კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პატიოსნების ხიბლში



„აქამდე შაკრული“
მართალია, საზოგადოების (განსაკუთრებით, მისი ჯეელი) ნაწილის ძალისხმევით საჯარო კოცნის უფლებები დაცულია (ბოლოს და ბოლოს, თუკი პოლიციის შენობებია გამჭვირვალე, ვითომ ალერსში რატომ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ და მხოლოდ უცხო თვალისგან მოფარებულში?!), თუმცა საქმე არც ისე უღრუბლოდაა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლებოდა, მოგვჩვენებოდა. ხოლო, რომ არ არის, ამას ბათუმის ბულვარში შემოღებული ახალი წეს-კანონებიც მოწმობს. კერძოდ, გვამცნეს, რომ ამიერიდან ბათუმის ბულვარში, რომელიც მსოფლიო ტურისტული მექობის გზაზე შეუქცევადად შემდგარა, თვით ლუდის სმაც აიკრძალა და უხერხულ პოზებში ჯდომაც კი. სახელდობრ, აგვიხსნეს, რომ ბულვარში მრავლადაა წიწვოვანი მცენარეები, ისინი კი სწრაფად ალდებიან, ხოლო, რაკი შეზარხოშებული ადამიანისთვის „თავ კონტროლის გაწევა“ გართულებულია, ხანძრისა და სხვა ამგვარი გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, უპრიანი იქნება, თუკი დასვენების სიამეს ფხიზელი გონებითა და ჯანსაღი სხეულით დავეწაფებით. მართალია, მთლად წვრილადაც არ აუხსნიათ, რა საფრთხის მოტანა შეუძლია უხერხულად ჯდომას, თუმცა, ვინაიდან ითქვა, სკამებზე ფეხების შემოლაგება იკრძალებაო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ესეც გარემოს დაბინძურების აღმკვეთი ღონისძიებაა. ოღონდ, რაკი დანამდვილებით არ ვიცით, არც ისაა გამორიცხული, მალე გრძელმკლავიან და „აქამდე შაკრულ“ სამოსშიც გამოგვაწყონ, რომ მსოფლიო ტურისტები არა მხოლოდ ჩვენი პირველყოფილად წარმტაცი ბუნებით მოიხიბლონ, არამედ ჩვენი არანაკლებ პირველყოფილი პატიოსნებითაც, რამეთუ, ოთარ ჭილაძეს რომ დავესეხო, „ურუქში (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბათუმის ბულვარზე) ისეთი პატიოსანი ქალები ცხოვრობდნენ, ლამის თავიანთი ქმრებისთვის ეთქვათ უარიო.“

скачать dle 11.3