კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

მეცნიერებმა გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს ქალებისთვის საუკეთესო „ვიაგრა“ – ფული.

ბიჭო‚ სად დაიკარგე, მთელი კვირაა არ გამოჩენილხარ!
– რავი‚ წიგნი მაჩუქეს‚ მაგარი გამოცემა – 30-ლარიანი და კითხვას შევყევი...
– რამდენი წაიკითხე?
– სამი ლარის.
***
საზღვაო კურორტზე ტურისტი სასტუმროს მოსამსახურეს ეკითხება:
– პლაჟზე თქვენთან მედუზები‚ ზღვის ზღარბები ხომ არ არიან?
– როგორ გეკადრებათ‚ რა ზღარბები? ზვიგენებმა ყველაფერი გაანადგურეს.
***
– მომიყევი რა‚ სამი გოჭის ზღაპარი!
– იყო და არა იყო რა‚ იყო ორი გოჭი...
– აბა‚ სამიო?
– შობა-ახალმა წელმა ხომ უკვე ჩაიარა!
***
გუშინ შენი მშობლები ვნახე‚ მაგარი ჯიგარი კაცები არიან.
***
„სარეკლამო სააგენტო მაღალანაზღაურებად სამსახურზე იწვევს 25 წლამდე გოგონებს‚ სიმაღლე არანაკლებ 178 სანტიმეტრისა‚ პარამეტრები – 90X60X90. აუცილებელია ჰქონდეთ კარიესი ან ქერტლი“.
***
საკურორტო სასტუმროში პალმაზე განცხადებაა მიკრული:
„აკრძალულია‚ ძაღლებმა თავიანთი ბუნებრივი მოთხოვნილებები პალმაზე მოითავონ. ეს ეხება ოტელის სტუმრებსაც“.
***
დირექტორმა რამდენიმე თანამშრომელს დაგვიანებისთვის საყვედურები გამოუცხადა.
– იცით‚ ჩემი პატარა მთელი ღამე ტირის‚ ღამეები არავის გვაძინებს და დილით ამიტომ ვიგვიანებ...
– ძილის საშუალებას არ გაძლევთ? იქნებ, თქვენი შვილი ოფისში მოიყვანოთ?!
***
ამ წლის ზაფხულის სეზონის ნამდვილი აფეთქება გამოიწვია ფეშენ-სიახლემ – შაჰიდის ქამარმა.
***
– რამდენის დალევა შეიძლება 5 000 დოლარად?
– მთელი სიცოცხლე...
– ნუთუ?
– დამიჯერე‚ გეყოფა – სიცოცხლე თანდათან დაგიმოკლდება...
***
– კობა‚ ცოლი გყავს?
– არა.
– ქმარი?
***
რა არის ევრო?
– ეს არის დოლარი‚ დღგ-ის ჩათვლით.
***
– ექიმო‚ მიშველეთ‚ ყველაფერი მავიწყდება...
– თქვენც, აიღეთ ბლოკნოტი და ჩაიწერეთ.
– ასოებიც მავიწყდება.
***
წარწერა საცურაო აუზის ფსკერზე: „მოწევა სასტიკად აკრძალულია!“
***
რა თქმა უნდა‚ არსებობს ექიმი‚ რომელიც ჩათვლის‚ რომ თქვენ ყველაფერი წესრიგში გაქვთ და აბსოლუტურად ჯანმრთელი ხართ – ასეთი ექიმი ჯარში გამწვევ სამედიცინო კომისიაშია.
***
– ზაფხული თუ დაგეგმე... სად აპირებთ დასვენებას?
– ცოლი – ანტალიაში‚ ბიჭი – ამერიკაში‚ გოგო – შვეიცარიაში და‚ აქედან გამომდინარე, – მე‚ ალბათ – ციხეში.
***
ნახე‚ შუმახერამ სამივე ბიჭი თავის კვალზე წაიყვანა – ორი ავტომრბოლელია და ერთი – მარშრუტკის მძღოლი.
***
გაიგეთ‚ მაროს გოგო‚ თურმე, დოლარებზე მუშაობს... დედამისი კიდე, 30 წელი მაგ საქმეზე იყო და, რომ დაბერდა‚ მერე გაიგო‚ სხვებს ფულს რომ უხდიდნენ...
***
მატჩის ანგარიშია 1:0. 25-ე წუთზე მეკარემ პენალტის შესანიშნავი რეალიზაცია გააკეთა – ოსტატურად გაუშვა ბურთი.
***
მაროკოელმა სელექციონერებმა, მრავალწლიანი ექსპერიმენტების შედეგად‚ როგორც იქნა‚ გამოიყვანეს ფორთოხალი ფანტას გემოთი.
***
ტელევიზორში კონცერტს გადმოსცემენ: მუსიკოსები ცეცხლოვან მუსიკას უკრავენ‚ სცენაზე ვიღაც ხტუნაობს...
– მაგარია! – ყვირის ტელევიზორთან მიმჯდარი ბაბუა.
– მოგწონს‚ ბაბუ?! – ეკითხება გაოცებული შვილიშვილი.
– მაშ‚ ძალიან საინტერესო რაღაცეებს წერენ მორბენალ სტრიქონში...
***
ყველაზე საიმედო კონტროლიორი – სინდისია! მაგრამ, საუკეთესო სინდისი მაინც კონტროლიორია...
***
ქერა ქალი ყოველთვის გამოცანაა: ან თმა აქვს შეღებილი‚ ან თვითონ დაიბადა ასეთი მსუბუქი...
***
– გოგონა‚ ერთი წუთით‚ თუ შეიძლება!..
– უცხო ბიჭებს ქორწილამდე არ ველაპარაკები...
***
– არ ეწევით? ა‚ ჯანმრთელობას უფრთხილდებით?
– არა, ფულს. არყისთვის ვაგროვებთ უბანში...
***
ცოლ-ქმარს სექსი უნდა. ბავშვი ვერაფრით მოიშორეს.
– შვილო‚ მე და დედას საქმე გვაქვს‚ საძინებელ ოთახში გავალთ‚ შენ რაფაზე დაგსვამ‚ ფანჯარას თვალი არ მოაცილო‚ არაფერი გამოგრჩეს და, რასაც დაინახავ‚ ყველაფერი ხმამაღლა დაგვიძაზე... ძალიან გვაინტერესებს.
– კარგი... მეეზოვე ეზოს გვის... თამარა ბებო მაღაზიიდან დაბრუნდა ცელოფნებით... რეზო ძია და ლადო სვამენ... ნიკუშას დედას მამამისი რაღაცას უშვრება...
– ეგ საიდან იცი?
– ნიკუშა ფანჯარაში ზის.

скачать dle 11.3