კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავიცვათ ზაფხულის ცხელ დღეებში ცხოველი გადახურებისგან და დღის რომელი მონაკვეთია ყველაზე საშიში მათი ჯანმრთელობისთვის


წელიწადის ისეთი დრო, როგორიც ზაფხულია, ხშირად სხვადასხვა პრობლემას აჩენს. თუ ოჯახში ძაღლი გყავთ, ნამდვილად დაგჭირდებათ ამ თემასთან დაკავშირებით კვალიფიციური კონსულტაცია, რომელსაც ჩვენი ჟურნალის საშუალებით, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი გაგიწევთ. ამიტომ, გირჩევთ, გულდასმით წაიკითხოთ მისი რჩევა-დარიგება და შეეცადეთ, გაითვალისწინოთ. რათა თქვენს ძაღლს საფრთხე არ შეექმნას.
ზაქრო ბაჯიაშვილი: ზაფხული წელიწადის ყველაზე საყვარელი დროა ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. ცხოველთან ერთად აგარაკზე და მოგზაურობისას არ უნდა დაგავიწყდეთ, ერთი რამ: ზაფხულის მზემ და სიცხემ შეიძლება გაცილებით დიდი ზიანი მიაყენოს ცოცხალ ორგანიზმს, ვიდრე ზამთრის სიცივემ.
– მაშინ გვითხარით, რა უნდა ვიცოდეთ და რა ნორმები დავიცვათ იმისთვის, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობარს საფრთხე არ დაემუქროს?
– სიცხის დროს ცხოველი, ისევე როგორც ადამიანი, ბევრ სითხეს კარგავს. სიცხეში აუცილებელია, ცხოველს მივცეთ საშუალება შეივსოს დაკარგული სითხე, რათა თავიდან  ავიცილოთ სითბური დაკვრა. ცხოველმა ხშირ-ხშირად უნდა მიიღოს წყალი და არა ერთბაშად, დიდი რაოდენობით. ამიტომ მას სულ უნდა ედგას სასმელი წყალი თავის ადგილზე. ასევე, შეიძლება წყლის შესხურება, შხაპის გადავლება, ბეწვის დასველება ან სველი პირსახოცით სხეულის დაზელვა.
– თუ ცხოველი უმეტესად ბინაში იმყოფება, ამ შემთხვევაში, რას ვაკეთებთ?
– თუ თქვენი ცხოველი სულ ბინაშია, მაშინ ის მუდმივად უნდა უზრუნველყოთ სუფთა ჰაერით, ხშირად გაანიავოთ შენობა და თუ არის საშუალება გამოიყენოთ კონდიციონერიც. როგორც წესი, ცხოველი თავისით პოულობს იმ ადგილს, სადაც მისთვის გრილა და კომფორტულია (ეს შეიძლება, იყოს კაფელი, იატაკი ან ლინოლიუმი, ღია კარები, აივანი).
– დღის რომელ მონაკვეთშია ყველაზე სარისკო ცხოველის გარეთ გაყვანა?
– არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება, ცხოველის გაჩერება მზის პირდაპირი სხივების ქვეშ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე ცხელი მზეა, მაგალითად, 12-დან 16 საათამდე. ცხოველის გასეირნება სასურველია უფრო მოგვიანებით და ისეთ ადგილას, სადაც ჩრდილია.
– ხშირად პატრონი შაბათ-კვირას, ოჯახის წევრებთან და ძაღლთან ერთად, აგარაკზე მიდის. ალბათ, ეს ერთ-ერთი კარგი საშუალებაა უქმე დღეების გასატარებლად.
– თუ არის ცხოველის ტრანსპორტირების აუცილებლობა, მაშინ სასურველია, ეს დღის გრილ დროს მოხდეს, ანუ საღამოსკენ. ასევე კარგია, თუ გამოვიყენებთ ისეთ პრეპარატებს, რომელიც ცხოველს ტრანსპორტის დაავადებისგან იცავს. გადაადგილების დროს აუცილებელია, თან ვიქონიოთ წყალი და პირსახოცი, რომელსაც დავასველებთ და შემოვახვევთ ცხოველს. რაც არ უნდა მცირე ხნით მოგიხდეთ მანქანიდან გადასვლა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ცხოველის დაკეტილ ავტომობილში დატოვება.
– რატომ?
– ამან შეიძლება, ცხოველის სიკვდილი გამოიწვიოს.
