთიერთობის გარკვევა, ემოციისგან ათავისუფლებს და ღალატის შანსიც მცირდება. რამდენად საშიშია ემოციური ქალის დიდხანს მარტო დატოვება და მის გულში ეჭვის მარცვლის „ჩათესვა”, ამაზე ფსიქოლოგებს საკუთარი აზრი აქვთ, რომელსაც ჩვენი რეალობაც ადასტურებს.
თიკო (25 წლის): ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ როდისმე, საჯაროდ მომიწევდა ჩემს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი. ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ მოღალატე ცოლის როლში აღმოვჩნდებოდი. სულ ვფიქრობ, რამ მიმიყვანა აქამდე. გრძნობა ხომ მარტო ჩემი ქმრის მიმართ მაქვს. ახლა, ალბათ, ცინიკურად ჟღერს ეს სიტყვები, მაგრამ სიმართლეს ვამბობ. ძალიან ძნელი ყოფილა საკუთარი ცხოვრების დაგეგმვა და წინასწარ ყველაფრის გათვლა. რომ ვთხოვდებოდი, ასე მეგონა, ჩემი სიყვარული სამუდამო იქნებოდა. ჩვენი ოჯახი კი – იდეალური. სულ ორ წელიწადს გასტანა ამ იდილიამ და ჩემი მიზეზით დამენგრა თავზე. ჩემი მიზეზით-მეთქი, ვამბობ, თუმცა, ბოლომდე მაინც ვერ ვხვდები, როდის დავაშავე. რატომ და როგორ მოხდა ისე, რომ მე – ღალატის თავგამოდებულმა მგმობელმა, ქმარს თავად ვუღალატე. არ გამოვრიცხავ, რომ მისი მხრიდანაც იყო რაღაც, მაგრამ ვერაფერს ვამტკიცებ,        რადგან ეს ჩემს თვალწინ არ მომხდარა. ისე, წელიწადზე მეტხანს არ ვიყავით ერთად და რა ვიცი მე, ჩემგან მოშორებით რას აკეთებდა.
– დარწმუნებული არ ხართ, რომ ქმარი თქვენი ერთგული იყო?
– დარწმუნებული როგორ ვიქნები?! ქმრები თვალწინ ჰყავთ და იმათ ვერ აკონტროლებენ, ჩემი ქმარი კი, საერთოდ წასული იყო ქვეყნიდან. მარტო დამტოვა.
– სამსახურებრივი მივლინება იყო?
– არა. სამუშაოდ წავიდა. სამსახური აქაც ჰქონდა, ნორმალური ანაზღაურებით, მაგრამ იმდენი არ იყო, რომ თუნდაც სესხით, ბინა შეგვეძინა – არც მის მშობლებთან გვინდოდა ცხოვრება და არც ჩემებთან. ამიტომ, ერთოთახიანს ვქირაობდით, ისიც ქალაქის გარეუბანში. უკეთესის დასაქირავებელი თანხა არ გვქონდა. ნამდვილად არ ვიყავით დალხინებულები. მეც ვერ ვეხმარებოდი. სწავლა არ მქონდა დამთავრებული და ჩემი პროფესიით სამსახურს ვერ ვშოულობდი. ჩემი ქმარი მართლა თავდაუზოგავად მუშაობდა. უკეთესი მომავლის იმედი გვქონდა. ვფიქრობდი, დავამთავრებ ინსტიტუტს, მეც დავიწყებ მუშაობას და რაღაც გვეშველება-მეთქი. ბავშვის გაჩენაც იმ დროისთვის გადავდეთ.
– ბავშვის გაჩენა დაგეგმილი გქონდათ?
– იცით რაშია საქმე? ბავშვი სათამაშო არ არის. შვილი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და პირობებიც შესაფერისი სჭირდება. ერთოთახიან ბინაში, ისიც ნაქირავებში, ყოველგვარი კომფორტის გარეშე, ქმრის ხელფასი, რომ თვიდან-თვემდე ძლივს გვყოფნიდა, ბავშვს ვერ გავაჩენდი. ასეთ რისკზე ვერ წავიდოდი.
– მარტო პირობები იყო მიზეზი, თუ თავს იმიტომ იკავებდით ბავშვის გაჩენისგან, საკუთარ ქმარში, ან გრძნობებში არ იყავით დარწმუნებული?
