კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (108)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

როგორ შევძლოთ სასურველი წონის შენარჩუნება ასტროლოგიური რჩევებით



დღეს ბევრი ადამიანი იცავს დიეტას, რადგან წონის რეგულირება მათთვის პრობლემაა. ზოგადად კი, ზოგს ჭარბი წონა აწუხებს, ზოგი კი პირიქით, სიგამხდრეს უჩივის და წონაში მომატებას ვერ ახერხებს. ეს ყველაფერი კი პლანეტების განლაგებას უკავშირდება. ვისაც ნორმალური წონის შენარჩუნება უჭირს, ძირითადად, „მშვილდოსნის” ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული. მათ უყვართ მჯდომარე ცხოვრება და დიდ დროს  არ უთმობენ სპორტს, ვარჯიშსა და სუფთა ჰაერზე სეირნობას. ამავე პრობლემას აწყდებიან ტყუპების, კირჩხიბისა და კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებიც.
არსებობს ისეთი პერიოდები, რომლებიც განსაკუთრებით საშიში და სახიფათოა წონაში დაკლების მსურველებისთვის. ბევრი ამისთვის საკვებს  არ მიირთმევს შუადღის შემდეგ. არადა, მთავარია, ამ დროს ცოტა ჭამოთ, რაც შეიძლება ბევრი ივარჯიშოთ და მეტი ენერგია დახარჯოთ. ამისთვის კი საღამოს უნდა ჭამოთ ადვილად მოსანელებელი და მსუბუქი საკვები.
ასევე, გახდომის მსურველებმა უმჯობესია, დიეტა მთვარის მეექვსე, მეცამეტე, მეოცე და ოცდამეშვიდე დღეს დაიცვან.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის, ასტროლოგიურად დამახასიათებელია გამოკვეთილი ლავიწის ძვლები და შევსებული ლოყები. მთავარია მათ ყურადღება მიაქციონ ხშირ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ზოგი ზედმეტ წონას უჩივის, ზოგი წონის მომატებაზე ფიქრობს, ზოგს კი წონის შენარჩუნება უჭირს... და, ამ დროს ბევრი არ ფიქრობს იმაზე, რომ მთვარის ფაზებს მიაქციოს ყურადღება, იკვებოს სწორად და ასევე, სწორად დაგეგმოს წონისთვის სასურველი დასაკლები თუ მოსამატებელი დღეები.
ნებისმიერმა ადამიანმა მრავალფეროვანი საკვები უნდა ჭამოს. მისი მიღება კი მკაცრად განსაზღვრულ საათებში უნდა ხდებოდეს.
მაგალითად, ხუთშაბათს კარგია დიეტის დაცვა. თუ ეს გიჭირთ, შეეცადეთ საჭმლის მიღებისგან საღამოს საათებში მაინც შეიკავოთ თავი.
წონაში მომატების მსურველებმა კი განსაკუთრებით ბევრი საკვები უნდა მიირთვან ახალი მთვარიდან მეორე, მეცხრე, მეთექვსმეტე, ოცდამესამე და ოცდამეათე დღეს.
გაარკვიეთ ამ დროს რომელი სტიქია ჭარბობს თქვენს ასტროლოგიურ ენერგეტიკულ რუკაზე. მაგალითად, თუ თქვენში მეტია მიწის სტიქია, ცომეულსა და ტკბილეულს მაქსიმალურად მოერიდეთ. უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ, მწვანე შეფერილობის ბოსტნეულს; თუ წყლის სტიქია ჭარბობს, მაშინ აუცილებელია, შეზღუდოთ საკვებ რაციონში სითხის, თევზეულისა და ზღვის პროდუქტის მოხმარება.
ასევე, ზედმეტი სიგამხდრე ან სიმსუქნე იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გარემოში გიწევთ უმეტესი დროის გატარება მთელი დღის განმავლობაში.
შეამოწმეთ, ხომ არ ცხოვრობთ ან მუშაობთ გეოპათოგენურ ზონაში, სამუშაო მაგიდა კედლის კუთხისკენ ზედმეტად ხომ არ არის მიმართული. თუ ასეა, მაშინ, აუცილებლად უნდა შეცვალოთ ინტერიერი და ამით წონის პრობლემასაც ადვილად დაარეგულირებთ.

скачать dle 11.3