– ხშირ შემთხვევაში, ამბობენ, რომ ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმი ერთნაირად არის მოწყობილი და ერთი გამოხატულება აქვს ამა თუ იმ დაავადების დროსაც. მაშინ ის მითხარით, ადამიანი თუ შეიძლება სიცხეში ავტომობილში იჯდეს, ცხოველისთვის რატომ არის ეს ძალიან საშიში?
– არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს გაცილებით მაღალი აქვთ სხეულის ტემპერატურა, ვიდრე ადამიანს. ამას ემატება ბეწვის საფარველი, რის გამოც სწრაფად ხდება მათი გადახურება. მათ გაგრილების, ანუ სითბოს გაცემის ზედაპირი, გაცილებით პატარა აქვთ, ვიდრე ადამიანს. ამიტომაც, ცხოველს აქვს მიდრეკილება სითბური და მზის დარტყმისკენ.
 სიცხეს განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ დაავადებული ცხოველები. ლაპარაკია ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, ნერვული სისტემის დაავადებები და განსაკუთრებით, ეპილეფსია. საიდუმლო არ არის, გულის მანკიანი ადამიანები ძნელად იტანენ სიცხეს. იგივე მოსდით ცხოველებსაც გულის პათოლოგიებით. მათ უწევთ არტერიული წნევა, მატულობს გულისცემა და სუნთქვითი მოძრაობები, ვითარდება ქოშინი, ხდება ვენური შეგუბება, რაც იწვევს ციანოზს (ლორწოვანი გარსები ლურჯი ფერისაა). ვითარდება კიდურებისა და გულმკერდის ქვეშ შეშუპებები. ასევე შეიძლება, განვითარდეს ფილტვებისა და თავის ტვინის შეშუპებაც კი, რაც ძალიან საშიშია ცხოველისთვის. ასეთი ცხოველები ადვილად ექვემდებარებიან სტრესფაქტორებს და კარგავენ გონებას. დაავადების ასეთი სიმპტომატიკის ჩამოყალიბება ხდება: კატებში – ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიების და ძაღლებში – დილატაციური კარდიომიოპათიის, ენდკარდიოზის და სარქველების უკმარისობის დროს.
– ანუ, სიცხე სერიოზულ საფრთხეს უქმნის არაჯანმრთელ ცხოველს და უმჯობესია, ის გრილ ადგილზე გვყავდეს.
– სასუნთქი სისტემის პათოლოგიები, როგორიცაა ზემო და ქვემი სასუნთქი გზების დაავადებები, ისევე მწვავდება სიცხის დროს ცხოველებშიც, როგორც ადამიანებში. მაგალითად, ტრაქეის კოლაფსი ხშირია „ჯუჯა” ჯიშის ძაღლებში (ჩიხუახუა, იორკშირის ტერიერი, ტოი-ტერიერი და სხვა).
– და როგორ გამოიხატება ეს გართულება?
– ცხოველებს ეწყებათ ხველა, სუნთქვა გაძნელებულია, რასაც სუნთქვის უკმარისობამდე მივყავართ. ამან შეიძლება, გამოიწვიოს გონების დაკარგვის პროვოცირებაც. ასთმიან ცხოველებში ვითარდება სუნთქვის უკმარისობა.
 ამიტომ, ცხოველები, რომელთაც აღნიშნული პათოლოგიები აქვთ, საჭიროა მკაცრად დაიცვათ სიცხისგან და აუცილებლად შეასრულოთ ვეტერინარის დანიშნულება, დროულად მისცეთ ყველა დანიშნული პრეპარატი, გაუფრთხილდეთ და დაიცვათ სტრესისა და გადახურებისგან. თავი შეიკავეთ მათთან ერთად ხანგრძლივი მგზავრობისგან და სიცხის დროს დააკვირდით ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს.
 დაბოლოს, თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს ცხოველს აღენიშნება ან ეწყება ქოშინი, ხველება ან, უკიდურეს შემთხვევაში, გონება აქვს დაკარგული და გვერდზე წევს პირდაპირი მზის სხივების ქვეშ, აუცილებლად ჩაუტარეთ პირველადი დახმარება. გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დაასხით ცივი წყალი, რის შემდეგაც სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოთ ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც კვალიფიციურ ვეტერინარულ დახმარებას აღმოუჩენენ.

скачать dle 11.3