კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

სად შეხვდა ჯონ მალკოვიჩს შორენა ბეგაშვილი და რა შეუფასა შორენას ჯერალდინა ჩაპლინმა



 ლევან თუთბერიძის ფილმი „უშენოდ, მგონი, მოვკვდები”, მოსკოვის ოცდამეცამეტე საერთაშორისო კინოფესტივალზე, საკონკურსო ჩვენებაზე იქნა წარდგენილი. ფესტივალზე დასასწრებად რეჟისორი, მსახიობები – შორენა ბეგაშვილი და გიორგი ზანგური იყვნენ ჩასულები. თბილისში დაბრუნებულ შორენა ბეგაშვილთან იმის გარკვევა ვცადეთ, თუ რამდენად მოხიბლა ჩვენმა ლამაზმანმა რუსული კინოელიტა.
 შორენა ბეგაშვილი: მოსკოვში ჩავედი და მივხვდი, რას ნიშნავს იყო მსახიობი და თავს ვარსკვლავად გრძნობდე. თავი ვიგრძენი ვარსკვლავად – ეს კიდევ მსუბუქი ნათქვამია იმასთან შედარებით, რაც იყო რეალურად. იქ თუ რამეს აკეთებ, მართლა გაფასებენ. არა ისე, როგორც ჩვენთან, ორი სიტყვას რომ იტყვიან: კი, ბევრს მუშაობს ეს გოგო, მაგრამ დიდი არაფერიო. თუ ჩვენთან მსახიობს, რომლის მიმართაც, რაც არ უნდა სიმპათიები ჰქონდეთ, რაღაც კომპლექსებისა თუ არ ვიცი, რის გამო, მაინც არასდროს ეტყვიან ამას, იქ პირიქით, წყაროსავით მოედინება კეთილგანწყობა. ამდენი წელია, ვმუშაობ, ამდენ პროექტში, ფილმში ვარ გადაღებული, ამდენი წარმატება მქონდა და ერთ დოლარად მაინც მყიდიან. იქ კი, სულ რაღაც ერთი ფილმით ვიგრძენი, რას ნიშნავს დაფასება. ცნობილი მსახიობები, მთელი ქვეყნის მიერ დაფასებული არტისტები, მედიის წარმომადგენლები, კრიტიკოსები საოცარ სითბოს გამოხატავდნენ. მადლობებს იხდიდნენ, ასეთი ფილმი რომ გვანახეთო. კომპლიმენტებს მეუბნებოდნენ და ამის არ ერიდებოდათ. წრეში ვიდექით მსახიობები, გარშემო სულ ხალხი გვეხვია, ფოტოებს გვიღებდნენ, ავტოგრაფებს გვთხოვდნენ. ამდენი ავტოგრაფი არასდროს დამირიგებია (იცინის).
– რა დონის კონკურსი იყო?
– ძალიან სერიოზული დონის კონკურსია. ჩვენი ფილმი მთავარ საკონკურსო ჩვენებაზე იყო და წლის საუკეთესო ჩვიდმეტ ფილმში მოხვდა. კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ: ჯერალდინა ჩაპლინი, ამოს გიტაი, ნიკალაი დასტალი, ჰავიერ მარტინ დომინგესი და კაროი მაკი. განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იყო ჟიურის თავმჯდომარის, ჯერალდინა ჩაპლინის, ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილისკენ. ფესტივალზე უამრავი ვარსკვლავი იყო ჩამოსული, მათ შორის – ჯონ მალკოვიჩიც, რომელსაც კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის საგანგებო პრიზი გადასცეს. ერთი სიტყვით, ყველაფერი კინოთი სუნთქავდა, ჰაერიც გაჟღენთილი იყო და უბედნიერესი ვიყავი. რაც შეეხება განრიგს, ყველაფერი  დეტალურად გვქონდა გაწერილი. ჯერ პრესას აჩვენებს ფილმი, შემდეგ იყო პრესკონფერენცია, ფოტოსესია და საღამოს უკვე პრემიერა.
დახურვის დღეს ყველა მონაწილის ფოტო იქნება გამოფენილი, თავისი ავტოგრაფით. სხვათა შორის, ძალიან ცნობილი ფოტოგრაფი იყო მოწვეული, რომელიც ორი საათი მიღებდა ფოტოებს. მერე მითხრა, როდესაც სტუმრად ჩამოხვალთ, დამიკავშირდით, ფოტოსესიას გაჩუქებთო. ძალიან ბევრი, მაგარი ფილმი იყო ნაჩვენები და მართლა დიდი წარმატებაა ჩვიდმეტ  საუკეთესო ფილმში მოხვედრა. პრემიერას ჩვენთან ერთად ნიკიტა მიხალკოვი, ჯერალდინა ჩაპლინი და ჟიურის სხვა წევრები უყურებდნენ. ამაზე საშინლად ვინერვიულე. რომ მცოდნოდა, ისინი ცალკე იქნებოდნენ, მეც