– არა, არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. ჩემი ქმარი ძალიან მიყვარდა და ახლაც ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რაც მოხდა. მე მართლა არ მინდოდა, ყველაფერი ასე მომხდარიყო.
– იქნებ, სწორედ ბავშვს გადაერჩინა თქვენი ურთიერთობა. ბავშვი რომ გყოლოდათ, იქნებ ქმრისთვის აღარც გეღალატათ?!
– ეს უკვე აღარ ვიცი. ამის თქმაც, ამ სიტუაციაში უკვე ძალიან ძნელია. რა იქნებოდა... როგორ იქნებოდა, ამას ვინ იტყვის. ფაქტი ის არის, რაც მოხდა. ჩემმა ქმარმა უცებ გადაწყვიტა, რომ, თუ უცხოეთში, ცოტა ხნით მაინც არ წავიდოდა სამუშაოდ, არაფერი გვეშველებოდა. ორი და სამი კი არა, რატომ ათი წელიც არ გავა და ვერაფერს ვეღირსებითო. მგონი, დედამისს უთქვამს, თუ პირობების გაუმჯობესებას დაელოდეთ, საერთოდ უშვილოდ დარჩებითო. მოკლედ, არ ვიცი, ზუსტად რატომ გადაწყვიტა, ასე ერთბაშად უცხოეთში სამუშაოდ წასვლა. შეიძლება, მეც ვიყავი მაპროვოცირებელი. ბოლო რამდენიმე დღე სულ ვწუწუნებდი – ვეუბნებოდი, იქნებ კიდევ რამე სამუშაო იშოვო, დამატებით-მეთქი. გაბრაზდა, რა გინდა შენ, რომ კვირასაც არ დავისვენოო? მეორე დღეს წესიერად არც დამელაპარაკა. სხვათა შორის, შემეცოდა. ვიფიქრე, რა სულელი ვარ, რა მინდოდა, რისთვის ავუშალე ნერვები-მეთქი. გადავწყვიტე, ამ თემაზე საერთოდ აღარაფერი მეთქვა, მაგრამ თვითონ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე. უნდა წავიდეო. სხვათა შორის, ძალიან გავაპროტესტე. საშინლად არ მომეწონა ეს იდეა.
– რატომ? ბევრი ოჯახი ცხოვრობს ასე.
– მერე ეს ოჯახებია? უბრალოდ ჰქვია ოჯახი, თორემ რეალურად გაუცხოებულები არიან ერთმანეთისგან. თითოეულს თავისი ცხოვრება აქვს. მე მაშინვე ავღელდი. თანაც, ძალიან ბევრი მაგალითი მქონდა იმისა, როგორ ღალატობენ სხვაგან წასული ქმრები ცოლებს.
– ვისაც ღალატი უნდა, აქ ვერ უღალატებს?
– ჰო, მაგრამ შორს რომ ხარ, პასუხისმგებლობასაც ნაკლებად გრძნობ, საცდურიც მეტია. ჩემი ერთი ნაცნობის ქმარიც წავიდა გერმანიაში. ორი წლის მერე, იქ ვიღაც იტალიელს გადაეკიდა, ბავშვიც გააჩინა და აქ მყოფი ცოლ-შვილი, საერთოდ ფეხებზე დაიკიდა.
– ეს ამბავი ქმარს მოუყევით?
– კი, მოვუყევი. გაიცინა. რა სისულელეა. მე იქ ჩვენი მომავლისთვის მივდივარ და არა ქალების შესაბმელად. თანაც, ყოველდღე დაგირეკავ და ყველანაირად ვეცდები, მალე დავბრუნდეო. მერე დავიწყეთ იმაზე ლაპარაკი, როგორ ვიყიდდით ბინას, როგორ მოვაწყობდით და ერთი სიტყვით, დამითანხმა. ძალიან მალეც წავიდა. გამიჭირდა. ქორწინებამდე სამი წელი გვიყვარდა ერთმანეთი და ხუთი წელი, უკვე ქორწინების მერე პერიოდის დამატებით, ერთმანეთს საერთოდ არ მოვცილებივართ. სულ ერთად ვიყავით, სულ... ამიტომ, მარტოობა ჩემთვის მძიმე გამოცდა აღმოჩნდა. არ უნდა დავეტოვებინე, ამდენი ხნით.
