კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2018 (155)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)

როგორ გახდა მულატი მარიამ სანოგო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი და ვინ არიან მისი მშობლები



16 წლის მარიამ სანოგო თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტო „ჯეო მოდელსის“ ერთ-ერთი სახეა. მისმა მშობლებმა ერთმანეთი საფრანგეთში გაიცნეს, 2 წლის მარიამი საქართველოში ჩამოიყვანეს და მას შემდეგ აქ იზრდება.
მარიამ სანოგო: 16 წლის ვარ, 23-ე სკოლაში ვსწავლობ, მეთერთმეტე კლასში გადავედი. ჩემმა მშობლებმა საფრანგეთში სწავლის დროს გაიცნეს ერთმანეთი და შეუყვარდათ, ერთად ცხოვრობდნენ. შემდეგ დავიბადე მე. როდესაც ორი წლის გავხდი, ჩამომიყვანეს თბილისში. თავიდან მშობლები ერთად ჩამოვიდნენ, შემდეგ მამა საფრანგეთში დაბრუნდა, მე და დედა კი აქ დავრჩით.
– საიდან არის მამა?
– მამა აფრიკიდან არის, ბურკინაფასოდან, მუსლიმანია. მაგრამ, მე მართლმადიდებელი ვარ. საქართველოში რომ ჩამომიყვანეს, მაშინვე მომნათლეს. ეკლესიაშიც დავდივარ, თუმცა ბოლო დროს ისე ხშირად ვეღარ ვახერხებ და გული მწყდება. სულ ვცდილობ, მივიდე იქ.
– როგორ იზრდებოდი თბილისში?
– დედა, ბებია, ბაბუა, მოკლედ, მთელი სანათესაო იყო ჩემს აღზრდაში ჩართული. დავდიოდი ბაღში. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ყველა მიცნობს. მეზობლები და ნათესავები ჩემზე გადაყოლილები იყვნენ. მხიარულ გარემოში ვიზრდებოდი.
– თე შეგქმნია სხვა ბავშვების მხრიდან კანის ფერის გამო პრობლემა?
– პატარაობიდან ყველაფერი ვიცოდი, ამიტომ არ ვაქცევდი ყურადღებას. ბავშვების მხრიდან იყო ზოგჯერ რაღაცეები, მაგრამ არასდროს მიმქონდა გულთან. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ისინი არასდროს აქცევდნენ ამას ყურადღებას. როდესაც ქუჩაში მეგობრებთან ერთად ვარ, ჩემი დაქალი ყოველთვის თარჯიმანი ჰგონიათ, რაღაცეებს ეკითხებიან. უკვე ყველა ხუმრობს, „მაიკა“ უნდა შეიკერო, წარწერით – „მე ქართველი ვარ“. ისინი უფრო წუხდებიან, მე არ ვაქცევ ამას ყურადღებას. ხშირად მომისმენია, ჩემზე რომ საუბრობენ, ზოგჯერ მოდიან, ცდილობენ, ინგლისურად რამე მითხრან და მე რომ ქართულად ვპასუხობ, საოცარ სახეს იღებენ, ცუდად ხდებიან ხოლმე.
– ქართული ხასიათი გაქვს?
– ქართული ხასიათი მაქვს, თავისი პატარა კომპლექსებით, მაგრამ ეს არაფერში მიშლის ხელს. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ტრადიციული ოჯახი მაქვს, კოჭებამდე კაბით უნდა ვიარო და ასე შემდეგ. ყველაფრის მიმართ ჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვთ, მეც თავისუფლად ვარ აღზრდილი.
– ისეთი ხვეული თმა გაქვს, ალბათ, ძალიან რთულია მისი დავარცხნა და მოვლა.
– ბავშვობაში დედაჩემი ძალიან ხშირად მიწნავდა თმას და სულ ვეხვეწებოდი: დედა, გეხვეწები, აღარ დამიწნა, მტკივა. მე მეძინა, მაგრამ ის მაინც მიწნავდა. იმიტომ რომ, სულ მებურდებოდა. საკმაოდ ძნელი მოსავლელია. თუ ხშირად არ დაივარცხნი, მერე უნდა შეიჭრა. მალ-მალე შეჭრა არ მინდა. თმის დავარცხნა საკმაოდ დიდი და ხანგრძლივი პროცესია.
