კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

მოხვედრით ნასიამოვნებნი



მოგწონს რეფორმები? მოგვეცი ხმა!
მართალია, მას რევოლუციონერი პრეზიდენტი აღარ ჰყავს, თუმცა მეგობართა სიაში მაინც გვერიცხება. შესაძლოა, იმიტომაც გვერიცხება, რომ ქართული რეფორმები, ჩვენი მედიის ცნობით, უკრაინული ტელევიზიის ყურადღების ცენტრში მოხვდა (იმის მიუხედავად, ჰქონდა თუ არა უკრაინელ ჟურნალისტს, გნებავთ, ტელეარხს, კომერციული დაინტერესება, რაკი მოგვახვედრეს, შედეგით ვისიამოვნოთ).
როგორც უნდა ყოფილიყო, უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩვენს ქვეყანას 10-წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა (რა ცოტა სჭირდებათ ადამის ძეთ ბედნიერებისთვის) და ამჯერად უკრაინელი მაყურებელი საქართველოს იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმებს გაეცნო. რაკი ამ სფეროს რეფორმის შედეგი თვალსაჩინო და ხელშესახებია, თუმცა სიუჟეტი არ მინახავს, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელ მაყურებელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენდა. ჟურნალისტმა თანამემამულეებს არც ის დაუმალა, რომ „იუსტიციის სახლმა საქართველოს მოსახლეობას ყველა ბიუროკრატიული სტრუქტურა და მექანიზმი დაავიწყა. ეს არის ადგილი, სადაც მოქალაქეებს ნებისმიერი მომსახურების მიღება მინიმალურ დროში შეუძლიათ.“ რადგან იუსტიციის სახლის მომსახურებით ჯერჯერობით არ მისარგებლია (ანუ ეს სიამოვნება ჯერ კიდევ წინ მაქვს!), სხვა გზა არ მაქვს, უკრაინელ ჟურნალისტს უნდა ვენდო: „ახალ დაწესებულებაში უახლესი აპარატურა და მომსახურების ხარისხია.“ სამაგიეროდ, მისარგებლია სამოქალაქო რეესტრის მომსახურებით და, მიუხედავად იმისა, რომ აპარატურა იქაც ახალია, ყველა თანამშრომელს ვერ  დავწამებთ „მომსახურების უმაღლეს ხარისხს“, იმ მარტივი მიზეზით, რომ მათი ნაწილი ისევე უღრენს მოქალაქეებს, როგორც ეს 2003 წლამდე არსებულ სიბნელეში ხდებოდა.
რაკი ღრენის მოწმენი ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენ ვართ და იმის იმედიც გვაქვს, რომ მოქალაქეებისადმი ასეთ ძაღლურ დამოკიდებულებას რეესტრის მოხელეებიც გამოასწორებენ, იმედით ვიზიარებთ უკრაინელი ჟურნალისტის პათოსს, რომელმაც ისიც შენიშნა, რომ „საქართველოს ამ რეფორმის ექსპორტით ბევრი ქვეყანა დაინტერესდა.“
სავარაუდოდ, მათ რიგებში უკრაინაც მოიაზრება (არაერთი სამთავრობო დელეგაცია ჩამოსულა რეფორმების გაზიარების დევიზით), ოღონდ, თუ გავიხსენებთ, რომ გაეროში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია უკრაინამ ფეხებზე დაიკიდა (კენჭისყრას, უბრალოდ, არ დაესწრო), ამ ჩვენს ახლანდელ მეგობრობას მეტად უცნაური ელფერი შეუძენია: თუ ასარჩევი იყო, 10-წუთიან სიუჟეტს ხმის ჩვენთვის მოცემა არ აჯობებდა?!

скачать dle 11.3