კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმოსი და რეალობა



1973 წელს ჩრდილოეთ კალიფორნიის ასტრონომიული ასოციაციის პრეზიდენტმა, პირველად განალაგა ტელესკოპები პარკებსა და სავაჭრო ცენტრებში. ამით მან ადამიანები მეცნიერებას აზიარა. მანვე დააწესა კოსმოსის მოყვარულთა დღე – ის მაისის დასაწყისში აღინიშნება. მაშინ, როცა მთვარე თავის მეოთხედ ფაზაში გადადის.
* ყველაზე საიდუმლოებით მოცული და უცნაური პლანეტა ნიბირუა. ძველი შუმერები, მას მზის სისტემის მე-12 პლანეტად მოიხსენიებდნენ. პლანეტას მკვეთრად გამოწეული, გამობზეკილი ორბიტა აქვს. გარდა ამისა, ის ადამიანებს მხოლოდ 3 600 წელიწადში ერთხელ ეჩვენება. ლეგენდის მიხედვით, ნიბირუზე სახლობენ კოსმოსის „მასწავლებლები“, რომლებმაც შექმნეს ადამიანების ცივილიზაცია. მეცნიერები ნიბირუსთან მორიგ „შეხვედრას“ 2158 წლისთვის ვარაუდობენ.
* ახლახან მეცნიერებმა მზის სისტემაში მეათე პლანეტა აღმოაჩინეს. ის მზისგან ორჯერ უფრო შორს არის, ვიდრე პლუტონი და დედამიწაზე ოთხჯერ უფრო პატარაა. მას ჯერ სახელიც არ აქვს.
* დილის ვარსკვლავი – ასე ეძახიან მეორენაირად ვენერას და სიყვარულის ქალღმერთის სახელს ტყუილად არ ატარებს – ის პლანეტებს შორის ყველაზე მშვენიერია. სიკაშკაშით ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავებსაც კი ჯაბნის. გამოასხივებს თანაბარ, თეთრ ნათებას. როგორც მთვარეს, ვენერასაც შეუძლია, ჩანდეს მთლიანად და ნამგლისებურადაც.
* მთელ მსოფლიოში მხოლოდ გასულ წელს, კოსმოსურ პროგრამებზე 68 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.
* პირველი პატარა ტელესკოპი შექმნა გალილეო გალილეიმ 1609 წელს, რომლის საშუალებითაც უამრავი, შესანიშნავი რამ აღმოაჩინა: პატარა გორაკები მთვარეზე, იუპიტერის თანამგზავრი, ლაქა მზეზე, რამდენიმე ახალი ვარსკვლავი... დღეისთვის ყველაზე დიდი ტელესკოპი კანარის კუნძულებზეა. მისი სარკის დიამეტრია – 10,4 მეტრი. ფართობი კი – 82 კვადრატული მეტრი. ტელესკოპის საზეიმო გახსნას 2009 წელს თავად ესპანეთის მეფე, ხუან კარლოს პირველი ესწრებოდა.

скачать dle 11.3