– გენდობოდათ და დაგტოვათ. მას ხომ კონკრეტული მიზანი და მიზეზი ჰქონდა საამისოდ.
– ჰო, ვიცი, მენდობოდა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მე არ ვენდობოდი. ვერ ვენდე ბოლომდე. ძალიან ცუდი განცდები და ემოციები დამეწყო. ლამის ჭკუიდან შევიშალე. რომ მიდიოდა, დამპირდა, ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ბედნიერებისთვისო. აღდგომასაც ჩამოვალ, ახალ წელსაც და ყოველდღე დაგირეკავო. თავიდან მართლაც ასე იყო, მაგრამ ადამიანი ხომ იცით, ერთხელ რომ ეჭვი გამიჩნდა, ვეღარ მოვერიე თავს. სულ მეფიქრებოდა, როგორ უნდა გაძლოს ახალგაზრდა კაცმა ამდენი ხნის განმავლობაში უქალოდ-მეთქი. ხომ იყო ლოგიკა ამ ფიქრში. მითხარით, ჩემს ადგილას სხვა ცოლი, ზუსტად ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა? თან, ჩემი ქმარი საკმაოდ სიმპათიური მამაკაცია. ქალები ასეთებს კი არა, მახინჯებს ახტებიან ზედ.
– გასაგებია, მაგრამ როცა ქმარს სამუშაოდ უცხოეთში უშვებ, ალბათ, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ ის ცოტას წაიეშმაკებს.
– გეთანხმებით. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, მაგრამ მე რომ არ აღმოვჩნდი მზად? ამ ჩემმა მოუმზადებლობამ კი საშინელი შეცდომა დამაშვებინა. კინაღამ გამაგიჟა და ჭკუიდან შემშალა ფიქრებმა. პირველი ორი თვე არა მიშავდა. ბოლოს, საკმაოდ სოლიდური თანხა გამომიგზავნა და მთხოვა, ანგარიშზე შეიტანე, არ გაფლანგოო. აი, ნახავ, თუ ერთ წელიწადში საკუთარ ბინაში არ ვიცხოვრებთო. ვერ მოვითმინე და ავწუწუნდი – შენ მანდ წესიერად ხომ იქცევი, ხომ არ ცელქობ, უკვე ხომ არ მომიძებნე შემცვლელი-მეთქი. ძალიან გააბრაზა ჩემი ქმარი ამან. რა სისულელეს მელაპარაკები, დრო ძილისთვისაც კი არ მყოფნის, ქალებისთვის და გართობისთვის მცალიაო?! მთელი კვირა აღარ დამირეკა. მე ვწერდი მესიჯებს, ის კი მოკლედ, „ჰო” და „არათი” მპასუხობდა.
– ანუ, არ დაიჯერეთ, რომ არავინ ჰყავდა.
– ვერ დავიჯერე, რა ვქნა? ალბათ, ეს იყო ჩემი მთავარი და საბედისწრო შეცდომა. ხუთი თვის შემდეგ ნამდვილი „პარანოია” დამეწყო. ფულს რეგულარულად გზავნიდა, მაგრამ ზარები ისეთი იშვიათი გახდა, გული მიკვდებოდა. არც აღდგომას ჩამოსულა. პასუხი ერთი ჰქონდა: – ფულს ვზოგავ, ყველაფერს ვიკლებ, შენც უნდა გაუძლო! ეს ყველაფერი ჩვენთვის კეთდებაო. მეც გაჭირვებით ვუძლებდი, მაგრამ ამას არ ერქვა გაძლება. მერე ისე მოხდა, რომ სტაჟირება დამეწყო. ვიფიქრე, ცოტას გავერთობი. გულს გადავაყოლებ, სულ იმაზე აღარ ვიფიქრებ, ჩემი ქმარი როგორ მღალატობს-მეთქი. არადა, ისე გამოვიდა, რომ მე ვუღალატე. ეჭვებმა, რომ ქმარი მღალატობდა, თვითონ მიმიყვანა ღალატამდე. პრაქტიკებზე ძალიან ვყოჩაღობდი და ვცდილობდი, ჩემი საქმე კარგად მეკეთებინა. თავს თუ გამოვიჩენ, იქნებ, აქვე დამტოვონ სამუშაოდ-მეთქი. კურატორი