კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (51)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

გადატრიალება ფოტოგრაფიაში



კომპანია Lytro-მ ახლახან გამოუშვა ფოტოკამერა, რომელიც რევოლუციას მოახდენს სამოყვარულო ფოტოგრაფიაში და სამუდამოდ დაიხურება ბუნდოვანი, არაფოკუსური სურათების თემა. ახალი ფოტოაპარატი ფოკუსს მაშინ ასწორებს, როცა სურათი გადაღებულია და ეს შეგიძლიათ ფოტოს დათვალიერებისას კომპიუტერში – ერთი „დაკლიკებით“.  Lytro-ს კამერა გაცილებით მეტ შუქს „იჭერს“, თან, სხვადასხვა კუთხიდან. ეს სპეციალური სენსორის – მიკროლინზური მატრიცით გახდა შესაძლებელი, რომლის პრინციპი მრავალი ლინზის ეფექტის ეკვივალენტურია.
Lytro-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, 31 წლის რენ ჰგ ოცნებობდა ერთი ფოტოაპარატის კორპუსში 100 ციფრული კამერა მოეთავსებინა. როგორც ჩანს, ეს მოახერხა. თავისი  კონცეფცია, თავდაპირველად, საკანდიდატო დისერტაციის დაცვაზე ჩამოაყალიბა სტენფორდის უნივერსიტეტში. იმავე წელს კი, კომპიუტერულ მეცნიერებაში საუკეთესო სადოქტორო დისერტაციების მსოფლიო კონკურსში გაიმარჯვა.
ამ გამოგონებას „ფოტოგრაფიაში გარღვევას“ უწოდებენ. ახალი კამერის წონა ჩვეულებრივი, საშუალო ციფრული ფოტოაპარატის ტოლია და შესანიშნავ სურათებს იღებს სიბნელეშიც კი. რენ ჰგ ირწმუნება,  რომ  მისი ფასი ბაზარზე თანამედროვე მოდელების ღირებულებაზე მეტი არ იქნება, რაც, ექსპერტების აზრით, 40-მილიარდდოლარიან ინდუსტრიას შესამჩნევად შეარყევს.

скачать dle 11.3