კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღვინომოსხმული მადლი


ჰუმანურობის პეიზაჟი
იმის მიუხედავადაც, რომ ამ ჩვენს ოპოზიციონერებს არც სახელმწიფო დონის გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ და არც პოლიტიკურ პროცესებზე მაინცდამაინც დიდი გავლენის მოხდენა, რფ-ის მთავარ სანიტართან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს მაინც ეშურებიან. ხოლო, რაკი ეშურებიან, არც ის ამადლის დაპირებებს, რომ უზადო ხარისხის შემთხვევაში ქართულ ღვინო-წყალს რფ-ის ბაზარზე შეუშვებენ. სულ ბოლოს გენადი ონიშენკო კახა კუკავას შეხვდა, გავრცელებული ინფორმაციით კი, ამ შეხვედრაზე ქართულ ღვინოს რუსულ ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივაც გასჩენია. გენადი ონიშენკოს მოღვაწეობის თავისებურებებისა და გუნების ხშირი ცვლილების გათვალისწინებით, მის დაპირებას ჩალის ფასი აქვს, მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ამ შეხვედრას ჩვენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიც გამოეხმაურა. ქ-ნმა ქობალიამ რიტორიკული კითხვაც დასვა: რის სანაცვლოდ უნდა დაბრუნდეს ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე (შეიძლება, იმის სანაცვლოდაც, რის სანაცვლოდაც საქართველო აღარ ბლოკავს რფ-ის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას)?! და საკითხის პოლიტიკური არსიც განმარტა (მომყავს ციტატა): „ჯერ ოკუპაციის საკითხი უნდა გადაწყდეს, რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნებაზე კი ამის შემდეგ დავიწყოთ საუბარი.“ ამიტომაც, რუსული ჯარის მიერ საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციის პირობებში ქართული პროდუქციის არათუ რფ-ის ბაზარზე დაბრუნება, ამაზე სჯა-ბაასიც კი უადგილოდ მიაჩნია. 
საკითხი პოლიტიკურად მართებულ ჭრილშია დასმული, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფომ არა მხოლოდ ჩრდილო კავკასიისთვის, არამედ რფ-ის ყველა რეგიონისთვის გახსნა საზღვარი მარტივად და უვიზოდ, ამ მადლს ღვინოც რომ მოესხას, ვითომ რამე დაუშავდება ჰუმანურობის პეიზაჟს?!

скачать dle 11.3