ახალგაზრდა მამაკაცი იყო. თავიდან თითქოს არც მაქცევდა ყურადღებას. მერე, ერთ დღესაც, რაღაცას მიხსნიდა და ხელი მხარზე დამადო. ვიფიქრე, ალბათ, შემთხვევით-მეთქი. მერე და მერე, ასეთი „შემთხვევები” ძალიან გახშირდა. ყველაფერს მეკითხებოდა. ჩემი ამბები აინტერესებდა. ერთხელ გვიან მივედი სახლში და გაჩერებაზე მდგარს, მანქანა გამიჩერა. არ ვუჯდებოდი. გადმოვიდა, რა პრობლემაა, ჩვენ ხომ თითქმის თანამშრომლები ვართო. ან, ასეთ ლამაზ გოგოს შეყვარებული მაინც არ გყავს, მარტო რომ არ დადიოდეო? ჩავუჯექი მანქანაში. ოღონდ, არ მითხრათ, რომ ეს უკვე გარყვნილება იყო, ჩემი მხრიდან. ვერ ვიფიქრე, რომ რამეს ვაშავებდი. გეფიცებით, არ ვტყუი. გზაში მოვუყევი, რომ ქმარი მყავდა და უცხოეთში მუშაობდა. ნელ-ნელა დავმეგობრდით. ზოგჯერ სახლში მივყავდი ხოლმე. არაფერი ცუდი არ დამინახავს ამაში. ვერ ვიტყვი, რომ არ მსიამოვნებდა, მისი ყურადღება. ჩემს ქმარს კი ლამის დავავიწყდი. კვირაში ერთ მესიჯს თუ მაღირსებდა. რამდენჯერ ვიტირე, ვიტანჯებოდი. საშინელებაა, გამუდმებულ ეჭვქვეშ ცხოვრება. მტერს არ ვუსურვებ. ზოგჯერ მეგონა, რომ გულიც გამისკდებოდა. ეს ჩემი კურატორი კი უკვე აშკარად აქტიურობდა. ზოგჯერ წვიმა იყო, ზოგჯერ მე თვითონ მქონდა სურვილი, მანქანით სახლში მივეყვანე. ეს ცოტას მშველოდა და გამოვდიოდი მდგომარეობიდან. მერე საჩუქრებიც წამოვიდა – სუნამოები, სუვენირები, ლამაზი ნივთები. ჩემმა ქმარმა დარეკა და ეს კიდევ უარესი აღმოჩნდა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ საერთოდ არ დაინტერესებულა ჩემი ამბებით. არ უკითხავს, როგორ ვიყავი. როგორ ვუმკლავდებოდი უმისობას. ეს, მგონი, ბოლო წვეთი იყო. ახლა უკვე, ამ გადმოსახედიდან, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ქმრის უყურადღებობამ მიბიძგა უფსკრულისკენ. თუმცა, გეფიცებით, წინააღმდეგობას ვუწევდი. ერთ საღამოს სახლში რომ მიმიყვანა, ზემოთაც ამომყვა. ხომ ვიმსახურებ, ყავაზე მაინც დამპატიჟოო. უარი ვერ ვუთხარი.
– ვერ უთხარით, თუ არ უთხარით.
– ჰო. არ ვუთხარი, ძალიან ვიყავი გატეხილი და განადგურებული ეჭვებით. აქეთ-იქით ვაწყდებოდი და მივასკდი კიდევ კედელს. კარი მიიხურა თუ არა, ეგრევე მეცა. ფაქტია, რომ ყავაზე არ იყო ამოსული.
– ანუ, თქვენ თავიდანვე იცოდით, რომ ყავით არ დასრულდებოდა მისი სტუმრობა.
– რომ გითხრათ, ვერ ვხვდებოდი-მეთქი, არ დამიჯერებთ. არც ერთი ქალი არ არის ისეთი უტვინო, რომ ვერ გრძნობდეს, რა უნდა მისგან მამაკაცს. მაგრამ, თუ ასე დამეტაკებოდა, მაინც ვერ წარმოვიდგენდი. ფაქტობრივად, ძალა იხმარა. არც მიკივლია და არც მიყვირია, მაგრამ არც სიამოვნება მიმიღია. სულ ჩემი ქმრის სახე მედგა თვალწინ და ცრემლები ჩამომდიოდა. ვუთხარი კიდეც, რომ ეს აღარ გამეორდებოდა, მაგრამ...
– მაგრამ თქვენი ურთიერთობა გაგრძელდა.