– ალბათ, მღერი და ცეკვავ კიდეც.
– ვმღერი, ნიჭიერთა ათწლედში დავდივარ ვოკალზე, ვცეკვავ კიდეც. თავიდან გუნდში ვმღეროდი, შემდეგ კერძოდ დავიწყე მომზადება. ვნახოთ, რა იქნება. ძირითადად, საოპერო ნაწარმოებებს ვმღერი, სოპრანო ვარ.
– ოპერის მომღერლობა ხომ არ გინდა?
– არა, უფრო ჯაზი მინდა. ჯერჯერობით უნდა ვისწავლო და მერე უკეთ გავერკვევი, რა მიმართულება ავირჩიო. ჯაზი ძალიან მიყვარს.
– და-ძმა გყავს?
– ძმა მყავს წლინახევრის. 15 წელია, ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა. ძალიან საყვარელია და თან, კარგი გასართობი, ვერთობი. ძალიან მიყვარს. როგორც შემიძლია ვეხმარები დედას მის გაზრდაში, ვეჩვევი ნელ-ნელა.
– როგორი გართობა გიყვარს, სად დადიხარ ხშირად?
– საკმაოდ აქტიური ვარ, ბავშვობაში ძალიან ცელქი ვიყავი, უჭირდათ ჩემი გაჩერება. სულ უნდა მეხატა, მერბინა, მეთამაშა, დღემდე ასეთი აქტიური ვარ და აქტიურადაც ვერთობი. მეგობრებთან ერთად მიყვარს ბუნებაში ყოფნა, კინოში წასვლა.
– სიცელქის გამო ხიფათებში ხომ არ ეხვეოდი?
– როგორ არა, სულ „შრამები“ მაქვს ტანზე, მუხლებზე. სოფელში ეზოში ბიჭებთან ერთად ხშირად ვთამაშობდი და ვეცემოდი. გორის გვერდით არის სოფელი ხიდისთავი. ყოველ ზაფხულს დავდიოდი იქ, ძალიან მიყვარს იქაურობა. ყველა მიცნობს, თბილად მხვდებიან. ბიჭებთან ერთად დაჭერობანას, ფეხბურთს ვთამაშობდი. კარგად ვერთობოდი. როგორც გოგონებთან, ბიჭებთანაც ძალიან კარგად ვმეგობრობდი. თუმცა, მგონი, ბიჭი მეგობარი უფრო მეტი მყავს, ვიდრე გოგონა.
– საკმაოდ მხიარული, კომუნიკაბელური ჩანხარ.
– მეგობრებიც მეუბნებიან, მხიარული და, მეგობრული, ხარო. თუ ადამიანი მომეწონება, მასთან ადვილად შევდივარ კონტაქტში. რაღაცით უნდა დამაინტერესოს, რომ გავიცნო, საერთო ინტერესები უნდა გვქონდეს. თუმცა, ძალიან ბევრი მეგობარი ჩემგან რადიკალურად განსხვავდება, უფრო მშვიდი და წყნარია, მაგრამ, მაინც ვმეგობრობ მათთან, რადგან მათ აქვთ ის, რაც მე არ მაქვს და პირიქით.
– როდის გადაწყვიტე მოდელობა?
– დაახლოებით ერთი წლის წინ. რომ წამოვიზარდე, მომინდა მოდელობა. ხშირად ვუყურებდი „ფეშენ ტივის“. თან, საქართველოში უფრო საინტერესო გახდა ეს სფერო, ბევრმა მიაღწია წარმატებას. ამიტომ მეც გადავწყვიტე მოდელობა და მივედი „ჯეო მოდელსში“ თაკო ჩხეიძესთან.
– ძალიან მალე გახდი პოპულარული, „ფეშენ-ვიქებზეც“ სულ ითხოვდნენ, რომ შენ გამოსულიყავი ჩვენებაზე. თუ ელოდებოდი ასეთ წარმატებას?
– თავიდან რომ შემომთავაზეს „ფეშენ-ვიქზე“ გამოსვლა, ძალიან გამიკვირდა, ეს დაახლოებით სამ თვეში მოხდა. ძალიან მომეწონა ეს სფერო – სასიამოვნო საქმეა, გარემოც, ერთობი კიდეც. თან, ბევრი ხალხი გავიცანი, ბევრს დავუმეგობრდი.
