კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიხშირით კეთდება საქართველოში საქალწულე აპკის აღდგენა და შესაძლებელია თუ არა ამ ოპერაციას რაიმე გართულებები მოჰყვეს



დღეს საქართველოში ნებისმიერი ოპერაციის გაკეთებაა შესაძლებელი. არსებობს ყველაზე აქტუალური და ნაკლებად აქტუალური პლასტიკური ოპერაციები. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ თემას, საქალწულე აპკის აღდგენას, ეს არცთუ ისე ხშირი, მაგრამ საკმაოდ მოთხოვნადი ოპერაციაა. ძირითადად რა მიზეზით იკეთებენ ამ ოპერაციას გოგონები და შესაძლებელია თუ არა მას რაიმე სახის გართულება მოჰყვეს, ამ თემაზე სასაუბროდ ბატონ გუგა კუზანოვს ვეწვიეთ.
 – რამდენი ხანია, რაც ეს ოპერაცია კეთდება საქართველოში?
 – ქალწულობის აპკის აღდგენა საქართველოში ყოველთვის აქტუალური იყო. რაც თავი მახსოვს, ეს ოპერაცია სულ კეთდებოდა, უბრალოდ, ამ თემაზე ლაპარაკისგან თავს იკავებდნენ. დღესდღეობით ეს უკვე თითქმის აღარ ითვლება პრობლემად, თუმცა, რასაკვირველია, ეს ოპერაცია მაინც ანონიმურობის დაცვით კეთდება. ეს არ ეხება მხოლოდ საქალწულე აპკის აღდგენას, ნებისმიერ ოპერაციას ვგულისხმობ. თუნდაც, ავიღოთ მკერდის ოპერაცია. 100 ქალიდან 99 მალავს, რომ გაკეთებული მკერდი აქვს. ლოგიკურია, რომ ცხვირს ვერ დამალავ თუ გქონდა დიდი ცხვირი და უცბად პატარა და ლამაზი გაგიხდა, ყველა მიხვდება. სხვა ოპერაციებს კი, რომლებიც ძნელად მისახვედრია, არავინ ამჟღავნებს.
 – ქალწულობის აღდგენის ოპერაცია, ალბათ, უფრო დიდი სიხშირით კეთდება დღეს, ვიდრე წლების წინ?
 – ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, თუმცა მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში გახშირდა პლასტიკური ოპერაციების რაოდენობა. გამონაკლისი არც საქართველოა და, ნებისმიერი ოპერაცია, იქნება ეს საქალწულე აპკის აღდგენა თუ მკერდის გაკეთება, უფრო ხშირად კეთდება. რაც შეეხება ქალწულობის აღდგენას, ამ ოპერაციის გაკეთების აუცილებლობა არის საზოგადოების, უფრო ხშირად კი – მამაკაცის აზრის ბრალი. გოგონა მოდის და ამბობს, რომ გათხოვება უნდა და, თუ ქალიშვილი არ იქნება, მისი საქმრო ცოლად არ მოიყვანს. ეს ჩვენი კულტურის ბრალია – მამაკაცებს ურჩევნიათ, ცოლად ავი და უხასიათო, მაგრამ ქალწული შეირთონ, ვიდრე კარგი, თბილი, მაგრამ ქალწულობადაკარგული გოგონა. მართალია, არ მესმის, თუ რატომ არ უნდა მოიყვანო ამის გამო ცოლად  საყვარელი ადამიანი, მაგრამ ჩვენ მაინც ვუკეთებთ ამ ოპერაციას.
 – ყველაზე ხშირად რა ასაკის გოგონები მოგმართავენ ხოლმე?
 – ყველაზე ხშირად, ალბათ, 23-25 წლის გოგონები მოდიან. ზოგი დედასთან ერთად მოდის, ზოგი – მეგობართან ერთად. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეს გოგონები მეუღლესთან ერთად ცხოვრებას იწყებენ ტყუილით. მე ეს ამბავი არ მომწონს, მაგრამ, მათ სხვა გზა არ აქვთ – წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გათხოვდებიან.
