კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიხარული კვადრატში



დაცულ ტერიტორიებზე გასამრავლებლები
თუმცა საკუთარ დემოგრაფიას ვერაფერი მოვუხერხეთ: კვლავაც ვერ მოგვიხერხებია მომაკვდავი ერების კატეგორიიდან თავის დაღწევა, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვა ფრონტებზე ვცდილობთ გარღვევას. იმას გარდა, რომ გველებს არ ვერჩით, ცხოველთა იშვიათი ჯიშების გამრავლებაზეც ვზრუნავთ. შესაძლოა, ამ ზრუნვას მერკანტილური მოსაზრებებიც ედოს საფუძვლად, მაგრამ, რაკი მიზანი ნათელია, მერკანტილიზმი (რომც იყოს) ხელს ვერ გვიშლის.
გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ ვაშლოვნის ეროვნულ პარკს ორი ახალი ბინადარი შეემატა: ახალშობილი ჯეირნები, როგორც მდედრობითი, ისე მამრობითი სქესის, წონით, დაახლოებით, 2,5-3 კილოგრამამდე. სხვათა შორის, ამ კეთილშობილურ საქმეში მარტონი არ ვართ, რადგან ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიებზე ჯეირნის რეინტროდუქციის პროექტი 2009 წლიდან ხორციელდება, არც მეტი, არც ნაკლები, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და თურქეთის გარემოს დაცვისა და სატყეო სამინისტროს ხელშეწყობით. ეს იშვიათი და მომხიბვლელი არსებები ამ ჩვენს სამშობლოში გასულ საუკუნეში გადაშენებულან და ეს პროექტიც ამ პოპულაციის აღდგენა-კონსერვაციას ისახავს მიზნად.
ცხადია, სასიხარულოა ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა, მე ვიტყოდი, ორმაგადაც, რადგან, თუ ჩვენც გადავშენდებით, იქნებ მეგობართა ხელშეწყობით, დაცულ ტერიტორიებზე მაინც გაგვამრავლონ?!

скачать dle 11.3