კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

მარწყვის დესერტი



საჭირო ინგრედიენტები: 300 გრამი მარწყვი, 250 გრამი უცხიმო ხაჭო, 2 სადილის კოვზი არაჟანი, 1-2 სადილის კოვზი შაქარი, 1 შეკვრა ჟელე (ხაჭოსთვის), 1 კვერცხი, ცოტა თხილი ან ნიგოზი მოსართავად – კიდევ 2-3 სადილის კოვზი შაქარი მარწყვის პიურესთვის.
მომზადების წესი: ჯერ გააკეთეთ მარწყვის პიურე. სასურველია, მარწყვი მშრალი იყოს. მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ 2-3 სადილის კოვზი შაქარი და კარგად ათქვიფეთ.
შემდეგ შეუდექით ხაჭოს კრემის მომზადებას. აიღეთ ხაჭო, არაჟანი, შაქარი და კვერცხის ცილა. შეურიეთ ერთმანეთს კარგად. უნდა გამოგივიდეთ ნაზი, ჰაეროვანი ხაჭოს კრემი.
ჟელე მოამზადეთ ისე, როგორც მითითებულია შეკვრაზე. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნებისმიერი ჟელატინი. ზოგიერთს დალბობა სჭირდება და ეს არ დაგავიწყდეთ. ჩვეულებრივ, ჟელატინს დასალბობად 40 წუთი მაინც სჭირდება. უკვე მზა ჟელეს აკურატულად შეურიეთ მარწყვის პიურე და აურიეთ. ჩაასხით ლამაზ ჯამებში და დააცადეთ, სანამ კარგად არ გაცივდება და შესქელდება. ბოლო ეტაპია დესერტის მორთვა. წაუსვით ხაჭოს კრემი და მოაყარეთ დაჭრილი ან მთლიანი მარწყვები დაფხვნილ ნიგოზთან ერთად.

скачать dle 11.3