 – როგორც ვიცი, ამ ოპერაციას გაკეთებიდან მხოლოდ რამდენიმე დღე აქვს ვადა.
 – არა, ეს წინასწარ არავინ არ იცის, შეიძლება, სამი დღე შენარჩუნდეს, შეიძლება სამი წელი. ამას ვერ გათვლით. თუმცა, ის, რომ ასეთი ოპერაცია ძალიან უსაფრთხოა და გამორიცხულია, რაიმე გაუგებრობა მოხდეს, ამაში დარწმუნებული ვარ.
 – რთული ოპერაციაა?
 – მოგეხსენებათ, ადვილი ოპერაცია არ არსებობს. თუმცა, ქალწულობის აპკის აღდგენას ურთულეს ოპერაციად ვერ ჩავთვლი. ელემენტალურად, კბილიც რომ ამოიღოს ადამიანმა, იმასაც შეიძლება, მოჰყვეს გართულება. დაზღვეულები არაფრისგან არ ვართ, მაგრამ, საშიში ოპერაციების რიცხვში ეს ნამდვილად არ შედის.
 – რა ღირს ეს პლასტიკური ოპერაცია?
 – ძვირი ნამდვილად არ არის. ნებისმიერი ოპერაცია საქართველოში გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. მაგალითად, ავიღოთ ცხვირის ოპერაცია: თუ ჩვენთან ეს დაახლოებით 3 000 ლარი უჯდება პაციენტს, სიტყვაზე რომ ვთქვათ, ევროპაში იმავე სირთულის ოპერაცია 7-8 ათასი ევრო ჯდება. განსხვავება აშკარად ძალიან დიდია. რაც შეეხება ქალწულობის აპკის აღდგენის ფასს, თავს შევიკავებ თქმისგან, რადგან, ალბათ, არასწორი იქნება ასე აშკარად ამის თქმა. ცხვირის ფასი კიდევ შეიძლება, გამოვაცხადოთ, მაგრამ ქალწულობის აღდგენის ფასი, ცოტა უხერხულია.
 – სიხშირის მიხედვით, ეს ოპერაცია რომელ ადგილზეა?
 – საქართველოში ყველაზე პოპულარული ცხვირის ოპერაციაა, შემდეგ მოდის ლიპოსაქციები და მესამეა მკერდის ოპერაცია, რომელიც არცთუ ისე დიდი ხანია, რაც აქტუალური გახდა ჩვენთან. ადრე ამ ოპერაციაზე მოთხოვნა თითქმის არ იყო, დღეს კი ძალიან პოპულარულია. ქალწულობის აპკის აღდგენა, ხუთეულშიც კი არ შედის სიხშირის მიხედვით.
 – რამე გართულება ხომ არ შეიძლება, მოჰყვეს ამ ოპერაციას?
 – მე რაც მახსოვს, გართულება არ მოჰყოლია. როგორც უკვე გითხარით, კბილის ამოღების შემდეგაც შეიძლება, შეიქმნას პატარა პრობლემები, ამისგან დაზღვეული არავინაა. თუმცა, ჩემს პრაქტიკაში ასეთი რამ ჯერ არ დაფიქსირებულა. ასე რომ, საშიში არაფერია.
 – თუ არის შესაძლებელი, ერთმა ადამიანმა რამდენჯერმე გაიკეთოს ეს ოპერაცია?
 – თეორიულად შესაძლებელია, თუმცა, მე ასეთი შემთხვევა არ მქონია. შეუძლებელი, ალბათ, არაფერია. ამ ოპერაციას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვას, გაფრთხილება სჭირდება. თუნდაც, ცხვირი რომ ავიღოთ: არ უნდა მივარტყათ კედელს და უნდა მოვეპყრათ ფრთხილად. ასევეა საქალწულე აპკი – ოპერაციის შემდეგ ქალები მას უნდა გაუფრთხილდნენ.