– დიახ. წელიწადი გავიდა და ჩემი ქმარი ერთხელაც არ ჩამოვიდა. აღარც კი მპირდებოდა. ფაქტობრივად, „დამიკიდა“. ამ ტიპთან ჩემი რომანი დარდს და მარტოობას მიმსუბუქებდა. თავს მიგდებულად აღარ ვგრძნობდი. ცოდოა ქალი, რომელიც თავს მიგდებულად გრძნობს. არავის ვუსურვებ. დედაჩემმა შემატყო, რაღაც რომ ხდებოდა ჩემ თავს. შეიძლება, ვინმემ მანქანაშიც დამინახა და ამბავი მიუტანა. „კეთილისმსურველებს“ რა გამოლევს. მთელი ლექცია წამიკითხა. გონს მოეგე, თავს დაიღუპავ. ნახავ, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერიო. თავი გავიგიჟე, რას იგონებ, არაფერიც არ ხდება. ის კაცი ჩემი ხელმძღვანელია და ერთი-ორჯერ, ცუდ ამინდში, სახლამდე მიმიყვანა-მეთქი. შევატყვე, რომ არ დამიჯერა. ალბათ, მაშინ უნდა გავჩერებულიყავი. თუმცა, პრინციპში, რაღა აზრი ჰქონდა. შევტოპე და შევყევი.
– გააგრძელეთ ურთიერთობა?
– გავაგრძელე. თითქმის მექანიკურად, პირველად უფრო საშინელება იყო. მერე თითქოს შევეჩვიე და აღარც ქმრის სახე მელანდებოდა, როცა საყვარელთან ვიყავი. რაღაც მომენტში, ნიშნსაც კი ვუგებდი ჩემს ქმარს, აბა, რა ეგონა, ასე უყურადღებოდ და უპატრონოდ რომ მიმაგდო-მეთქი. ალბათ, ამით ვიმშვიდებდი სინდისს. ურთიერთობა თვითონ იმან დაამთავრა.
– თქვენმა საყვარელმა?
– დიახ. როცა მეგონა, რომ ერთმანეთისთვის ახლობელი ადამიანები გავხდით, მაშინ მითხრა, უნდა დავშორდეთო. ეს მეორე შოკი იყო. რატომ, ჩვენ ხომ ასე კარგად ვართ? თუ ის გიქმნის პრობლემას, რომ მე ქმარი მყავს, გავეყრები-მეთქი. გადაირია. შენ გიჟი ხომ არ ხარ, მე ცოლი მყავს და ოჯახი მაქვს. რა, რამეს დაგპირდიო? როდის გითხარი, რომ შენთან ერთად ცხოვრება მინდოდა. ცოტა გავერთეთ, მე შენი დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარე და სულ ეს იყოო. დაელოდე შენს ქმარს, ჩამოვა, იყიდით ბინას და ბედნიერად იცხოვრებთ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთო. ისეთი შეურაცხყოფილი ვიყავი, ისეთი გამწარებული... ნაძირალა ყოფილხარ-მეთქი. რატომო? ის მოხდა, რაც შენც გინდოდა. ახლა ისტერიკებს მოეშვი, ისევ შენს ინტერესებშია ჩვენი ამბის საიდუმლოდ შენახვაო. გულის სიღრმეში ვხვდები, რომ ის მართალია და არანაირი პრეტენზია არ უნდა მქონდეს, მაგრამ ხომ იცოდა, რომ ქმარი მყავდა, რას მერჩოდა? ახლა რა უნდა ვქნა? ჩემი ქმარი მალე ჩამოვა. ერთი კვირის წინ დამირეკა, რაღაც ბიზნესის დაწყების შანსი გამიჩნდა. აქ აღარ „ვიპახავებ”, მანდ ჩამოვალ, უკვე აღარაფერი გაგვიჭირდებაო. იცით, რა დღეში ვარ? არ ვიცი, რა უნდა ვქნა. ხომ შეიძლება, რომ ჩამოვა, ვიღაცამ უთხრას, რომ ვღალატობდი. მერე, რა მეშველება?! ხომ სულ დამენგრევა ცხოვრება. ან თვითონ კი არის ჩემთან მართალი? მოკლედ, სიმშვიდე აღარ მიწერია და არ ვიცი, ცხოვრებას როგორ გავაგრძელებ.

скачать dle 11.3