კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საიდუმლოებებით არის მოცული ბრიტანელი ლორდისა და ქართველი დიდგვაროვანი ბაგრატიონის რომანი



დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის  გაერთიანებული სამეფოს დიგვაროვანი ინგლისელი ლორდის – სტივენ ჰენრი ლოიდის ძე, ენათმეცნიერი და ასოცირებული პროფესორი, უმცროსი სტივენ ლოიდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთობის მამისეულ ტრადიციას განაგრძობს...
მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის  გაერთიანებული სამეფოს დიდგვაროვანი ლორდი, პროფესორი დოქტორი სტივენ ჰენრი ლოიდი ინგლისური ენის კათედრაზე ლექცია-სემინარებს კითხულობდა. დანარჩენს უმცროსი სტივენ ლოიდი გვიამბობს, რომელიც მსოფლიოში პირველი იაპონურ-ქართული და ქართულ-იაპონური ლექსიკონის შემდგენელია.
– ბატონო სტივენ, გვიამბეთ მამათქვენზე.
– დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთინებული სამეფოს დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდი, დოქტორი სტივენ ჰენრი ლოიდი დაიბადა ინგლისის საგრაფოში. იგი ერთადერთი შვილი იყო ოჯახში. სტივენი ბეჯით მოსწავლედ ითვლებოდა. მან კარგად იცოდა ისტორია, ლიტერატურა... გატაცებული იყო უცხო ენებით, მათ შორის რუსულით. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, ახალგაზრდა ფილოლოგი, დოქტორი, ლორდი – სტივენ ჰენრი ლოიდი გასული საუკუნის 60-იან წლებში საბჭოთა რუსეთში იმყოფებოდა და მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს  ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში... პირველად, სწორედ საბჭოთა რუსეთიდან დაიწყო მისი სასიყვარულო რომანი, სადაც ის, სრულიად შემთხვევით შეხვდა დიდგვაროვან ქართველ გოგონას, საქართველოს ბაგრატიონთა ოჯახის წარმომადგენელს – ქეთი ბაგრატიონს და მასთან ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. ინგლისელმა ლორდმა ქეთისგან შეიტყო, რომ საბჭოთა კავშირში არსებობს ერთი პატარა, მაგრამ ულამაზესი ქვეყანა, რომელსაც საქართველო ანუ „ჯორჯია” ჰქვია. ახალგაზრდა პროფესორს ქართველი გოგონას მშობლიური ქვეყნის მოსაძებნად ჩანთიდან მსოფლიო რუკა ამოუღია, მაგრამ მასზე საქართველოს არც ფერი ჰქონდა და არც გეოგრაფიული მდებარეობა. დიდგვაროვანი ინგლისელი ძალიან მოიხიბლა ქართველი ქალის არისტოკრატული სილამაზით, დაინტერესდა საქართველოთი, ქართული კულტურით და ქეთისთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდა. ბატონ სტივენს პატარა ქართველ გოგონაზე საკმაოდ საინტერესო მოგონებები ჰქონდა და უდიდესი გრძნობებით შეპყრობილი, ხშირად საუბრობდა მეგობრებთან უმშვენიერეს მანდილოსანზე, ქალბატონ ქეთი ბაგრატიონზე, რომელიც შემდეგ მისი მეუღლე გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოთა წყობილების პირობებში, სასტიკად აკრძალული და საშიში იყო უცხოელთან ურთიერთობა და ქართველ ქალთან ოჯახის შექმნა. გარდა ამისა, სტივენს არანაკლებ წინააღმდეგობას უწევდნენ მისი მშობლებიც. მათ ქართველი რძალი არ სურდათ. ქეთის ომისა და „ვოდკის” მოყვარულ „რუსს” ეძახდნენ. მიუხედავად ყოველგვარი წინააღმდეგობისა, ბრიტანულ-ქართულმა სიყვარულმა გაიმარჯვა – ლორდ სტივენ ჰენრი ლოიდმა და ქეთი ბაგრატიონმა ფარულად იქორწინეს სამხრეთ ოსეთში. ოფიციალური რეგისტრაციის უფლება კი მხოლოდ მაშინ მიიღეს, როცა უკვე ორი შვილი შეეძინათ – უფროსი ქალიშვილი, ქეით ლოიდი და უმცროსი ვაჟიშვილი, სტივენ ლოიდი. დედა დაიბადა და ცხოვრობდა ახალგორის რაიონში. მე და ჩემი დაც იქ დავიბადეთ. დაბადების ადგილად ახალგორი გვიწერია.