 – ასაკს თუ აქვს მნიშვნელობა?
 – ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. საერთოდ, უმჯობესია, 18 წლიდან დაიწყოს ადამიანმა პლასტიკური ოპერაციების გაკეთება. შესაძლებელია, 70 წლის ასაკშიც გავაკეთოთ თუნდაც მკერდის ოპერაცია, რაც ცოტა უცნაურად მეჩვენება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს პაციენტის გადასაწყვეტია. ქალწულობის აპკის აღდგენის მომხრე მე არ ვარ, ეს არაერთხელ მითქვამს სხვადასხვა მედიასაშუალებებით, მაგრამ, ვინაიდან ამ ოპერაციის გაკეთების მოთხოვნა არსებობს, ჩვენც ვაკეთებთ. სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან მეკითხებიან,  რამდენი ასეთი ოპერაცია კეთდება ჩვენთან და ასე შემდეგ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხალხს ეს ჯერ კიდევ აინტერესებს.
 – უცხოეთში მსგავსი ოპერაციის შესახებ, ალბათ, არც კი სმენიათ.
 – რუსეთში ან ამერიკაში 25 წლის ქალიშვილი რომ ნახონ, ალბათ, ავადმყოფად ჩათვლიან. ამ ასაკში ან ავადმყოფი უნდა იყო, ან რაღაც იდეები უნდა გაწუხებდეს, რომ ქალიშვილად დარჩე. ჩვენთან კი ბევრი 40 წლის და 50 წლის ქალიშვილი ვიცი, რაც უცხოეთში წარმოუდგენელია. ინტერნეტში წავიკითხე, რომ ქალები თავის „ბოიფრენდებს“ ან ქმრებს სიურპრიზს უკეთებენ ხოლმე დაბადების დღეზე ან რომელიმე დღესასწაულზე და ერთი დღით ქალიშვილები ხდებიან. ეს, უბრალოდ, ხუმრობაა. ჩვენთან კი სიურპრიზია ის, როცა ქალიშვილი არ არის.
 – ანუ, იქაც კეთდება მსგავსი ოპერაცია?
 – როგორც გითხარით, მხოლოდ სიურპრიზის მოწყობის მიზნით. ხშირად დავდივარ უცხოეთში  კონგრესებზე, სადაც ექიმებს მეგობრული ურთიერთობაც გვაქვს და ერთმანეთს ვესაუბრებით ხოლმე სხვადასხვა თემაზე. ქალწულობის აღდგენაზე სიტყვასაც კი არავინ ძრავს. ერთხელ ვახსენე და ძალიან გაუკვირდათ, თავიდან ეგონათ, სილამაზის გამო, ანუ, უბრალოდ, კორექციას ვაკეთებდით. როცა ვუთხარი, რაშიც იყო საქმე, გაოცებულები დარჩნენ, წესიერად ვერც კი გაიგეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ არ კეთდება მსგავსი ოპერაცია. ალბათ, მოვა დრო და ეს ოპერაცია ჩვენთანაც აღარ იქნება საჭირო.
ბატონ გუგასთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ, გაგვეგო, სად არის შესაძლებელი ამ ოპერაციის გაკეთება, რა ჯდება და ასე შემდეგ. როგორც შევიტყვეთ, ქალწულობის აღდგენა შესაძლებელია: კლინიკა „მედიში”, გია გვარამიას ესთეტიკური მედიცინის ცენტრში, კუზანოვის კლინიკაში. ეს არის იმ კლინიკების არასრული სია, სადაც ეს ოპერაცია კეთდება, რაც შეეხება ფასებს, ის ასე გამოიყურება:
* კლინიკა „მედი“: 800-იდან 1 000 ლარამდე;
* გია გვარამიას ესთეტიკური მედიცინის ცენტრი: 800-იდან 1 200 ლარამდე;
* კუზანოვის კლინიკა: 700-დან 1 500 ლარამდე.

скачать dle 11.3