კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სალათა „ბუდე“



საჭირო ინგრედიენტები: 2 ცალი კიტრი, 4 ცალი კარტოფილი, 2 ცალი ხახვი, 4 ცალი სტაფილო, 5 ცალი კვერცხი, 400 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, 250 გრამი მაიონეზი, 1 კონა კამა, 2 კბილი ნიორი, ზეთი შესაწვავად, სანელებლები, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: კარტოფილი და სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ ან თხლად დაჭერით სიგრძეზე. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა. ტაფაზე დაასხით ბევრი ზეთი და როცა კარგად გახურდება, თანმიმდევრობით შეწვით შიგ კარტოფილი, სტაფილო და ხახვი, შემდეგ ბოსტნეული გადმოიღეთ საწურზე, რომ ზედმეტი ცხიმი გაუვიდეს. ხელით დაჩეჩეთ მოხარშული ქათმის ხორცი, შეურიეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კიტრი, დანაყილი ნიორი და მოხარშული კვერცხის ცილა, შეაზავეთ მაიონეზითა და სანელებლებით. კვერცხის გული აზილეთ წვრილად დაჭრილ კამასთან და მაიონეზთან ერთად და გააკეთეთ კვერცხის ფორმის ბურთულები. თეფშზე დადეთ ჯერ კიტრისა და ხორცის სალათა, გარშემო შემოულაგეთ მრგვლად შემწვარი ბოსტნეული და მიეცით ჩიტის ბუდის ფორმა. შიგ კი ჩააწყვეთ მაიონეზისა და კვერცხის გულისგან მომზადებული კვერცხები.

скачать dle 11.3