– სად გააგრძელა მოღვაწეობა სტივენ ლოიდმა?
– ინგლისელი ლორდი, დოქტორი სტივენ ჰენრი ლოიდი საქართველოში დასახლდა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა.  სხვათა შორის, ქართული მედია ხშირად იხსენებს დიდგვაროვანი ინგლისელი ლორდის, დოქტორ სტივენ ჰენრი ლოიდისა და მისი დიდგვაროვანი მეუღლის, საქართველოს ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წარმომადგენლის, ქეთი ერეკლეს ასული ბაგრატიონის ოჯახის შესახებ. უდიდეს პატივს მიაგებენ მათ ნათელ ხსოვნას. საბჭოთა კომუნისტური წყობილების მკაცრ პირობებში კი, მაშინდელი ეგრეთ წოდებული „კაგებეს” აგენტები სასტიკად ექცეოდნენ ბრიტანულ-ქართულ ოჯახს. დევნიდნენ, მაშინდელი მილიციის განყოფილებაში იბარებდნენ, ავიწროებდნენ. მათ შვილებს კი საბავშვო ბაღშიც არ გვიშვებდნენ. გვემუქრებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ  მამით, ეროვნებითა და გვარ-სახელებით ინგლისელები ვიყავით, დედით კი დიდგვაროვანი სამეფო გვარის წარმომადგენლის – ქეთი ბაგრატიონის შვილები. სტივენ ლოიდის მოღვაწეობა საქართველოში დიდხანს ვერ გაგრძელდა. დოქტორი სტივენ ჰენრი ლოიდი ხელოვნურად შექმნილ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ასე დარჩა ქვრივი ქეთი ბაგრატიონი თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად.
– თუმცა ქალბატონი ქეთის მარტოობა დიდხანს არ გაგრძელებულა...
– მალე ახალგაზრდა ქვრივის ცხოვრებაში გამოჩნდა ქართველი მამაკაცი – ოთარ სვანიძე, რომელმაც ქეთი ბაგრატიონის შვილები, პატარა ქეითი და სტივენი იშვილა, მამობა გაუწია, ქართული სახელები შეარქვა და მათგანაც უზომო სიყვარული დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა წყვილს – ოთარ სვანიძეს და ქეთი ბაგრატიონს რეგისტრირებული ქორწინება არ ჰქონიათ, ისინი პატარა ქალ-ვაჟთან ერთად, თავს ბედნიერ ოჯახად გრძნობდნენ... შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო, ქეთი ბაგრატიონი დიაბეტით დაავადდა და მხედველობაც დაკარგა. მალე დიდებული ქალბატონი სრულიად დაბრმავდა, დიაბეტიც გაუმწვავდა და სულ ახლახან საავადმყოფოში გარდაიცვალა.
– იქნებ დედაზე, ქეთი ბაგრატიონზე მეტი გვითხრათ...
– ქეთი ერეკლეს ასული ბაგრატიონი დაიბადა სამხრეთ ოსეთში. მისი მამა, ერეკლე ბაგრატიონი წარმოშობით ჩრდილოეთ კავკასიიდან იყო, ხოლო დედა ელენე ქართველიშვილი სამხრეთ ოსეთიდან. საბჭოთა წყობილებისა და სტალინიზმის მკაცრი რეჟიმის პირობებში, ბაგრატიონებმა რეპრესიები განიცადეს და გაუსაძლისი მდგომარეობის გამო ქეთის მშობლები სამშობლოდან გაძევებას შეეწირნენ. ობლად დარჩენილი პატარა ქეთი ბებიამ სასწრაფოდ თავის გვარზე – ქართველიშვილზე გადაიყვანა, მამის სახელიც ერეკლე – ბესარიონზე შეუცვალა და ბაგრატიონებზე მოსალოდნელი რისხვა თავიდან ააცილა. ასე იზრდებოდა პატარა ქეთი ბებიის გვარზე, რომელსაც კატია ქართველიშვილს ეძახდნენ. გასული საუკუნის 60-იან წლებში, უმაღლესი განათლების მისაღებად ქეთი ბაგრატიონი მოსკოვში იმყოფებოდა. ქეთიმ სამედიცინო ფაკულტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა, მოსკოვიდან სტივენთან ერთად დაბრუნდა საქართველოში და როგორც აღვნიშნე, მიუხედავად ყოველგვარი წინააღმდეგობისა, მათ იქორწინეს.