– ალბათ, ახლა უფრო მეტ დროს უთმობ გარეგნობას.
– უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ საკუთარ გარეგნობას. რაც მეტი ადამიანი ინტერესდება შენით, გაკვირდებიან, მით უფრო მეტად ცდილობ, ფორმაში იყო. სააგენტოში მოსვლამდე საოცრად დავდიოდი. ქუსლებზეც არასდროს მივლია. სახლშიც ვჯახირობდი, ქუსლებით დავკაკუნობდი, შევაწუხე ხალხი. დიდი წვალების შემდეგ მივაღწიე შედეგს.
– მიზანმიმართული ადამიანიც იქნები.
– ალბათ, ვარ. თუნდაც ის, რომ „ფეშენ-ვიქისთვის“ მოვინდომე ფორმაში ჩადგომა და შედეგს მივაღწიე. პუტკუნა ვიყავი, არაფერში ვიზღუდავდი თავს, მაგრამ, როდესაც გავიგე, „ფეშენ-ვიქზე“ გამოვდიოდი, „სერიოზულ“ დიეტაზე დავჯექი. თან, ვივარჯიშე და პარამეტრებში ჩავჯექი.
– ანუ, გიწევს საკუთარი თავისთვის აკრძალვების დაწესება, რაღაცეებზე უარის თქმა?
– ვცდილობდი, ნაკლებად მეჭამა ტკბილეული, ცომეული, მომიწია რაღაცეებზე უარის თქმა და რაც მთავარია, უფრო მეტს ვვარჯიშობდი.
– დარწმუნებული ვარ, ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება.
– თავიდან ცოტა უჭირთ ამ ყველაფრის აღქმა, მაგრამ მერე, როგორც სხვა გოგონებთან, ისე იქცევიან ჩემთან ურთიერთობაში.
– შენ როგორი ბიჭები მოგწონს?
– საკუთარი თავის მიკვირს, იმიტომ რომ ყოველთვის სხვადასხვანაირი ბიჭები მომწონს. რაც მთავარია, მაღალი უნდა იყოს. აუცილებლად უნდა იყოს მხიარული, საინტერესო, ჭკვიანი. შეიძლება იყოს მშვიდი, წყნარი, მაგრამ მოსაწყენი – არა.
– კანის ფერს აქცევ ყურადღებას?
– ფერადკანიანებთან დიდად ურთიერთობა არ მაქვს, თუმცა კანის ფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი მაინც ხასიათია.
– ახლო მომავალში, ალბათ, დასვენებას აპირებ.
– გამოცდების მერე ძალიან გადავიტვირთე და უნდა დავისვენო. ბევრგან დამპატიჟეს, ყაზბეგში, სვანეთში და ვაპირებ ბევრ ადგილას წასვლას. ანუ, როგორც მოვახერხებ და მოვასწრებ, რადგან ზაფხულშიც უნდა გავაგრძელო სწავლა. გაართულეს გამოცდები და მომიწევს ზაფხულში წიგნებთან ერთად დასვენება. თუმცა, გასართობი პროგრამაც სექტემბრამდე დაგეგმილი მაქვს.
ბაი ჩანტლაძე („ჯეო მოდელსის“ კრეატიული მენეჯერი): მარიმ ჩვენთან, „ჯეო მოდელსში“ დაიწყო სამოდელო კარიერა. ფეხი ჩვენთან აიდგა. ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდა, მაღალ ქუსლებზე საერთოდ ვერ დადიოდა. მიზანდასახულია, მალე ჩადგა ფორმაში. ყველანაირად კარგი გოგონაა და ამასთანავე, დღეს ძალიან დიდი მოთხოვნაა, ამიტომაც გახდა ჩვენი ერთ-ერთი სახე. ხშირად სწორედ მისი გადაღება უნდათ ხოლმე სარეკლამო რგოლში, ჟურნალებისთვის. მათთვის უცხოა, თან ლამაზი და კარგი მონაცემებიც აქვს. რაც მთავარია, ძალიან მეგობრული და კარგი გოგონაა.

скачать dle 11.3