კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბადრიჯნის კერძი



საჭირო ინგრედიენტები: 3 ბადრიჯანი (დაჭერით რგოლებად), 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 250 გრამი ქამა სოკო (სასურველია, ახალი სოკო და არა დაკონსერვებული), 3 კბილი ნიორი, ერთი კონა ოხრახუში, 1 სადილის კოვზი ძმარი – „ბალზამიკო“. (ჩვეულებრივიც შეიძლება, მთავარია, ცხარე არ იყოს), 2 სადილის კოვზი ღვინის ძმარი, 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, ჩვეულებრივი ზეთი ბოსტნეულის მოსაშუშად, 1 სადილის კოვზი ნუში ან ნიგოზი, მარილი, შავი პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი: რგოლებად დაჭრილ ბადრიჯანს მოაყარეთ ცოტა მარილი და გააჩერეთ 30 წუთი. გაწურეთ და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან. სოკო დაჭერით ფირფიტებად და 3 კბილ ნიორთან ერთად ზეთში მოშუშეთ (ცალკე ტაფაზე). ბულგარული წიწაკა დაჭერით წვრილ ჩხირებად და ისიც ცალკე მოშუშეთ. ბოლოს დაასხით „ბალზამიკო“, აურიეთ და გადმოიღეთ ცეცხლიდან. შემწვარი ბადრიჯანი კვლავ დაჭერით და შეურიეთ სოკო, მოშუშული ბულგარული წიწაკა, ღვინის ძმარი და მსხვილად დაჭრილი ოხრახუში. მოასხით ზეითუნის ზეთი. უყავით ცოტა მარილი და პილპილი. ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ნუში ან ნიგოზი.

скачать dle 11.3