– გაგვაცანით თქვენი და, რომლის შვილებიც სტალინის შთამომავლები არიან...
– ქეით სტივენის ასული ლოიდი დაიბადა საქართველოში, მისი მამის – ლორდ სტივენ ჰენრი ლოიდის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობის პერიოდში. მას თავის დედის, ქალბატონ ქეთი ბაგრატიონთან დაკავშირებული სახელი – ქეითი დაარქვეს. მამის გარდაცვალების შემდეგ, როგორც მოგახსენეთ, პატარა ინგლისელი გოგონა ქართველმა მამაკაცმა, ოთარ სვანიძემ იშვილა. ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ მამობილს სასწრაფოდ უნდა გადავერჩინეთ პატარა და-ძმა, აეცილებინა ჩვენთვის მოსალოდნელი განსაცდელი და უბედურება.  საშუალო განათლების მიღების შემდეგ, ქეით ლოიდმა სწავლა თბილისის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა.
80-იანი წლების დასასრულს ქეით ლოიდის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილები მოხდა – უეცრად გამოჩნდა ქალაქ გორში დაბადებული და აღზრდილი, საბჭოთა კავშირის დიდი ბელადის, იოსებ სტალინის საგვარეულო ოჯახის წარმომადგენელი მირიან ჯუღაშვილი. მირიანს რაღაც განსაკუთრებული გრძნობით შეუყვარდა დიდგვაროვანების ოჯახის ასული – ჰერცოგინია ქეით ლოიდი და შემდეგ ცოლადაც მოიყვანა. მათ ორი შვილი შეეძინათ: უფროსი ვაჟიშვილი – იოსებ ჯუღაშვილი და უმცროსი ქალიშვილი – თეკლა ჯუღაშვილი.
– კიდევ რას გვეტყვით თქვენზე... 
– ბრიტანულ-ქართული ფესვების მქონე უმცროსი სტივენ ლორდ ლოიდი მშობლების შესახებ თამამად ვამბობ, რომ ერთმა შემქმნა და მეორემ კი გამზარდა. ამიტომაც, ორი მამა მყავს და ორივე მიყვარს, ისევე როგორც სამშობლო. განსაკუთრებულად, მაშინ ვამაყობ, როცა ქართველს მამსგავსებენ... ჩემს ძარღვებში მამით ინგლისელი დიდგვაროვანის თავაზიანი, მორიდებული და ზრდილობიანი სისხლი ჩქეფს, ხოლო ჩემს სულში დედით ქართველი თავადის არისტოკრატიული, ძლიერი, მტკიცე, უდრეკი და შეუპოვარი, მაგრამ ყველაზე თბილი და გულუხვი სული ბობოქრობს.
 უცხო ენები თავიდანვე მიტაცებდა. რვა ენას ვფლობ, მათ შორის ოსურს, რომელსაც დიდი ბებია მასწავლიდა. ჯერ კიდევ პატარამ ქართული-ოსური ურთიერთობებისა და მეგობრობის შესახებ ოსურ ენაზე წიგნიც კი დავწერე. დამთავრებული მაქვს ლონდონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები: ფილოლოგიური, ჟურნალისტიკისა და იურიდიული ფაკულტეტები. ჩემი ინგლისელი მამისა და ქართველი დედის პატივსაცემად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი და რამდენიმე წითელი დიპლომიც დავიმსახურე. გამოცემული მაქვს ნაშრომები და სახელმძღვანელოები: ვარ მსოფლიოში პირველი ქართულ-იაპონური და იაპონურ-ქართული ლექსიკონების შემდგენელი და ავტორი.
ბრიტანეთში იურისკონსულტი ვარ მოქალაქეობისა და ემიგრაციის საკითხებში და პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ვეწევი. საქართველოში ჩამოსვლამდე ინგლისის უნივერსიტეტებში ლექციებს ვკითხულობდი. დღეს სამშობლოში ვარ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მამისეულ ტრადიციას ვაგრძელებ...

скачать dle 11.3