კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს



კითხვა: დავიბადე 1987 წლის 5 მარტს, ჩემი რჩეული (ქალი) კი – 1987 წლის 14 დეკემბერს. სამომავლოდ, როგორი ურთიერთობა გვექნება და სასურველია თუ არა ოჯახი შევქმნათ ასტროლოგიური თვალსაზრისით?
პასუხი: გეტყვით, რომ თქვენ შორის ურთიერთობის შენარჩუნება ცოტა რთულია, რადგან ქალი თავისუფლებისმოყვარე, აქტიური „მშვილდოსანია“, „თევზი“ მამაკაცი კი – ემოციური, რომანტიკული და მგრძნობიარე. ამიტომ, თქვენ შორის გარკვეული პრობლემები მომავალში გარდაუვალია. თქვენთვის გაცილებით უკეთესია ურთიერთობა ასტროლგიური თვალსაზრისით „ვერძთან“ ან „მერწყულთან“. რაც შეეხება გოგონას, მისთვის კი კარგია ურთიერთობა „ვერძის“ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცთან. ასე რომ, თუ კომპრომისზე არ წახვალთ და დიპლომატიას არ გამოიყენებთ, მაშინ თქვენს შორის ურთიერთობა დაიძაბება. ამიტომ, მეტი დათმობა და დაკვირვება გმართებთ.
კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 1998 წლის 23 თებერვალს, ღამის ორ საათზე. რომელი პროფესია იქნება მისთვის წარმატებების მომტანი სამომავლოდ?
პასუხი: თქვენი შვილისთვის მისაღებია და წარმატებების მომტანი შემდეგი პროფესიები: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, პედაგოგიური მოღვაწეობა, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, დასვენების ინდუსტრია, რელიგია, ფილოსოფია, ასტროლოგია.
კითხვა: დავიბადე 1976 წლის 17 აგვისტოს. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?
პასუხი: უცხოეთის ქვეყნებიდან თქვენთვის მისაღებია: უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, ბელგია, მოლდოვა, არგენტინა, ესპანეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი, შრი-ლანკა, მაროკო, ნორვეგია, სირიის ჩრდილოეთი ნაწილი, მექსიკა, კუბა და ინდოეთი.
კითხვა: დავიბადე 1992 წლის 25 იანვარს, დილით, დაახლოებით 4-5 საათზე. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელ პროფესიებში გამიმართლებს და რომელ უცხო ქვეყანაში მირჩევთ ძალების მოსინჯვას?
პასუხი: თქვენი კარმული მისია უკავშირდება ისეთი თვისებების წინ წამოწევას, როგორიცაა: ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, დისციპლინა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება. უნდა ისწავლოთ დამოუკიდებლად მოქმედება, გამოავლინოთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. იყოთ მაქსიმალისტი, ერთგული, მოწესრიგებული. იმავდროულად, უნდა შეგეძლოთ ინიციატივის გამოვლენა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. პატივი ეცით ტრადიციებს და ასევე, იერარქიულ სისტემას. ეს თქვენი კარმული მისია და ცხოვრებაში წარმატებების მომტანი ფაქტორია. პროფესიებიდან კარგია და მისაღები: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, მედიცინა, პოლიტიკა, იურისპრუდენცია, უშიშროების სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, მშენებლობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია. რაც შეეხება უცხოეთს, თქვენთვის მისაღებია შემდეგი ქვეყნები: ისლანდია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, მექსიკა, ლიტვა, საბერძნეთი, ინდოეთი, ბოლივია, რუსეთიდან – ციმბირი, ჩინეთის სამხრეთი მხარე, ტიბეტი, სირია, გერმანია, ბელგია, ალბანეთი, თურქმენეთი, მაკედონია, იაპონია, ხორვატია, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელორუსია. ყველა ეს ქვეყანა წარმატების მომტანია თქვენთვის.

скачать dle 11.3