მშვიდად ვიქნებოდი, მაგრამ მათ გვერდით ჯდომა და საკუთარი თავის ეკრანზე ყურება, საშინელება იყო. მე და გიორგიმ ხელები დავიჭამეთ. კინოთეატრ „ოქტომბერის” ათასხუთასკაციანი დარბაზი სულ სავსე გახლდათ. მაგრამ ჩვენების დასრულების შემდეგ, იმდენი კომპლიმენტი მივიღეთ, რომ ნერვიულობად ღირდა. იქაურ ვარსკვლავებზე უკვე მოგიყევი, მაგრამ იქ იყვნენ – ნანა ჯორჯაძე, მაია ყიფიანი და სხვა ქართველი სტუმრები, რომლებიც ასევე, ძალიან თბილად გამოხატავდნენ თავიანთ სიმპათიებს.
– კრიტიკა იყო?
– კი, მაგრამ საქმესთან ახლოს. პრესკონფერენციაც პროფესიულ დონეზე იყო და არა ისეთი – ფილმი ნანახი რომ არ აქვთ და მხოლოდ იმაზე გისვამენ კითხვებს, მკერდი რომ გიჩანდა, რას გრძნობდიო?! ეროტიკული ფილმი რომ არ არის, თავი როგორ იგრძენითო, – არავის უკითხავს! იქ გრძნობენ, რომ მსახიობი ხარ და ფილმში ვისაც ასახიერებ, ის შეიძლება ძალიან შორს იყოს შენგან. სხვათა შორის, პრესკონფერენციაზე იყო ერთი კრიტიკოსი, რომლისაც მთელ ფესტივალზე ყველას ეშინოდა. ის ძალიან მკაცრი იყო და უამრავი მწვავე შეკითხვა დაუსვა ლევანს. შემდეგ კი, უკვე მიღების დროს მოვიდა და მითხრა – ძალიან განსხვავებული სილამაზე გაქვთ, იტალიელს ჰგავხართო. ვუპასუხე, მადლობა, თქვენგან არ ველოდი-მეთქი. ჩემი შეფასებები მხოლოდ ფილმს ეხებოდა, თქვენით აღფრთოვანებული ვარო. ამის მოსმენა ისეთი სასიამოვნო იყო, ვერ წარმოიდგენ (იცინის). ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ისიც მითხრა, მეგონა, ბევრი ლამაზი იყო ჩვენს ქალაქში, მაგრამ თქვენ ფონზე, ისინი ახლა ისვენებენო. ძალიან ბევრ ხალხში მითხრა ეს. წარმოგიდგენია, თბილისში ჟურნალისტი რომ მოვიდეს და ძალიან ბევრ ხალხში მსგავსი რამ გითხრას. ბოლო პერიოდში კი არა, პროფესიული კომპლიმენტი საერთოდ არ მიმიღია. კომპლიმენტებს ვიღებ მამაკაცებისგან, ვისაც ჩემი მოხიბვლა უნდა. მაგრამ საქმესთან დაკავშირებული, პროფესიული კომპლიმენტი საქართველოში არ არსებობს. სამი დღე ასეთ სიტუაციაში ვიყავი, წამოსვლა აღარ მინდოდა (იცინის). იქიდან გამომდინარე, რომ ენის ბარიერი არ მქონდა, ძალიან თავისუფლად ვგრძნობდი თავს.
– რაიმე შემოთავაზება ხომ არ მიიღე?
– ისეთი დატვირთული გრაფიკი იყო, ამ მიმართულებით არავინ ფიქრობდა. ყველა თავის ფილმს წარმოადგენდა, სულ გადარბენებზე ვიყავით. რა თქმა უნდა, იყო რაღაც წინადადებები, საუბრები სხვადასხვა პროექტებზე, კინოზე, სადაც მხედავენ, თუმცა ეს მხოლოდ ვერბალურ დონეზე. ოფიციალური არაფერი მომხდარა. ამიტომ, გახმოვანება ჯერ არ მინდა. თუ დამიკავშირდებიან და ამ საუბრებს რაიმე კონკრეტული ოფიციალური ნაბიჯი მოჰყვება, მაშინ ყველაფერს გაგაგებინებთ.
– საღამოობით რა ხდებოდა?
– საღამოებიც გაწერილი იყო. თავისუფალი დრო იმისთვის, რომ ქალაქი დაგვეთვალიერებინა, „გვეშოპინგა“, არ გვქონია. საღამოს იყო მიღებები და ერთი დღე მიღება გვქონდა ესპანეთის საელჩოში – ელჩმა მიგვიღო, ბევრი ვისაუბრეთ კინოზე. მეორე საღამოს მიღება გაგვიმართეს იქ მცხოვრებმა ქართველებმა. მოკლედ, სულ პატივისცემაში ვიყავით. ზოგჯერ, ორ-სამ ადგილას გვიწვევდნენ ერთდროულად, არადა, ცენტრშიც კი, ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლას მინიმუმ, ერთი საათი უნდა. ჩამოწერილი გვქონდა განრიგი და მოწესრიგებას ძლივს ვასწრებდი, უკვე სხვაგან გავრბოდით.

скачать dle 11.3