კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ადვოკატი გირჩევთ



კითხვა: ჩემი მამიდაშვილი არის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული. ვის შეუძლია პატიმრის ნახვა ციხეში და შემიძლია თუ არა პირადად მოვინახულო ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში?
პასუხი: პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შეიძლება მიეცეს მის ახლო ნათესავებთან ხანმოკლე პაემნის უფლება. უფრო კონკრეტულად, პატიმართან შეხვედრის უფლების მქონე პირები არიან: შვილი, მეუღლე, მშობელი (მშვილებელი), ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან, დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი და მამიდაშვილი, აგრეთვე ის პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში. შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ შეხვდეთ თქვენს მამიდაშვილს. ამასთან, პატიმართან შეხვედრის მოთხოვნის თაობაზე სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული 5 დღით ადრე. პატიმართან შეხვედრის უფლების მქონე პირებმა ადმინისტრაციას უნდა წარუდგინონ ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის რა სახეებია გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიმართ?
პასუხი: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:
ა) გაფრთხილება;
ბ) ჯარიმა;
გ) იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო;
დ) იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო;
ე) მოქალაქისათვის მინიჭებული სპეციალური უფლების (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) ჩამორთმევა;
ვ) გამასწორებელი სამუშაოები;
ზ) ადმინისტრაციული პატიმრობა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს კანონებით შეიძლება, გათვალისწინებული იქნეს საქართველოს ფარგლებიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის იმ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ადმინისტრაციული გაძევება, რომლებიც უხეშად არღვევენ მართლწესრიგს.
კითხვა: შეიძლება თუ არა პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გაუფრთხილებლობით  ჩადენისათვის?
პასუხი: დიახ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გაუფრთხილებლობით ჩადენისთვის. კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაუფრთხილებლობით ჩადენილად ჩაითვლება, თუ მისი ჩამდენი პირი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა, მათ თავიდან აცილებას; ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა.
კითხვა: გთხოვთ განგვიმარტოთ, რომელ მოგირავნეს აქვს რამდენჯერმე დაგირავებული ქონების რეალიზაციის უფლება?
პასუხი: თუ გირავნობის საგანი რამდენჯერმეა დაგირავებული, მაშინ მისი რეალიზაციის უფლება აქვს ნებსმიერ მოგირავნეს მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომისას. მოგირავნეს, რომლის გირავნობის უფლებაც წინ უსწრებს რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის უფლებას, შეუძლია, გირავნობის საგნის შესაძლო რეალიზაციის შესახებ, შემდგომი მოგირავნის წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ორი კვირის განმავლობაში, აცნობოს შემდგომ მოგირავნეს იმის თაობაზე, რომ:
 ა) იგი სარგებლობს გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებით. ამ შემთხვევაში, შემდგომი მოგირავნე ვერ განახორციელებს რეალიზაციას და რეალიზაციის განხორციელების ვალდებულება დაეკისრება წინა მოგირავნეს;
ბ) იგი თანახმაა, რომ გირავნობის საგნის რეალიზაცია განახორციელოს შემდგომმა მოგირავნემ, ოღონდ იმ პირობით, რომ რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან თავისი მოთხოვნა უპირატესად დაკმაყოფილდება. აღნიშნულ შემთხვევაში, რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან შემდგომი მოგირავნის მოთხოვნაზე უპირატესად დაკმაყოფილდება წინა მოგირავნის მოთხოვნა. თუ წინა მოგირავნე არ ისარგებლებს მითითებული უფლებით, გირავნობის საგანი დატვირთული რჩება იმ მოგირავნეთა უფლებებით, რომელთა გირავნობის უფლება წინ უსწრებს რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის უფლებას. ამასთან, რეალიზაციის განმახორციელებელ მოგირავნეს და შემძენს ეკისრებათ საჯარო რეესტრში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისთვის.
კითხვა: მაქვს უძრავი ქონება – საცხოვრებელი სახლი, რომელიც დატვირთულია იპოთეკით. შესაძლებელია თუ არა გადახდისუუნარობის შემთხვევაში, ჩემი კუთვნილი უძრავი ქონება პირდაპირ გადავიდეს იპოთეკარის საკუთრებაში?
პასუხი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული იპოთეკის ხელშეკრულებით. სხვა შემთხვევაში, თუ მოვალე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება, გადავიდეს იპოთეკარის საკუთრებაში თუ კრედიტორი და მოვალე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საჯარო რეესტრს. ამასთან, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების კრედიტორის  საკუთრებაში გადასვლისას, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. შესაბამისად, თქვენი იპოთეკით დატვირთული ქონება მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა პირდაპირ იპოთეკარის საკუთრებაში, თუ ამის შესახებ არსებობს პირდაპირი მითითება ხელშეკრულებაში.

скачать dle 11.3