კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (108)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

კანტუზიანი ძია ვანია, კონტრშეტევა და სიკვდილს გადარჩენილი ათასობით ჯარისკაცი

საბჭოთა არმიაში 30 წელი ვიმსახურე და კურიოზების მეტი რა მინახავს და გადამხდენია, მაგრამ, რასაც ჩემი მეგობარი, კოტე სალია სჩადიოდა ხოლმე, ყოველგვარი „ღადაობის“ ფარგლებს სცილდებოდა და რამდენიმეჯერ ციხესაც ძლივს გადაურჩა.
1973 წელია. მე და კოტე, ჩვენს საარტილერიო ნაწილთან ერთად, ლვოვის პოლიგონზე ვართ და საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ვმონაწილეობთ, სადაც ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების არმიებიც იმყოფებოდნენ.
სწავლების მეოთხე დღეს, ეგრეთ წოდებული ღამის ბრძოლა უნდა გაგვეთამაშებინა. სცენარის მიხედვით, პირობითი მოწინააღმდეგე შეტევაზე უნდა გადმოსულიყო, ჩვენს არტილერისტებს კი ისინი უნდა გაეჩერებინათ. ყველაფერი ეს ღამის 3-4 საათზე უნდა ჩაგვეტარებინა, ამიტომ, ყველაფერი მოვამზადეთ: ზარბაზნები და „გრადები“ პოზიციებზე განვალაგეთ და სიგნალს დაველოდეთ – მხოლოდ წითელი რაკეტის გასროლის მერე უნდა გაგვეხსნა საპასუხო ცეცხლი, რათა მანამდე ჩვენები არ დაგვეხოცა. ანუ, პირობით მოწინააღმდეგეს დაბომბვის არეალი უნდა გადაელახა და ეს ყველაფერი წუთებში იყო გაწერილი.
შუაღამეს მე, კოტე და ძია ვანია, რომელიც ძველი „ფრონტავიკი“ იყო, კანტუზია სჭირდა და ლვოვის პოლიგონზე დარაჯად მუშაობდა, პატარა სუფრას მივუსხედით და წითელი რაკეტის მოლოდინში სმას შევუდექით. ცოტა ხნის მერე, ტუალეტში გავედი. ორიოდე წამიც არ იყო გასული, რომ ჩვენი პოზიციებიდან „გრადების“ ცეცხლი გაიხსნა. არადა, ზუსტად ვიცოდი, რომ ჯერ ცეცხლი არ უნდა გაგვეხსნა, რადგან ეს ადამიანების მსხვერპლს გამოიწვევდა. ამიტომ, ისე გავვარდი ტუალეტიდან გარეთ, რომ შარვალიც კი არ ამიწევია და, რას ვხედავ: ძია ვანია „გრადებს“ უშენს ჩვენს პირობით მოწინააღმდეგეს... მაშინვე, ძია ვანიას მივვარდი, ჯერ „გრადი“ გავაჩერე და თან ვუღრიალე:
– რას შვრები, გაგიჟდი?
– შენ თვითონ გაგიჟდი, ჩქარა, სროლა განაახლე, ფაშისტები შემოგვესივნენ! – საპასუხოდ მიღრიალა ძია ვანიამ და „გრადს“ წაეპოტინა, მაგრამ, არ დავანებე და ძალით მოვაშორე იარაღს...
ბევრი რომ არ გავაგრძელო, „ფაშისტების მოგერიების ოპერაცია“ კოტე სალიას მორიგი ხუმრობა იყო. მე რომ ტუალეტში ავედი, პირობითმა მოწინააღმდეგემ სროლით შემოგვიტია, კოტე სალიას კი შემთვრალი ძია ვანიასთვის უთქვამს, ფაშისტებმა შემოგვიტიესო... ტვინარეულ, კონტუზიიან ძია ვანიას კი დრო და ადგილი აერია, გარეთ გავარდა და „ფაშისტებს“ „გრადებიდან“ დასცხო... კიდევ კარგი, „გრადებში“ საბრძოლო მასალა არ იდო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. თორემ, ძია ვანია ათასობით უდანაშაულო ჯარისკაცს გაწყვეტდა...
ვიცე-პოლკოვნიკ ანდრო დევიძის
ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3